x
სტინგი, ჯეი ლო, ენრიკე იგლესიასი, პატრიცია კაასი და ორმეტრიანი ტორტი - მილიარდერ გუცერიევის შვილის ქორწილი მოსკოვში
27 მარტი, 17:20

მოსკოვის ერთ-ერთი უმდიდრეს ოჯახში გასულ შაბათს გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსმა ვაჟმა ცოლი მოიყვანა. ქორწილზე მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებთან ერთად სუხიშვილების მოცეკვავეებიც აღმოჩნდნენ.


image
მიხეილ გუცერიევი უნიკალური ადამიანია-იგი ცალი ფეხით რუსულ შოუ-ბიზნესშია, მეორეთი კი საბანკო საქმესა და ნავთობის ბიზნესში. წერს სიმღერებს, ფლობს რადიოსადგურებს, ასე რომ მას სულაც არ გასჭირვებია უმცროსი ვაჟის-საიდის ქორწილზე მსოფლიო დონის წვეულება მოეწყო.


image


საქორწინო საღამო რესტორან "საფისში" გაიმართა, სადაც თითქმის მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები: ალამაზებდნენ და ასუფთავებდნენ ეზოს, აშენებდნენ მთელ რიგს კონსტრუქციებს, ეზიდებოდნენ აუარებელი რაოდენობის ყვავილებსა და გირლიანდებს... მოკლედ, ამ სამზადისის ფინალი 26 მარტს, შაბათ საღამოს შედგა, როცა ინგუში მილიარდერის მიხეილ გუცერიევის 28 წლის ვაჟმა საიდ გუცერიევმა იქორწინა 20 წლის ლამაზმან ინგუშ გოგონა ხადიჯა უჯახოვაზე. ამბობენ, რომ შესაფერის საცოლეს საიდისათვის 4 წელი ეძებდნენ და როგორც ჩანს, ეს ძებნა წარმატებული აღმოჩნდა - ხადიჯა სტუდენტია, სწავლობს მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე; ის მორცხვია, წყნარი და რა თქმა უნდა, ნამდვილი ლამაზმანი.


image


პატარძლის სილამაზეს და სინორჩეს ხაზს უსვამდა ათასობით ცოცხალი ყვავილი, რომლითაც მორთული იყო საკონცერტო დარბაზში შესასვლელი და მთელი დარბაზი (ჭორებს თუ დავუჯერებთ, ეს მორთულობა მილიარდელ გუცერიევს 200 ათასი დოლარი დაუჯდა). ხადიჯას ეცვა გასაოცრად ლამაზი კაბა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეუკვეთეს Elie Saab-ის მოდების სახლს. 25 კილოგრამი წონის კაბა 25 მილიონი რუსული რუბლი ღირდა.


image



რაც შეეხება სტუმრების გართობას, რომელთა რიცხვი 600-მდე აღწევდა, ამისათვის მოწვეული იყვნენ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები: ახალგაზრდების გასართობად - ჯენიფერ ლოპესი და ენრიკე იგლესიასი, უფროსი თაობისათვის -პატრიცია კაასი, სტინგი და ელტონ ჯონი. თითოეული ამ ცნობილი ვარსკვლავის მოპატიჟება მილიონი-მილიონნახევარი დოლარი დაჯდა (რას ვიზამთ, ფული ყველას სჭირდება, ცნობილ ვარსკვლავებსაც კი).


image


საზეიმო წვეულებაზე მსოფლიოს ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად სუხიშვილებიც წარსდგნენ ცეცხლოვანი ცეკვებით.




საღამოს კულმინაცია გახლდათ ალა პუგაჩოვას გამოსვლა. ის მოგვიანებით მოვიდა ქორწილში და ბედნიერი წყვილის საპატივცემულოდ ორი სიმღერა შეასრულა.



რაც შეეხება სუფრას, სტუმრებს გაუმასპინძლდნენ როგორც ტრადიციული ინგუშური, ასევე ევროპული კერძებით: აქ იყო ფლავი, სუში, ხიზილალა და უამრავი დელიკატესი.


საღამოს კულმინაციას წარმოადგენდა საზეიმო ფეიერვერკი, რომლის დანახვაც მოსკოვის თითქმის ყველა კუთხიდან იყო შესაძლებელი. დიდებული სანახაობის ფონზე გაიჭრა გრანდიოზული, სამი მეტრი სიმაღლის ტორტი, რომელსაც მუსულმანური სიმბოლოები-ნახევარმთვარე და ვარსკვლავი ამშვენებდა.


image


362
10-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 მარტი, 23:34
არა, მე რომ გამეკეთებინა, ასე ზიზილ-პიპილო არ იქნებოდა :D
27 მარტი, 23:33
მანჩო ტორტი შენ ხოარ მოაზადე?:-D :-P
27 მარტი, 23:32
კაი სასტავი ყოფილაა.. მაგარი ქორწილი იქნებოდა
27 მარტი, 22:30
ანუ შენ გინდა თქვა, რომ როკერები არ იყიდებიან: :) შესაძლებელია იმიტომ, რომ " სკორპიონზის'' ან ''ნაიტვიშის'' მოწვევა ქორწილში არავის მოუვა აზრად :)
27 მარტი, 19:29
ფუუფ თქვენი რა გაგიჭირდათ..იმიტომ(არა მარტო მუსკილურად) ვცემ როკ მუსიკოსებს პატივს
0 1 5
სულა სულაშვილი:. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!სულა სულაშვილი:. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, სა...
როგორი ჩაცმულები დადიან სელებრითები ქუჩაში. ანუ  ე.წ. ქუჩის სტილი.როგორი ჩაცმულები დადიან სელებრითები ქუჩაში. ანუ ე.წ. ქუჩის სტილი.
ყველას გვინახავს თუ როგორი ჩაცმულები გამოდია...
გამაოგნებელი ფოტოები. ყველაზე უკომპლექსო სელებრითები.გამაოგნებელი ფოტოები. ყველაზე უკომპლექსო სელებრითები.
ეს ადამიანები ყველაზე თამამი, თავდაჯერებული და უშიშარი ა...
ცნობილი სახეები და მათი ფიზიკური ნაკლოვანებებიცნობილი სახეები და მათი ფიზიკური ნაკლოვანებები
ცნობილი სახეები, ისევე როგორც ჩვეულებრივ ნორმალურ ადამიანს აქვს...