x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
სულა სულაშვილი:. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!
image


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს
ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, 14 წლის ევა ბარბაქაძის მე-5 სართულიდან გადმოვარდნას ეხმაურება "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან.


საზოგადოების უმრავლესობამ ეს ტრაგიკული ფაქტი გულთან ახლოს მიიტანა და გულით უთანაგრძნობს გოგონას და მის დედას.თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ ყველაფერს ევას დედის მიერ "ჩადენილი ცოდვების" გამო ღვთის პასუხად აფასებდა.



"დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!
რაა?
რაა და 14 წლის გოგონა აივნიდან გადმოგიგდია იმიტომ, რომ დედამისი მრუშობისთვის დაგესაჯა...
არ გჯერა?
მაშინ, ფბ-ში შემოიხედე ღმერთო..."-ასე ეხმაურება სულაშვილი "ცოდვების" განკითხავ საზოგადოებას.



აი რას წერს სულა სულაშვილი:"მამაზეციერო, თუ გადაწყვეტილი იყო, რომ
საკუთარი ძეზე ღალატი, დამცირება და გაუგონარი სისასტიკე უნდა
აღსრულებულიყო, რატომ არ აგვირჩიე ჩვენ, ქართველები ამის გასაკეთებლად?
როგორ დავიჯერო, რომ ეს ყვეალაფერი, სხვას ჩვენზე უკეთესად გამოსდის?
ჩვენ, უეჭველად მოვიფიქრებდით ჯვარცმაზე გაცილებით უფრო დიდ მარაზმსს!
ჩვენ გვეყოლებოდა, ერთი კი არა - ასიათასობით გამყიდველი იუდა და მათ ხსოვნას ძეგლებს დავუდგამდით!
ცილს დავწამებდით ცუნამისთვის, ტაიფუნისთვის, მიწისძვრისთვის, გვალვისთვისა და წაყალდიდობისთვის!


პ.ს. დღეს შენ კიდევ ერთი საშინელება ჩაგიდენია ღმერთო!
რაა?
რაა და 14 წლის გოგონა აივნიდან გადმოგიგდია იმტომ, რომ დედამისი მრუშობისთვის დაგესაჯა...
არ გჯერა?
მაშინ, ფბ-ში შემოიხედე ღმერთო...
ჩვენთან, ყვლა უბედურების სათავედ შენ მოგისაზრებენ...
მაშ ვინ არიან ის ხალხი, ეკლესია-მონასტრებში სანთელს, რომ გინთებენ?
ვინ და გველები, რომლებიც საკუთარ შხამს, რამდენიმე წუთით შესასვლელში ტოვებენ... მერე გამოდიან და თან მიაქვთ ისევ"...

image

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე გუშინ საღამოს მე-5 სართულიდან გადმოვარდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, ევა ბარბაქაძის მდგომარეობა სტაბილურად
მძიმეა: "ამჟამად მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, პაციენტს მრავლობითი
მოტეხილობები აღენიშნება, მკურნალობას კრიტიკული მედიცინის დეპარტამეტში
გადის და არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე“- განაცხადა იაშვილის სახელობის
კლინიკის ექიმმა.


0
537
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0