x
ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 1)
27 მარტი, 13:30

image


ამერიკის შეერთებული შტატები

როგორც ვიცით ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ცნობილი ქვეყანაა მსოფლიოში. მე კი დავიწყებ სხვადასხვა ფაქტების შესახებ საუბარს

ბუნებრივი მახასიათებლები

1.იელოუსტოუნის ნაციონალური პარკი.

იელოუსტოუნის ნაციონალური პარკი პირველი პარკია მსოფლიოში რომელიც 1872 წელს დაარსდა ის სამი შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს პარკის ფართობი 8.982 კვ.კმ- შეადგენს აქ დაახლოებით 10.000 ბუნებრივი წყარო და გეიზერია პარკში ბინადრობენ დათვი გრიზლი ბიზონები და ცხენირმები

2. მთა მაკ-კინლი

მთა მაკ-კინლი (6.194 ) ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი მწვერვალია ეს მთა არის ალასკის გრძელი ქედის ნაწილი და წარმოადგენს დენალის ნაციონალური პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობას მთის წვერი ხშირად ღრუბლებით არის დაფარული განსაკუთრებით ზაფხულში

3.მონუმენტების ველი

ეს ველი არიზონასა და ოტავას შტატების საზღვრებზე მდებარეობს ნავახოს ტომის ხალხი აქ ცხოვრობს მონუმენტების ველი ცნობილია უნიკალური კლდოვანი ნაშთებითა და ვულკანური წარმონაქმნებით

ღირსშესანიშნაობები:

1.ვაშინგტონი

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქს ვაშინგტონი უწოდეს ჯორჯ ვაშინგტონის საპატივცემულოდ. ქალაქის არქიტექტურა დაიგეგმა ქალაქის დანიშნულების მიხედვით.სწორედ ვაშინგტონში მდებარეობს კაპიტოლიუმის შენობა სადაც განლაგებულია კონგრესი და ასევე თეთრი სახლიც სწორედ აქ ცხოვრობს და მუშაობს ქვეყნის პრეზიდენტი

2.ჰონოლულუ

ჰავაის დედაქალაქი დამისი მთავარი პორტი ჰონოლულუ ერთადერთი ქალაქია ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიც მდებარეობს ტროპიკულ სარტყელში ასევე ეს არის ერთადერთი ქალაქი ქვეყანაში რომელშიც მდებარეობს სამეფო სასახლე სახელად იოლანის სასახლე. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს დასავლური აზიური და პოლინეზიური კულტურები

3.სან-ფრანცისკო

სან-ფრანცისკო სახელგანთქმულია თავისი ოქროსკარიბჭიანი ხიდითა და ფუნიკულიორის ვაგონებით (ერთ დროს იყო საქალაქო ტრანსპორტი ამჟამად არის ქალაქის ღირსშესანიშნაობა) 1906 წელს ქალაქი თითქმის დაინგრა მიწისძვრის ზემოქმედების შედეგად სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს ყოფილი ციხე ალკატრასი რომელიც ამჟამად ღიაა ტურისტებისთვის.

ტრადიციები და კულტურა

1.მადლიერების დღე

თითქმის 400 წელია რაც ამერიკელები ყოველი წლის ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს მადლიერების დღეს აღნიშნავენ ეს დღესასწაული თავიდან იყო რელიგიური მაგრამ ახლა ოჯახურია თუ არ ჩაითვლება ის რომ ოჯახი სუფრასთან დასხდომის წინ სამადლობელ ლოცვას კითხულობენ.

2.ჰელოუინი

ყოველი წლის 31 ოქტომბერს ამერიკელები ზეიმობენ ჰელოუინს დღესასწაულის დროს ბავშვები ეწყობიან სხვადასხვა საკარნავალო კოსტიუმებში ამ დღისთვის ამერიკელები სპეციალური გოგრისგან გაკეთებულ ფარნებს სახელად ჯეკ--ლანტერნს ანთებენ.

3.რეპი

რეპი 70-იანი წლების შუახანს ნიუ იორკში დაიბადა ამ მუსიკალურ სტილს ახასიათებს წყვეტილი ტეხილი რიტმი რომელსაც ახლავს სწრაფი ლაპარაკი რეპი უფრო ძირითადად აფროამერიკელ მოზარდებშია პოპულარული რეპერებს ხშირად უხამსი სიტყვების გამო აკრიტიკებენ.

ისტორიული პიროვნებები

1.ელვის პრესლი

ელვის პრესლი მისისიპის შტატ ქალაქ ტაპელოში დაიბადა იგი როკმუსიკის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი იყო მან სასიმღერო კარიერა 1954 წელს დაიწყო. მისი შესრულების მანერა და მუსიკა ყველასთვის მისაღები არ იყო და ამიტომ ზოგიერთ ქვეყნებში მისი მოსმენა აიკრძალა მისი მილიარდზე მეტი ჩანაწერი გაიყიდა ის 33 ფილმშია გადაღებული.

2. ძმები რაიტები

1903 წელს უილბორ და ორვილ რაიტები თვითონვე აგებული მსოფლიოში პირველი ძრავიანი თვითმფრინავით ჩრდილოეთ კაროლინის ცაში აფრიდნენ და ჰაერში თითქმის ერთი წუთი დაჰყვეს

ოსტით მინდა შევეხო ფაქტებს ცნობილ ქვეყნებზე და მოგაწოდოთ მცირეოდენი

74
2-ს მოსწონს
3
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:KevinDurant
KevinDurant
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
პოლიტიკოსები თავიანთ მეუღლეებთან ერთადპოლიტიკოსები თავიანთ მეუღლეებთან ერთად
ქართული პოლიტიკა იმდენად შორსაა სერიოზული პოლიტიკისგან, რომ პოლიტიკოსები...
8 საინტერესო ფაქტი დისნეის მულტფილმებზე, რომლებიც გაგაოგნებთ8 საინტერესო ფაქტი დისნეის მულტფილმებზე, რომლებიც გაგაოგნებთ
ამერიკელი რეჟისორის "Walt Disney"-ს სახელი ყველამ ...
intermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსსintermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის პირობე...
უნიკალური წარწერა საქართველოშიუნიკალური წარწერა საქართველოში
ეს არის ადგილი სადაც დღეს თანამედროვე ავტომაგისტრალი გადის თუმცა ამ ადგილას უძვე...
"მოკლედ, ამ "რედისონს" ვერ ავცდი, რა..."-ნინო ლაბარტყავა"მოკლედ, ამ "რედისონს" ვერ ავცდი, რა..."-ნინო ლაბარტყავა
გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა საზოგადოებისტ...
სასურველი სარძლოებისასურველი სარძლოები
თბილისში უამრავი ლამაზი გოგოა, მაგრამ ლამაზ გოგოს ვინ გაუშვებს ხელიდან? მათ ადრე თუ გვიან ...
ფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებსფოტოები, რომლებიც წარსულის კარს სულ სხვა რაკურსით აღებს
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხ...
სერიალების გავლენა ადამიანზესერიალების გავლენა ადამიანზე
სერიალები ბოლო 20 წელია აქტუალურია საქართველოში, სატელევიზიო ეთერი სერიალების მრ...
კრისტიანო რონალდოს ულამაზესი გულშემატკივრებიკრისტიანო რონალდოს ულამაზესი გულშემატკივრები
როგორ გახდა ცნობილი, ევროპის ჩემპიონი მოიგეს პორტუგალიელებმა, თუ...