x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ММA"–ს ცნობილი მებრძოლის ლამბორჯინი ავარიის გამო დაიშალა და ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა

image ხშირად ხდება ხოლმე როცა ოჯახის წევრი, მეგობარი ან ახლობელი გთხოვს მანქანას რამდენიმე საათით, მანქანა რომ ათხოვო დიდი ვერაფერი პრობლემაა, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა–თუ მძღოლი გამოცდილი არაა მის "ლიხაჩობას" შეუძლია მასთან ერთად "შეიწიროს" და დაასახიჩროს ათობით ადამიანი.
ამიტომაც ჩემი რჩევაა ასეთ დროს როგორმე გამონახოთ დრო და თავადვე გაჰყვეთ მძღოლად ამ ადამიანებს, რათა მოსალოდნელი უსიამოვნებები აირიდოთ თავიდან.
"ММA"–ს ცნობილი მებრძოლის ადამ იანდიევის (რომელიც ცნობილია მეტსახელით "წვერები") სპორტული მანქანა ლამბორჯინი, რომელიც გეგმიური დიაგნოსტირებისათვის გადაყავდათ ტექნიკური მომსახურებისა და დიაგნოსტიკის ცენტრში ამავე ცენტრის თანამშრომლებს, მაღალი სიჩქარის გამო მოცურდა და ბოძს დაეჯახა, რის შედეგადაც მანქანა პრაქტიკულად დაიშალა და ერთერთი ახალგაზრდა მანქანაშივე დაიღუპა, მეორე ტრავმებით მიიყვანეს კლინიკაში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
იტალიური ავტო გიგანტის წარმოებული ლამბორჯინი ცნობილია როგორც ზესწრაფი მანქანა, რომელიც მანქანის წონის შესამსუბუქებლად მზადდება კარბონისა და კომპოზიტური მასალებისაგან, რის გამოც ეს მანქანა ავარიის დროს ნაკლებად უსაფრთხოა, რაც ამ ავარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუმცა რა უსაფრთხოებაზეა საუბარი როცა მანქანა ანვითარებს 300კმ/სთ–ზე მაღალ სიჩქარეს, ასეთ დროს არცერთ უსაფრთხოების ქამარს და მით უფრო დამცავ ბალიშებს არ შეუძლია უზრუნველჰყოს მძღოლის ან მისი თანხმლები პირის სრული თუ არა ნაწილობრივი უსაფრთოება მაინც.
ცნობილმა მებრძოლმა ღმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და დასძინა: "მანქანა როგორი ღირებულებისაც არ უნდა იყოს, მხოლოდ ბორბლებიანი რკინის კოლოფია და მეტი არაფერი, სამწუხაროა რომ ამ რკინის კოლოფმა შეიწირა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, მე ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მის ახლობლებს".
გთავაზობთ ფოტოკოლაჟს შემთხვევის ადგილიდან, ასევე ვიდეომასალას.
imageimageimageimageimageimage
































































































სურათები გადაღებულია მას შემდეგ რაც სამაშველო და სამედიცინო სამსახურებმა დაღუპული და დაზარალებული მანქანიდან გადმოიყვანეს.






















0
487
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0