x
image
melody_inside
დაფნის ფოთლები– ფულის და წარმატების მაგნიტი!

სასწაულები ხდება მათთან, ვისაც სჯერათ მათი!
მეცნიერებამ და ადამიანის გამოცდილებამ არაერთხელ დაადასტურა, რომ აზრის და
რწმენის ძალა ხშირად ჯადოქარივითაა.
image


მაგრამ მაინც, ადამიანის ცხოვრების მთავარი შემოქმედი და ბატონ-პატრონი _ თვითონ ადამიანია. მაგია კი_ამოუცნობი, უძველესი დამხმარეა. ამბობენ, რომ მისი ძალა უსაზღვროა და ხშირად წვრილმანებში იმალება. მაგალითად ისეთში, როგორიცაა დაფნის ფოთოლი.


ბარაქის და წარმატების სამშვენისი!

image

როგორც აღმოჩნდა, ფორტუნას და ფულს აქვს პატარა
მწვანე სისუსტე_ დაფნის ფოთოლი. 5 ცალი დაფნის ფოთოლი შეკარით წითელი ძაფით და თქვით: „ დაფნავ, მოიტანე ჩემ სახლში წარმატება და ბედნიერება“ და დაამაგრეთ
შემოსასვლელი კარების თავზე. თილისმანი ასევე ასრულებს შემოქმედებით სურვილებს და ყველაზე საიმედო, ხელოვანი ხალხისთვისაა.


პატარა რიტუალები დიდი ფულისთვის!
image


ფული რომ გამრავლდეს იმ ადგილას, სადაც „ცხოვრობს“, დებენ ჯადოსნურ მაგნიტებს_ დაფნის ფოთლებს ფორთოხლის ეთერზეთით გაწმენდილს. მაგნიტი არ უნდა გადააადგილოთ, არ უნდა აჩვენოთ და არ უნდა მოუყვეთ მასზე არავის.ლითონის კოლოფში იდება ფურცელი, სადაც დაწერილია რიცხვი _ სასურველი თანხა! თან უნდა თქვათ:“ ბრჭყვიალებენ მონეტები, წკრიალებენ მონეტები, მეტი და მეტი მაქვს მე. მოდიან მონეტები, საიდანაც არ ველი, აწი არ ვიცი გაჭირვება მე“._ ვდებთ შიგ 7 ნებისმიერ მონეტას, შემდეგ 3 ცალ დაფნის ფოთოლს. ქილას ვაფარებთ მჭიდროდ თავს. ყოველ დღე, შემომავალ ფულზ ფიქრით, ვაგდებთ ჭურჭელში თითო მონეტას.
2 თვის შემდეგ ფოთლები და წერილი უნდა ამოვიღოთ და ჩავმარხოთ მიწაში.



image

სურვილების ასრულებას ეხმარება პოზიტივი ფიქრებში, რწმენა და კეთილგანწყობა. შემოიპატიჟეთ თქვენს ცხოვრებაში სასწაულები ეხლავე: გაიღიმეთ, უსურვეთ სიკეთე და ბედნიერება ნაცნობებს და დამიჯერეთ, მალე მართლა მოხდება სასწაული!

0
17780
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
17780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0