x
მეტი
  • 21.09.2017
  • სტატია:69458
  • ვიდეო:321994
  • სურათი:422996
"ვკითხულობ ქილიკს, ღადავს! მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის!", "სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება"-ცნობადები ევა ბარბაქაძის მდგმარეობაზე

image
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი 14 წლის ევა ბარბაქაძე მე-5 სართულიდან გადმოვარდა. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა. ექიმების განმარტებით გოგონას ხერხემლის და სხვა მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ახლა ნარკოზის ქვეშაა და მისი სტაბილურია.

მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან ცნობადი სახეები, რომლებიც ევას მდგომარეობით შეწუხებულნი არიან და შორენას გვერდში უდგანან.

კახა მამულაშვილი: "მდგომარეობა სტაბილურია, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს. არავის გამო არ გადმომხტარა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება".image

მომხდარი ფაქტით შეწუხებულია ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომელიც სოციალურ ქსელშ წერს: "აღარ ვიცი რა დავწერო... გასკდა ეს გული... ამ ბავშვებს გაუშვებ, ღელავ, არ გაუშვებ კიდევ უფრო ღელავ... ყველას ჯანმრთელად და ბედნიერად გიმყოფოთ შვილები".image

ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს: "ჩვენო ულამაზესო ევა, მალე გამოჯანმრთელდი და დაგვიბრუნდი. ღმერთმა გაგაძლიეროს და იმ ადამიანების სიყვარულმა რომლებიც შენთვის ლოცულობენ. მიყვარხარ!!!image

თამო ვაშალომიძე: "საშინელი ამბავი მოხდა. არავის ვუსურვებ ამ ტკივილს რასაც შორენა რძნობს არც ერთ დედას !  მადლობა ღმერთს თავის ქალა არ აქვს დაზიანმებული და სიცოცლეს საფრთხე არ ემუქრება ევა ძლიერი გოგონა. კარგად გახდება და დაგვიბრუნდება. ღმერთმა გაგაძლიეროს!"image

ნანუკა ჟორჟოლიანი მომხდარის გამო ძალიან წუხს და საზოფადოების ნაწილის ქცევით გაკვირვებულია: "შორენა ბეგაშვილის 14 წლის შვილის, ფანჯრიდან გადავარდნის საშინელ ფაქტზე რა კომენტარებსაც მე ვკითხულობ! ქილიკს, ღადავს! მაშინ როცა ბავშვი რეანიმაციულში სიკვდილს ებრძვის! ეს ხალხი ერთ კუნძულზე უნდა შეყარო და დაწვა! ეს ბნელი ხალხი!

ღმერთო გადაარჩინე ეს ბავშვი"

image

1
1783
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1783
  
2016, 27 მარტი, 11:09
:((( უი იმედია კარგად იქნება
0 1 1