x
image
K.P.
"არავის გამო არ გადმომხტარა, მდგომარეობა სტაბილურია"-მამულიჩა
image
ქართველი სექსსიმბოლოს, მსახიობისა და ფოტომოელის, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა. ექიმების განმარტებით გოგონას ხერხემლის და სხვა მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, ახლა ნარკოზის ქვეშაა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შესაძლოა ევა თურქეთში გადააფრინონ, ან გამოცდილი ექიმი საქართველოში მოიწვიონ. image

მომხდარ ფაქტს დიდი გამოხმაურება და ბევრი ჭორი მოჰყვა. ამ ყველაფერს შორენას მეგობარი და მომღერალ ლელა წურწუმიას ქმარი, კახა მამულაშვილი ეხმაურება: "მდგომარეობა სტაბილურია, ხვალ იტყვიან საბოლოო პასუხს რა სიმძიმის დაზიანება აქვს ხერხემალს. არავის გამო არ გადმომხტარა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება".image

მომხდარი ფაქტით შეწუხებულია ჟურნალისტი ეკა ხოფერია, რომელიც სოციალურ ქსელშ წერს: "აღარ ვიცი რა დავწერო... გასკდა ეს გული... ამ ბავშვებს გაუშვებ, ღელავ, არ გაუშვებ კიდევ უფრო ღელავ... ყველას ჯანმრთელად და ბედნიერად გიმყოფოთ შვილები"

image


შეგახსენებთ რომ, შორენა ბეგაშვილს პირველი ქორწინებიდან ერთადერთი ქალიშვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე ჰყავს. დედა-შვილი მეგობრობდნენ და ერთმანეთის მესაიდუმლენიც იყვნენ.

ვუსურვოთ ევას ჯანმრთელობა... image

0
938
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0