x
შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი მე-5 სართულიდან გადმოვარდა! გოგონას მდგომარეობა მძიმეა
27 მარტი, 0:08

image
ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. გოგონა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა და მისი ჯანმრთელობა საკმაოდ მძიმეა. როგორც ამბობენ, მოზარდი ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და უბედური შემთხვევა მოხდა. მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. image

ევა ჯერ მხოლოდ 14 წლის გახლავთ, სკოლაში დადის და ძალიან კარგადაც ცეკვავს. ის შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილია.

შეგახსენებთ, რომ შორენა დაქორწინებული გახლდათ ბიზნესმენ დავით ბარბაქაძეზე. 17 წლის ასაკში შექმნილმა ოჯახმა ცხოვრების სირთულეებს ვერ გაუძლო. გოგონა დედის მესაიდუმლეა, ერთმანეთს არაფერს უმალავენ და ცხოვრებისეულ ჭირსაც და ლხინსაც იზიარებენ. შორენას თქმით, ევა ის ერთადერთი ადამიანია, ვინც მის ცხოვრებაში მუდმივად რჩება და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. მსახიობს დატვირთული გრაფიკი აქვს, რის გამოც ქალიშვილს ყველგან თან დაატარებს, ცხადია, სადაც ეს შესაძლებელია. "ჩემი შვილი ჩემი ცხოვრების აზრია და მის გარეშე ერთ დღესაც ვერ გავძლებ. ერთად დავდივართ მაღაზიებში, ვასეირნებთ ძაღლებს, ვსაუბრობთ. ვცდილობ, მივცე ქალური რჩევები და ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გავუზიარო"-გვიამბობდა შორენა.

ევა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დედა-შვილის საერთო ფოტოებმა სრულიად ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ყველა აღნიშნავდა, რომ ქალიშვილის სილამაზემ შორენა დაჩრდილა.

ვუსურვოთ ევას ჯანმრთელობა...imageimageimageimage



947
6-ს მოსწონს
1-ს არა
5
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:K.P.
K.P.
   ქართული კლავიატურა
27 მარტი, 10:40
ღმერთმა უშველოს
0 1 1
შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)შორენა ბეგაშვილის შვილი - ევა (ფოტოები)
შორენა ბეგაშვილი ქართულმა საზოგადოებამ, "ფლეიბოიში" საკმაოდ თამამი სურ...
"არავის გამო არ გადმომხტარა, მდგომარეობა სტაბილურია"-მამულიჩა"არავის გამო არ გადმომხტარა, მდგომარეობა სტაბილურია"-მამულიჩა
ქართველი სექსსიმბოლოს, მსახიობისა და ფოტომოელის,...
ლელა წურწუმიას მეუღლე საზოგადოებას  უფროს შვილს აცნობსლელა წურწუმიას მეუღლე საზოგადოებას უფროს შვილს აცნობს
ლელა წურწუმიას მეუღლე, პროდიუსერი კახა მამულაშვილი სოც...
როგორ აღნიშნა ნინი ბადურაშვილის მეუღლემ საკუთარი დაბადების დღეროგორ აღნიშნა ნინი ბადურაშვილის მეუღლემ საკუთარი დაბადების დღე
ყველა ის სურათი რომელსაც, თქვენ ამ სტატიში ნახა...
10 ქალი, რომლებსაც  ვერასოდეს დაივიწყებთ! (+ ვიდეო)10 ქალი, რომლებსაც ვერასოდეს დაივიწყებთ! (+ ვიდეო)
სტატიის თემა არ ეხება არც სილამაზეს და არც სიმდიდრეს. ეს ქა...