x
ჩაძირული, მეკობრეების საიდუმლო ქალაქი
27 მარტი, 10:30

Port Royal-ად წოდებული დასახლება განლაგებული იყო ოცკილომეტრიანი სიგრძის სილიან ხმელეთზე, რომელიც მდებარეობდა კინგსტომის პორტში იამაიკის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაარსდა 1518 წელს და ძალიან მალე გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი და წამყვანი ფიგურა სავაჭრო ინდუსტრიაში მთელს კარიბის ტერიტორიაზე, ვინაიდან სტრატეგიული პოზიცია ეკავა ვაჭრობის მარშრუტებს - ესპანეთსა და ახალ სამყაროს შორის. დროთა განმავლობაში კი Port Royal-ი მეკობრეების თავშეყრის, მეძავების, აზარტული თამაშებისა და დალევის ცენტრად იქცა. დედამიწაზე "ყველაზე გიჟური" ქალაქიც კი ეწოდა მას.


image


Port Royal-ის დიდების დღეები დიდხანს არ გაგრძელებულა, მისი სიდიადე, სიმდიდრე და სიკაშკაშე 1692 წლის 7 ივნისს იამაიკაზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო დაიმარხა. ქალაქი ზღვამ შთანთქა, დაიღუპა 2000 და დაიჭრა 3000 ადამიანი. ადგილობრივი სამღვდელოება მიიჩნევდა, რომ ღვთის სასჯელი იყო ცოდვების გამო. დღეს ამ ადგილის ნასახლარი არანაირ პოლიტიკურ და კომერციულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს და მხოლოდ 2000 ადამიანი ცხოვრობს.

image


პირველი ევროპელები იამაიკაზე ესპანელები გახდნენ ქრიტეფორე კოლუმბის ხელმძღვანელობით 1494 წელს. კუნძულზე კონტროლს ესპანელები 146 წლის მანძილზე განაგრძობდნენ მანამ, სანამ 1655 წელს ინგლისელები არ შემოიჭრნენ. ინგლისის მაშინდელმა მოქმედმა გუბერნატორმა კი მიიღო ორიგინალური გადაწყვეტილება, მოიხმო Port Royal-ში მეკობრეები და მისცა მათ მინიშნებები თუ როგორ ეძარცვათ ესპანეთის სასამართლოები. სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა და ესპანელები იძულებულები ხდებოდნენ ყოველი ძარცვის წინ თავი დაეცვათ. მეკობრეები მათ გემებსაც ძარცვავდნენ.


ამასობაში Port Royal-მა იწყო აყვავება და ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მსგავსი ტემპით ვერცერთი ინგლისური ქალაქი ვერ დაფუძნდა. 1655-1692, ეს ის წლებია, როდესაც აღორძინდა ახალი ქალაქი, გაშენდა 2000 შენობა სადაც 6500 კაცი ცხოვრობდა და უმეტესი მაცხოვრებლისა აზარტულ თამაშებზე და სასმელში ხარჯავდა ფულს. სწორედ ამის გამო Port Royal-მა სიბოროტისა და უღმრთოთა სახელი მოიხვეჭა.


imageimageimage


მეამბოხე Port Royal-ის არსებობა კი მოულოდნელი მიწისძვრისა და ცუნამის გამო 1692 წლის 7 ივნისს დასრულდა, რის გამოც ქალაქის მესამედი ნაწილი წყლის ქვეშ აღმოჩნდა. მომდევნო, გახშირებულმა ქარიშხლებმა კი ხელი შეუშალა მისი დიდების დაბრუნებას. დღეს ის მეთევზეების პატარა სოფელს წარმოადგენს, რომლის დასავლეთ ნახევარსფერო არქეოლოგიური გათხრების მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს, სადაც მე-16 მე-17 საუკუნის არტეფაქტები იმალება. აღმოჩენების უმეტესი მათგანი კი იამაიკაზე, კინგსტომის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ინახება.

image



445
18-ს მოსწონს
71
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 მარტი, 23:22
მეც ძალიან მიყვარს ეს თემა, მაგარი სტატიაა, როგორც ყოველთვის, მაკა
27 მარტი, 12:14
მადლობა ალექს ;)
27 მარტი, 12:09
კარგი ისტორიაა.... მითუმეტეს როდესაც მეკობრეებს ეხებათ საქმე, თემა უფრო საინტერესი ხდება
27 მარტი, 10:51
დიდი მადლობა ხატი :*
27 მარტი, 10:38
რა საინტერესოა :) გავაზიარე
0 1 5
ფოტოები,რის გამოც ადამიანები სამსახურიდან დაითხოვესფოტოები,რის გამოც ადამიანები სამსახურიდან დაითხოვეს
1-40 წლის პედაგოგი, ელენა კორნიუშონკოვა, პატარა ქალაქ კონა...
ცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებითცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებით
სანამ სტატიის უმთავრეს თემაზე გადავიდოდე, რო...
პოლიტიკოსები თავიანთ მეუღლეებთან ერთადპოლიტიკოსები თავიანთ მეუღლეებთან ერთად
ქართული პოლიტიკა იმდენად შორსაა სერიოზული პოლიტიკისგან, რომ პოლიტიკოსები...
არამიწიერი სილამაზის  ადგილები დედამიწაზეარამიწიერი სილამაზის ადგილები დედამიწაზე
საოცარია ჩვენი პლანეტა - დედამიწა. მის კუთხე-კუნჭულებში შეიძლება ისეთ...
ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ცნობარს, რომელიც სიცოცხლის ბოლ...
18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება18 პრეზერვატივი გადავყლაპე: მღვდლის აღსარება
მოსკოვის შერემეტევოს აეროპორტში კოლუმბიელი მღვდელი მამა ფაბიო გა...
ღიმილის მომგვრელი დამთხვევებიღიმილის მომგვრელი დამთხვევები
ოდესმე ისე ჩაგიცვამთ რომ შემთხვევით გარშემომყოფ ნივთს ანდაც ინტერიერს იდეალურად შ...
20 წუთში გამხდარი მილიონერი 10 წლის ბიჭი.20 წუთში გამხდარი მილიონერი 10 წლის ბიჭი.
მართალია ზღაპარივით გაიჟღერებს, მაგრამ ეს ამბავი სრული სიმართლეა. ინ...