x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ნიახურის და ვაშლის სალათის მომზადება
ინგრედიენტები:

2 წითელი გამოშიგნული და დაჭრილი ვაშლი

1 დაწურული ლიმონი

1 1/2 ჭიქა ნიახური, კუბიკებად დაჭრილი


1 მწვანე ხახვი, კარგად დაჭრილი

1/2 ჭიქა ქიშმიში

1/2 ჭიქა კაკალი ან ამერიკული თხილი, შემწვარი და დაჭრილი

1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი

1 დაწურული ფორთოხალი

1/2 ფორთოხლის ცედრა

ზღვის მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

4 ჭიქა ისპანახის ფოთლები



მომზადება:

აავსეთ დიდი ჯამი დაჭრილი ვაშლით.დაასხით ლიმონის წვენი და მოურიეთ. მას შემდეგ, რაც ვაშლები გაიჟღინთება, გადაწურეთ სითხე.დაამატეთ ნიახური, მწვანე ხახვი, ქიშმიში და კაკალი.

საკმაზის მომზადება:

ჩაასხით ზეითუნის ზეთი, ფორთოხლის წვენი, ცედრა და მარილი და პილპილი ბოთლში ან ქილაში.კარგად მოუჭირეთ თავსახურს და ბოთლი შეანჯღრიეთ, სანამ ინგრედიენტები კარგად არ აირევა.

მოხსენით თავსახური და საკმაზი სალათს დაასხით.მოურიეთ კარგად. სალათი შეინახეთ მაცივარში ნახევარი საათით.

დალაგებამდე, თეფშებზე დააწყვეთ ისპანახის ფოთლები და სალათი ზემოდან დაადეთ.

სალათი

0
57
5-ს მოსწონს
ავტორი:Ann1999
Ann1999
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0