x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
რუსულ და ქართულ მედიაში აქტიურად განიხილება ჭორები ქართველი ლამაზმანის მიმი შელიასა და ცნობილი რუსი ფეხბურთელის ფიოდორ სმოლოვის რომანის შესახებ

imageირინა შეიკის ქართველი ორეული ქმარს გაშორდა და რუს ფეხბურთელზეა შეყვარებული

- ამის შესახებ რუსული პრესა ჯერ კიდე შემოდგომაზე წერდა. . 23 წლის მიმი შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკად მოიხსენიებენ, მოსკოვში დაიბადა და გაიზარდა. მიმის მოსკოვში წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და ფოტომოდელობითაც არის დაკავებული. იგი სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავია - 200 000 მიმდევარი ჰყავს "ინსტაგრამზე". მიმი შელია მომღერალ ქეთა თოფურიას უახლოესი მეგობარია და ბომონდურ შეკრებებზე ხშირად მასთან ერთად ჩნდებ. შელია რამდენიმე თვის წინ დაშორდა მეუღლეს - გერმანული "დუისბურგისა" და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი ჭანტურიას, რომელთანაც 2013 წელს იქორწინა.

თუმცა, რუსულ მედიაში უკვე აქტიურად განიხილებოდა ჭორები ქართველი ლამაზმანისა და ცნობილი რუსი ფეხბურთელის, ფიოდორ სმოლოვის რომანის შესახებ. სმოლოვი ცოტა ხნის წინ დაშორდა მეუღლეს, ვიქტორია ლოპირევას და მალევე იპოვა ახალი რჩეული ქართველი შეიკის სახით. წყვილი უკვე აღარც მალავს ურთიერთობას: ხშირად დადის ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და სოციალურ ქსელში ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

imageimageთუმცა ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ჭორაობენ მირანდა შელიას ყოფილ ქმარზე გიორგი ჭანტურიაზეც. ამჟამად ფეხბურთელი საქართველოში იმყოფება და როგორც ყვითელი პრესა წერს, ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი გიორგიზეა შეყვარებული, რაზეც ფეხბურთელის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სურათებიც მეტყველებს. მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი ცნობილ დასთან, ნანუკა გოგიჩაიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება თბილისში ელიტური თავშეყრის ადგილებში და ბევრი მამაკაცის გულსაც იპყრობს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი გული უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია. ერთად გადაღებულ ფოტოებს წყვილი ფეისბუქის პირად გვერდებზეც ტვირთავს. შეყვარებულები გრძნობებს არ მალავენ და სოციალურ ქსელშიც უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში.


image

0
348
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
348
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0