x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61778
  • ვიდეო:311299
  • სურათი:412197
დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ათეისტური ქვეყნები

image

ბრიტანულმა გამოცემა The Independent-მა გამოაქვეყნა ყველაზე ათეისტურად განწყობილი ქვეყნების სია.

რელიგიის როლი და ზეგავლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძირს
მიექანება.ნორვეგიაში პირველად ისტორიაში უფრო მეტი ათეისტია ვიდრე
მორწმუნე. მოსახლეობის 37%-ს ღმერთის სწამს, 39%-ს კია არა.

აშშ-ში სადაც დოლარს აწერია "ჩვენ გვწამს ღმერთის"(In God We Trust), ამ
დროისთვის ქრისტიან მორწმუნეთა რიცხვი მინიმუმამდეა დასული.

კვლევებმა აჩვენა, რომ 2014 წელს ორჯერ მეტმა ამერიკელმა
განაცხადა, რომ ღმერთის არ სწამს, ვიდრე 1980 წელს, ხოლო ხუთჯერ მეტმა
აღნიშნა, რომ არასოდეს ულოცია.

მილენიუმის თაობაში(1981 წლის შემდეგ დაბადებულები) სულ უფრო თვალშისაცემია საზოგადოებრივი აზრის ცვლილება და სულ უფრო მეტი ადამიანი აცხადებს, რომ "მტკიცე ათეისტია".



ახლა კი გავეცნოთ მსოფლიოს 6 ყველაზე ათეისტურ ქვეყანას. ( ნორვეგიის გარდა)



1)ჩინეთი-ჩინეთში მსოფლიო მასშტაბით ათეისტთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ცხოვრობს.
Win/Gallup-ის მონაცემებით, ჩინელთა 40-49, 9%-ს ღმერთის არ სწამს.
მაო ძედუნმა, რომელიც ხელისუფლებაში 1949 წელს მოვიდა და ჩინეთის კომუნისტურმაპარტიამ დიდი როლი ითამაშა ამ საქმეში.რელიგია განიხილებოდა, როგორც პროლეტარიატის მჩაგვრელი და შემავიწრობელი საშუალება.


2)იაპონია-იაპონელთა 30-39%-ის თავს „მტკიცე ათეისტად“ თვლის.
ისტორიულად, რელიგია იაპონიაში სინტოიზმის გარშემო იყო კონცენტრირებული, რაც უფრო მეტად იაპონიის უძველესი წარსულის რიტუალებსა და მითოლოგიას ეფუძნება,
ვიდრე ღმერთს.
მიუხედავად ამისა სინტოიზმის, ისევე როგორც ბუდიზმის მიმდევართა რიცხვი იაპონიაში ამ ბოლო დროს საგრძნობლად კლებულობს.



3)ჩეხეთი-ათეისტად მიიჩნევს თავს ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობის 30-39%.
ტრადიციული რელიგიის სუსტი მხარდაჭერა შესაძლოა გამოწვეული იყოს ჩეხური
ნაციონალიზმით, რომლის ფესვებიც 19 და 20-საუკუნეებიდან მოდის.

კათოლიციზმი მიღებული იყო, როგრც იმპორტი ავსტრიიდან ხოლო, პროტესტანტიზმმა აქ ადგილი ვერ დაიმკვიდრა.



4) საფრანგეთი-ბევრი მეზობლისგან განსხვავებით, საფრანგეთის მოსახლეობის მეხუთედი თავს „მტკიცე ათეისტად“ მიიჩნევს.
1798 წლის რევოლუციამ კათოლიციზმი, როგორც სახელმწიფო რელიგია დაამხო, 1905
წელს კი კანონის საფუძველზე, სახელმწიფო და ეკლესია ოფიციალურად გაიმიჯნა.



5)ავსტრალია-ავსტრალიელთა 10-19% აცხადებს, რომ „მტკიცე ათეისტია“,
რაც არაა გასაკვირი ისეთი სახელმწიფოსთვის, რომელსაც სეკულარული
მმართველობის ძლიერი ტრადიცია აქვს.



6)ისლანდია-კათოლიციზმს პრივილეგია კანონის ძალით 1550 წელს ჩამოერთვა, რელიგიური თავისუფლება კი კანონით 1874 წელს იქნა გარანტირებული.
ისლანდიაში "მტკიცე ათეისტად" თავს მოსახლეობის 10-19% მიიჩნევს.

0
359
7-ს მოსწონს
1-ს არა
3
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0