x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნანა ლორთქიფანიძე:ეს უზრდელი მაია ასათიანი ყველას ჭკუას გვასწავლის...
image


რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე მაია ასათიანის გუშინდელ საავტორო გადაცემა "პროფილს"სოციალური ქსელით გამოეხმაურა და გამოხატა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება წამყვანზე, მაია ასათიანს "ქაჯი" უწოდა, ხოლო თამარ ჩერგოლეიშვილს და თინა მახარაძეს "ორი უნიჭო უზრდელი."



"ღმერთო! ამას რას ვისმენ და რას ვუყურებ რუსთავი-2-ზე.უზრდელი მაია ასათიანი ყველას რომ ჭკუას გვასწავლის, თვითონ თუ ისწავლის ელემენტარულ ჟურნალისტიკის ეთიკას კარგი იქნება, მაგრამ უკვე გვიანი ამ ქაჯისთვის რამის სწავლა.რა დავაშავეთ! ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა.ეს ჩერგოლეიშვილი ნამდვილი გესტაპოელია, მგონია, რომ პატარა მაუზერიც ედება ქლაჩში.უზრდელები წყობიდან არიან (გამოსულები) ეს საცოდავები! წყალწაღებულების ამბავია, ხავსის ფუჩეჩებს ებღაუჭებიან! სად იყვნენ ეს ჟურნალისტები სად!გადაცემებს აკეთებდნენ პლასტიკურ ოპერაციებზე და კრეტინულ ჭორებზე, რომ "ცხოვრება მშვენიერია".


რაღაც არ მახსოვს მაია ასათიანი ციხის პრობლემებზე აღშფოთებული ან დილით 4 საათზე ნოტარიუსთან მითრეული ადამიანების ბედით შეწუხებული, როცა ბინას და ქონებას ჩუქნიდნენ სახელმწიფოს, როცა ქუჩებში "წარმატებული" სპეცოპერაციების დროს ბიჭებს ხოცავდნენ და ა.შ.



ჩერგოლეიშვილი პირდაპირ დასაწვენია თავის აჟურული კაბით! თან რა პრადვინუტია! ჩვენ სად დავეწევით თინას და მაგას.ორი უნიჭო და უზრდელი! მე რა იდიოტკა ვარ ამათ რომ ვუყურე! ლალის ხათრით დამემართა ეს ამბავი, თორემ ამ არხს საერთოდ არ ვრთავთ ოჯახში!

ლალი ბადურაშვილო! ჩემო საყვარელო, ლამაზო, მართალო!რატომ მიხვედი მაგ უბედურებაში რატომ! ამ უზრდელბს რატომ ააშლევინე ნერვები!"

image




4
1703
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1703
  
2016, 26 მარტი, 13:53
ლალი ბადურაშვილი!
2016, 26 მარტი, 13:44
მე ვარ მაგარი, ლორთქიფანიძე თუ ასათიანი ?)))))))
2016, 26 მარტი, 12:04
ლალი ძალიან მაგარია ქალი
გენაცვალე, ნანა!!!!
0 1 4