x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ცილების სამგანზომილებიანი მოლეკულური სტუქტურის პროგრამა

ცილები (პროტეინები)-მაღალმოლეკულური ბუნებრივი
ორგანული ნაერთებია, რომლებიც ამინომჟვებისგანაა აშენებული. ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან
და ნუკლეინის მჟავებთან ერთად, ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია
და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ. ცილის სინთეზისთვის გამოიყენება
20 ტიპის ამინოჟავა, რომლებიც ბმებით უკავშირდებიან ერთმანეთს. მკვლევარებისათვის მნიშვნელოვანია ცილების პირველადი,
მეორადი და მესამეული სტრუქტურის, ასევე მათში არსებული ბმების ზედმიწევნით კარგად
შესწავლა. მოცემული ინფორმაციის მოძიება ხშირად რთულია, ასევე შეზღუდულები ვართ ვიზუალიზაციის
საშუალებებეში.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად
მივიჩნიე ისეთი პროგრამის შექმექმნა,
რომელიც საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ ცილის სტრუქტურა სამგანზომილებიან სივრცეში.პროგრამა
დაწერილია matlab 2011 გარემოში.

image


















სურ.1

პროგრამა იყენებს ცილების მონაცემთა მსოფლიო ბანკს
PDB (PROTEYN DATA BANK), სადაც ხდება ყველაზე ცნობილი და წამყვანი კვლევების შედეგად
მიღებული მონაცემების რეგისტრაცია. საიტი წარმოადგენს უდიდეს მონაცემთა ბაზას მსოფლიოსში,
სადაც რეგისტრირებულია სხვადასხვა ორგანიზმების მილიონობით ორგანული ნაერთები. ყოველდღიურად
საიტზე ხდება ათეულობით ათასი ახალი აღმოჩენის შესახებ მონაცემების განთავსება. რაც
საშუალებას გვაძლევს რომ პროგრამისთვის მომხმარებელს მუდმივად ექნება უახლესი მონაცემთა ბაზა.

პროგრამას გააჩნია მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი
და მოითხოვს კომპიუტერის მინიმალურ ცოდნას. მომხმარებელს შეუძლია პროგრამის ზედა ღილაკით
მოახდინოს ვებ-გვერდის გამოძახება საიდანაც მას შეუძლია ამოირჩიოს მისთვის სასურველი
ორგანიზმის ცილის კოდი, რის შემდეგაც მას ჩაწერს პროგრამაში მითითებულ ადგილას. ამის
შემდგომ პროგრამა ჩამოტვირთვს ინფორმაციას საიტიდან და მოახდენს ცილის სამ განზომილებიან
სტრუქტურიზაციას. მომხმარებელს შეუძლია მოახდინოს მისი სტრუქტურის ცვლილება შემადგენელი
ელემენტებისა და მათ შორის კავშირების ნათლად დანახვა.



image


სურ.2


პროგრამის
მუშაობისათვის აუცილებელია კომპიუტერი უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტით.


მიმაჩნია, რომ პროგრამა გაუადვილებს საქმეს ბიოლოგებს და სხვა იმ მეცნიერებს,
რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღნიშნული საკითხების
კვლევაში.
imageimage






imageimage



image








ლიტერატურა:



An Introduction to Matlab Version
2.2 David F. Griths Department of Mathematics The University Dundee DD1 4HN
With additional material by Ulf Carlsson Department of Vehicle Engineering KTH,
Stockholm, Sweden

Introduction to MATLAB Anthony J. O’Connor School of Science, Griffith
University, Brisbane, Australia

Learning MATLAB: tips & examples (PG-13) Francisco Javier Sayas Version of 6th March 2010

Learning MATLAB Tobin
A. Driscoll

www.mathworks.com/support
1-8, 1-11 www.mathworks.com/support/books 1-10

JOURNAL OF AUTOMATIC CONTROL, UNIVERSITY OF BELGRADE, VOL. 16:1-3, 2006














9
327
5-ს მოსწონს
ავტორი:alexareb
alexareb
327
  
2012, 31 მაისი, 22:18
მადლობა გაიხარეეეე
2012, 31 მაისი, 22:17
მე ფიზიკოსი ვარ, ელექტრული ინჟინერი და სხვა რაღაცებს ვაკეთებ მატლაბში. ;) წარმატებები
2012, 31 მაისი, 22:16
გრაფიკებისთვის მაგალითების ამოხსნისთვის მატლაბი ძან მაგარი პროგრამაა ძან ბევრი შესაძლებლობები აქ
2012, 31 მაისი, 22:13
ბიოინფორმატიკას :)
2012, 31 მაისი, 22:12
რა სფეროს გულისხმობ კონკრეტულად? მეც ვწერ მატლაბში პროგრამებს სხვადასხვა სახის გრაფიკული გამოსახულებებით. 3D განზომილებასაც ვიყენებ და ორგანზომილებიან გრაფიკებსაც
2012, 31 მაისი, 22:11
მატლაბს ისე ბევრი მიმართულება აქ და ბევ სფეროში გამოიყენება თუ ამ სფეროსთან არ გაქ კავშირი არც გაგიჩნდებოდა ეგეთი იდეა :)
2012, 31 მაისი, 22:08
საღოლ. მეც ვიცი მატლაბი, მაგრამ ეს არ მომფიქრებია. ყოჩაღ +1 ჩემგან
2012, 31 მაისი, 22:06
კიი
2012, 31 მაისი, 21:32
შენი შექმნილია ეგ პროგრამა?
0 1 9