x
image
ბერდია
ძველ და ახალ სამოქალაქო ომებს შორის განსხვავება
imageNew and Old Wars: A Valid Distinction? by Stathis N. Kalyvas
(სტატიის მოკლე ანალიზი)

სტატიაში ძირითადი საკითხი სამოქალაქო ომების დინამიკას, განვითარების დონეებს, მათში ჩართულობის მიზეზებსა და მიზნებს ეხება. თუ რატომ არის ძველი და ახალი სამოქალაქო ომები ერთმანეთისაგან განსხვავებული და რა მიზეზები განაპირობებს მათ შორის განსხვავებებს, ესაა ძირითადი საკვლევი კითხვა სტატიაში. აღსანიშნავი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახელმწიფოთა შორის ომების რიცხვი შემცირდა, მაგრამ გაიზარდა სამოქალაქო ომების რაოდენობა. აქედან გამომდინარე გაჩნდა უფრო მეტი ინტერესი სამოქალაქო ომების შესწავლასთან დაკავშირებით.

ძველ და ახალ სამოქალაქო ომებს გააჩნიათ მკვეთრი სხვაობა ომების მიზნობრიობასა და მოტივაციაში. უნდა აღინიშნოს, რომ ძველი კლასიკური სამოქალაქო ომები ასე ვთქვათ უფრო რომანტიული, პატიოსანი დინამიკით ხასიათდება. ის უფრო მეტად პოლიტიკური და იდეოლოგიურია. ახალი ომები კი მეტი მარადიორობით, ქურდობითა და სისასტიკით გამოირჩევა. ცივი ომის დასრულებამდე სამოქალაქო ომი ძველ ომად ითვლება, მის შემდგომ მომხდარი ომებს კი ახალი.

ძველი და ახალი სამოქალაქო ომის ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები განპირობებულია იმით, რომ ძველ სამოქალაქო ომებს ჰქონდა პოლიტიკური მიზეზები.
მაგალითად, სოციალური ცვლილებები. ახალი ომები კი გამოირჩევა ნაკლები პოლიტიკურობით. მონაწილეთა ძირითადი მოტივაცია ძარცვა და მაქსიმალური სარგებლის მიღებაა. მაგალითად, სიერა ლეონეში ომი განპირობებული იყო ალმასების ხელში ჩაგდების სურვილით კოლუმბიის, სომალის და სუდანის ომებისგან განსხვავებით. როგორც სიერა ლეონეს ომის კვლევამ აჩვენა, ომში მონაწილეებს
არ გააჩნდათ პოლიტიკური იდეოლოგია. ახალ ომებში მხარეები მშვიდობიან მოსახლეობაში ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. ძველ ომებში კონტროლი და დისციპლინა ბევრად მოწესრიგებული იყო ვიდრე ახალ ომებში. ახალ ომებში ხშირ შემთხვევაში ძალადობა არის არაკონტროლირებადი და სხვადასხვა მებრძოლ ჯგუფებს არ აქვთ სათანადო დისციპლინა.

სტატიაში გვხვდება ვარლორდიზმის (Warlordism) ცნებაც. ვარლორდები (სამხედრო
რეგიონული მეთაური, რომელიც მოქმედებს დამოუკიდებლად და განსაკუთრებული აგრესიით) აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს, სადაც აწესებენ გადასახადებს, ირგებენ მოსამართლის მანტიასა და არ ერიდებიან მთავრობის მოვალეობის შესრულებას. ასევე, აჯანყებულები კავშირს ამყარებენ სხვადასხვა უცხოურ ჯგუფებთან სიმდიდრისა და იარაღის მოპოვების მიზნით. იდეოლოგიაზე ორიენტირებულ ომებშიც ხშირია მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობის ფაქტები. საფრანგეთის რევოლუციის
დროსაც ხშირი იყო ბანდიტიზმის შემთხვევები. ძველ სამოქალაქო ომებში მნიშვნელოვანი იყო იდეოლოგია და ამ იდეოლოგიის გარშემო ხალხის მობილიზება. ზიმბაბვეს სამოქალაქო ომში ნათლად გამოჩნდა, რომ აჯანყებულები, რომლებიც რასისტულ რეჟიმს ებრძოდნენ იდეოლოგიად ტრადიციულ რელიგიას იყენებდნენ, რის გარშემოც ერთიანდებოდა ხალხი. თუმცა, გვაქვს ისეთი ქეისები, როდესაც მოსახლეობა ვერ ხვდებოდა თუ ვისთვის დაეჭირა მხარი და ვის სასარგებლოდ ებრძოლა. მაგალითად, გერმანიის მიერ ოკუპირებულ სსრკ–ს ტერიტორიებზე უკრაინასა და ბელორუსიაში ხალხის ჯგუფი მხარს არ უჭერდა არც გერმანელებს და არც საბჭოთა პარტიზანებს, რადგან მათ არც გერმანული ოკუპაცია და არც მანამდე არსებული საბჭოთა რეჟიმი არ მოსწონდათ.

კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ მამაკაცები მოტივირებულები არიან იომონ რადგან ჯგუფისგან განიცდიან ზეწოლას. იბრძვიან, რადგან პატივი სცენ თანამებრძოლებსა
და ლიდერებს. აიმაღლონ რეპუტაცია, როგორც ლიდერების, ასევე თანამებრძოლთა თვალში და რაც მთავარია მიაღწიონ საერთო მიზანს.

ზემოთ, როგორც უკვე აღვნიშნე ძველ ომებში მხარები სარგებლობდნენ მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით, ხოლო ახალ ომებში ეს მხარდაჭერა ნაკლებია. მოზამბიკში რენამოს მოძრაობას არ ჰქონდა რაიმე მნიშვნელოვანი იდეოლოგიური მხარდაჭერა, მაგრამ მასზე მოდის სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი დანაშაულის 90%. სტატიაში გამოიკვეთა ის მოსაზრებაც, რომ კოლუმბიის სამოქალაქო ომს სამოქალაქო არც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მოსახლეობა არც ერთ მხარეს არ უჭერდა მხარს. თუკი ახალ სამოქალაქო ომებში მომხდარ ძალადობას შევისწავლით აღმოვაჩენთ, რომ ეს არის სისხლიანი მექანიზმი, რომელიც არანაირ უდიდეს მიზანს არ ემსახურება.

დასკვნის სახით შესაძლოა ითქვას, რომ ავტორმა სტატიაში წარმოადგინა მსჯელობა ახალ და ძველ სამოქალაქო ომებს შორის ძირითად განმასხვავებელ თავისებურებებზე, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე. ასევე, განიხილა ის მიზეზები, რაც განაპირობებს მათ შორის განსხვავებებს. გამოიკვეთა ძირითადი საკითხები: იქნება ეს ლიდერის ან კონკრეტული ჯგუფის პოპულარობა მოსახლეობაში, იდეოლოგია თუ სხვა მოტივაციები, რომლის გამოც ღირს სამოქალაქო ომში ჩაბმა ან წამოწყება, სწორედ ეს ძირითადი თემები განსაზღვრავს და განასხვავებს ძველ და ახალ სამოქალაქო ომებს ერთმანეთისგან.


სტატია:

წყარო1: http://ernie.itpir.wm.edu/pdf/Articles/Non-paradigmatic/25054175.pdf


წყარო 2: http://www.jstor.org/stable/25054175?seq=1#page_scan_tab_contents



ავტორის შესახებ:

http://politicalscience.yale.edu/people/stathis-n-kalyvas

1
71
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
71
  
2016, 25 მარტი, 17:49
ძალიან მაგარი სტატიაა!! ჩემი დილეტანტური დაკვირვებით, თითქოს კონტინენტებზე წარმოებული ომები სხვადასხვა ხასიათისაა, მაგალითად, აფრიკის კონტ-ზე გაჩაღებული ომები უფრო ერთმანეთის სიძულვილზე, ადამიანების გაჟლეტაზეა ორიენტირებული... კიდევ წავიკითხავდი ომებზე სტატიებს სიამოვნებით!
0 1 1