x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიები

image
7-მილიმეტრიანი ბაყაყისა და 1, 5-სანტიმეტრიანი რვაფეხადან – ჯუჯა ანტილოპამდე, რომლის წონა სახლის კატების უმრავლესობაზე ნაკლებია — შეიტყვეთ ყველაფერი, ბუნებაში არსებული, ჩვეულებრივი ცხოველების მინიატურული ვერსიების შესახებ!


ღორისდინგა ღამურა
image

image

ეს პატარა ცხოველი, მხოლოდ ღამურებს შორის კი არ, შესაძლებელია, ყველაზე პატარა არსება იყოს ძუძუმწოვრებს შორის — მისი წონა მხოლოდ 2 გრამია, ხოლო ზომა – 3, 3 სანტიმეტრს არ აღემატება. ამ ცოველს მეორენაირად ღამურა-ბაზსაც (ბაზი – მწერი ფუტკრისებრთა ოჯახიდან) ეძახიამ.
ღორისდინგა ღამურა დღეში მხოლოდ 50 წუთით არის აქტიური – 30 წუთი ბინდისას და 20 წუთი რიჟრაჟზე. ის მწერებით და ობობებით იკვებება, რომლებსაც იქვე გამოქვაბულის სიახლოვეს იჭერს.

ახალი გვინეას ჯუჯა ბაყაყი
image

image

ამ პაწია ამფიბიის სიგრძე მხოლოდ 7, 7 მილიმეტრია და ის ყველაზე პატარა ბაყაყი არის პლანეტაზე, და ასევე, ყველაზე პატარა ხერხემლიანი მსოფლიოში.
ბაყაყების ეს სახეობა (Paedophryne amauensis) 2010 წელს აღმოაჩინეს. ისინი წვიმიანი ტყეების ხეებიდან ჩამოცვენილი ფოთლების ქვეშ ცხოვრობენ და ენდემურები არიან პაპუა – ახალი გვინეასთვის.
ჯუჯა ბაყაყები უხერხემლოებით, მათ შორის ტკიპებით და წვრილმანი მწერებით იკვებებიან, რომლებსაც სხვა მტაცებლები იგნორირებას უკეთებენ.
გასაკვირი არ არის, რომ ის სულ ახლა ხანს აღმოაჩინეს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან პატარა ზომის არის და ღამის ცხოვრებით ცხოვრობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პატარა არსებას, მინიმუმ 2 მ-ზე შეუძლია გადახტომა. რა თქმა უნდა, ასეთი ბაყაყის ფოტოზე დაფიქსირება, ადვილი არ არის!

კოლიბრი-ფუტკარი
image

image

ის ყველაზე პატარა ფრინველი არის მსოფლიოში და კოლიბრის ოჯახში. გარდა ამისა, კოლიბრი-ფუტკარი კიდევ ერთ რამეში არის რეკორდსმენი: მას ყველაზე ცოტა ბუმბული აყვს ფრინველებს შორის — 1 000 ცალი, სხვა ფრინველებისგან განსხვავებით, რომლებსაც 25 000-მდე ბუმბული აქვთ. კოლიბრი-ფუტკარი — კუბის ენდემია: მისი ბინადრობის არეალი კუნძულებით ხუვენტუდით და კუბით შემოიფარგლება.
ზრდასრული ფრინველი სიგრძე 6 სმ-ია და მხოლოდ 2 გრამს იწონის. სხვა პატარა ზომის ცხოველებისგან განსხვავებით, რომლებიც რთული აღმოსაჩენები არიან, ამ პატარა ფრინველის არ შემჩნევა შეუძლებელია, მისი ფერად-ფერადი, კაშკაშა ბუმბულების გამო.
ფრენის დროს, კოლიბრი-ფუტკარი წამში 80-ჯერ აქნევს ფრთებს. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მამრი კოლიბრი-ფუტკრები აკეთებენ საქორწინო რიტუალის შესრულების დროს – ისინი ფრთას წამში 200-ჯერ იქნევენ!

ჯუჯა ნთარი (ბრჭყალებიანი მაიმუნი)

image

image

პრიმატების ყველაზე პატარა წარმომადგენელი, ჯუჯა ანთარი არის — ეს ისეთი საყვარელი და ფუმფულა ცხოველია, რომ თითქმის არცა ჰგავს მაიმუნს.


ჯუჯა ანთარები ამაზონის ტყეებში ბინადრობენ და ძირითადად, ევკალიპტის წვენით და მწერებით იკვებებიან. ზრდასრული ცხოველი 100 გრ. იწონის და მისი სიგრძე 15 სმ-ია (კუდის გარეშე, კუდის ჩათვლით – 17-22 სმ.).

ამ პატარა ცხოველებს ჯერ-ჯერობით გაქრობა არ ემუქრებათ, მაგრამ ბუნების დამცველები იმით არიან შეშფოთებულები, რომ მათი პოპულარობა შინაური ცხოველების მოყვარულებს შორის იზრდება და მომავალში რა მოხდება, არავინ იცის.

კურდღელი-პიგმეი
image

image

კურდღლები ძალიან საყვარელი ცხოველები არიან, მაგრამ როდესაც ზრდასრული კურდღელი ბაჭიასავით გამოიყურება და ის ხელის გულზე ეტევა, ორმაგად საყვარელია! ეს კურდღლები ჩრდ. ამერიკაში, მდ. კოლუმბიას აუზში ბინადრობენ (ვაშინგტონის შტატში) და ისინი ისეთივე ნაყოფიერები არ არიან, როგორც ჩვეულებრივი კურდღლები. ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან პატარა არეალში ბინადრობენ და ერთმანეთთან ახლო ნათესაურ კავშირებში იმყოფებიან. ფაქტიურად, 2002 წლისთვის, სულ 16 სული იყო დარჩენილი. მაგრამ, საბედნიეროდ, აშშ-ს თევზის რესურსების და ველური ცხოველების დაცვის სამსახურმა (US Fish and Wildlife Service) პოპულაციის გადარჩენის კომპანია წამოიწყო, რომელსაც ორიგონის ზოოპარკიც შეუერთდა და გადაშენების გზაზე მყოფი კურდღლების შეჯვარება მოახდინეს მათ უახლოეს ნათესავებთან – აიდაჰოს კურდღლებთან. ზოოპარკში 1 000-ზე მეტი კურდღელი დაიბადა და ისინი ბინადრობის ბუნებრივ არეალში გაუშვეს.

რვაფეხა Octopus Wolfi
image

image

ყველაზე პატარა რვაფეხას შესახებ, არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია არსებობს. რვაფეხას ეს სახეობა 1913 წელს აღმოაჩინეს. ის ბინადრობს ინდო-წყნაროკეანურ ოლქში. ზომა, დაახლოებით, 1, 5 სმ-ია, წონა — გრამზე ნაკლები.

4. მინიატურული ცხენი
image

image

მართალია მინიატურული ცხენის სიმაღლე ჯიშზე არის დამოკიდებული, მაგრამ მათი უმრავლესობა 86 სმ-ზე მაღალი არ არის. ხოლო ყველაზე პატარა ცხენის სიმაღლე, 48 სმ-ს შეადგენს.
ამ ბოლო დროს, მათი პოპულაცია მკვეთრად გაიზარდა. მაგრამ, ეს მინიატურული ცხენები XVI საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს. ოდესღაც ისინი არისტოკრატების ოჯახებში საყვარელი შინაური ცხოველები იყვნენ.
მინიატურულ ცხენზე შეჯდომა არ შეიძლება, როგორც პონიზე, თუმცა მათ სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ: ისინი ცხენების გამოფენებში მონაწილეობენ, ჰყავთ შინაური ცხოველების სახით, ოთხთვალაში აბავენ და ა. შ. ადრე მათ ქვანახშირის მაღაროებშიც იყენებდნენ, რადგან პატარა ზომის გამო, ვიწრო გვირაბებში ადვილად მოძრაობდნენ.
დღეს ამ ცხენების სიცოცხლის ხანგრძლიყობა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ცხენების.

3. მინიძროხა
image

image

მინიატურული ძროხები, ამ ბოლო დროს, პოპულარობას იკრებს, რადგან სხვადასხვა ქვეყნებში, საქალაქო მესაქონლეობის დარგმა დაიწყო განვითარება. მათ კვებისთვის უფრო ნაკლები ბალახი ესაჭიროებათ და საკმარისი რაოდენობით რძეს და ხორცს იძლევიან.
მინიატურული ძროხის სიმარლე 0, 90-1, 22 მეტრია, წონა 300 კგ (ჩვეულებრივი 630 კგ-ს იწინის).

2. ჯუჯა ბეჰემოთი
image

image

ეს პატარა ბეჰემოთები დას. აფრიკაში ბინადრობენ და ისევე როგორც დიდებს, მათაც უყვართ წყალი. იკვებებიან ხილით, ბალახით, მცენარეების ფოთლებით და აქტიურები დღის სინათლეზე არიან. თუ შევადარებთ მათ ზომას ჩვეულებრივი ბეჰემოთების ზომებს, ვნახავთ რომ, ისინი ორჯერ უფრო დაბლები არიან და წონა, დიდი ბეჰემოთის წონის მეოთხედს შეადგენს. ჯუჯა ჰიპოპოთამებს თავი უფრო პატარა და თათები უფრო გრძელი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივებს.
ამ ცხოველების შესახებ, არაფერი იყო ცნობილი XX საუკუნის დასაწყისამდე, ვიდრე ისინი ზოოპარკებში არ გამოჩნდნენ. ველურ ბუნებაში, ამ სახეობის ბეჰემოთების მხოლოდ 1 000 ერთეული არის დარჩენილი.

1. ჯუჯა ანტილოპა
image
პატარა ანტილოპას სიმაღლე 25-30 სმ-ია. მიუხედავად ასეთი პატარა ზომისა, ისინი ისეთივე გრაციოზულები არიან, როგორც ჩვეულებრივი ანტილოპები. ჯუჯა ანტილოპას მაქსიმალური წონა, 3, 6 კგ. შეიძლება იყოს. ისინი უფრო მსუბუქები არიან, ვიდრე სახლის კატების უმრავლესობა არის!
ჯუჯა ანტილოპა დას. აფრიკაში ბინადრობს და მიუხედავად მინიატურული ზომისა, მაინც რთულად მოსაპოვებელი ნადავლი არის მტაცებელი ცხოველებისთვის. მშიშარა და ფრთხილი ანტილოპები, ძალიან ყურადღებიანები არიან, ამასთან, მათ შეუძლიათ, თითქმის, 2, 5 მ-ზე გადახტომა.

1
401
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
401
  
2016, 14 აპრილი, 14:10
ყველა კარგია მარა, კურდღელი, ძროხა და ანტილოპა მომეწონა ყველაზე მეტად
0 1 1