x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები მაიკლ ჯექსონის ცხოვრებიდან

ყველასთვის ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი — ყველა დროის, ყველაზი დიდი პოპ-ვარსკვლავია. 5 წლის ასაკიდან, ის იყო მუსიკალური ჯგუფის "ჯექსონ ფაიფ"-ის ("The Jackson 5") სოლისტი, რომელშიც მისი კიდევ 4 ძმა იყო: ჯეკი, ჯერმეინი, ტიტო და მარლონი. შემდე, მაიკლმა წარმატებული სოლო კარიერა გააგრძელა: მას, მსოფლიოს ჩარტებში, ყოველთვის ლიდერის პოზიცია ეკავა, არაირთხელ მიიღო "გრემი" და ყოველივე ამის შედეგად, მას პოპ-მუსიკის მეფე შეარქვეს. მისი გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, მაიკლ ჯექსონი, მისი შესანიშნავი სიმღერების წყალობით, აგრძელებს ცხოვრებას თაყვანისმცემლების გულებში.


image
და მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის სახელი კარგად არის ცნობილი მუსიკალურ წრეებში და პოპულარობა აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების მიერ, დღემდე არსებობს გასაიდუმლოებული ფაქტები მისი ცხოვრების შესახებ. აქ სწორედ ამ ფაქტების ერთი ნაწილი არის წარმოდგენილი:


მისი საუკეთესო მეგობარი შიმპანზე იყო


image


80-იანი წლების დასაწყისში, მაიკლ ჯექსონმა ტეხასის კვლევითი ლაბორატორიიდან შიმპანზე გამოისყიდა, სახელად ბაბბლზი (ინგ. Bubbles. "ბუშტები"). შიმპანზე პოპ-მეფის სახლში ცხოვრობდა და ისეთივე სამოსს ატარებდა, როგორსაც მომღერალი. განუყრელი მეგობრები ყოველთვის ერთად დადიოდნენ გასტროლებზე. მაიმუნი, როგორც აღნიშნული იყო, “ნევერლენდის" (Neverland Ranch) რანჩოზე ცხოვრობდა, ეძინა ბავშვის საწოლში და საჭმელს მომღერლის სუფრასთან მიირთმევდა.
2000 წელს ბაბბლზი თავისთვის შესაფერის გარემოში, ფლორიდის ნაკრძალში გაუშვეს, სადაც დღემდე ცხოვრობს.

image

მან დააპატენტა ანტიგრავიტაციული ფეხსაცმელი


image
მაიკლ ჯექსონის ვიდეო-კლიპმა "Smooth Criminal" მომღერლის ფანების გაოცება გამოიწვია და ბევრი იმაზე დააფიქრა, თუ როგორ დაამარცხა მან გრავიტაცი, ცეკვის შესრულების დროს. კლიპის გადაღების დროს, ის და მისი მოცეკვავეები, სიმებს იყენებდნენ, მაგრამ მოგვიანებით, მან მართლაც შექმნა ანტიგრავიტაციული ფეხსაცმელი.

image

imageმ. ჯექსონმა ორ დიზაინერთან ერთად, რომლებიც მასთან 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე მუშაობდნენ, შექმნა ფეხსაცმელი, რომლის ქუსლში სპეციალური მოწყობილობა იყო. ასეთი ფეხსაცმელი შტიფტზე მაგრდებოდა, რომელიც საჭირო მომენტში სცენიდან ამოდიოდა. ამ გამოგონების წყალობით არა მარტო კლიპში, არამედ უკვე სცენაზეც შეეძლოთ ჯექსონს და მის მოცეკვავეებს, თითქმის 45 გრადუსზე დახრა და ფეხზე დარჩენა.

image

image

არსებობს ვიდეოთამაში, რომელშიც ის ბავშვებს ეხმარება


image

image

ვიდეო თამაში "მაიკლ ჯექსონის მთვარის სიარული", რომელიც მისი ცეკვების მიხედვით არის შექმნილი — კომპანია Sega-ს მიერ გამოშვებული, რიტმული თამაში არის. მისი პერსონაჟები ბოროტი ადამიანები არიან, რომლებიც ბავშვებს იტაცებენ, ხოლო თამაშის გმირი, რომელიც მ. ჯექსონს ჰგავს, ბავშვებს ეხმარება.
მოთამაშეს შეუძლია გააკონტროლოს ჯექსონის პერსონაჟი, შთამბეჭდავი მოძრაობით დაამარცხოს ბოროტება და ბავშვები გადაარჩინოს.


image

მას არასრულწლოვანებზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ


image
მაიკალ ჯექსონი არაერთხელ დასდეს ბრალი სექსუალურ ძალადობაში არასრულწლოვანების მიმართ, თუმცა დამნაშავედ არასოდეს უღიარებიათ. 1993 წელს მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა 13 წლის ჯორდან ჩენდლერზე (Jordan Chandler) განხორციელებულ ძალადობაზე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დევიდ შვარცმა, ჯორდანის მამინაცვალმა, რომელსაც ავტო-გაქირავების მაღაზია ჰქონდა ლოს-ანჯელესში, შემთხვევით გაიცნო მაიკლ ჯექსონი. მას გზაზე imageავტომობოლი გაუფუჭდა და დევიდის მაღაზიას მიმართა დახმარებისთვის. დევიდმა მაიკლს უთხრა, რომ დახმარებას იმ შემთხვევაში აღმოუჩენდა, თუ მაიკლი მის გერს, ჯორდანს, რომელიც მომღერლის დიდი თაყვანისმცემელი იყო, დაურეკავდა. მოგვიანებით, მაიკლმა ჯორდანიც გაიცნო და მისი ოჯახის სხვა წევრებიც, რომლებიც მის რანჩოს ხშირად სტუმრობდნენ.

ჯორდანის მამა, ევან ჩენდლერი, იმ დროს, პროდუსერი და სცენარისტი იყო.

სწორედ მან შეიტანა სარჩელი მ. ჯექსონის წინააღმდეგ სასამართლოში. ძიება დიდი ხნის მანძილზე მიდიოდა. ვერც პოლიციამ და ვერც ფედერალურმა ბიურომ, მ. ჯექსონის წინააღვდეგ, ვერანაირი სამხილი ვერ იპოვა და ყველაფერი იმით დასრულდა, რომ 2005 წ. ჯკექსონის სადაზღვეო კომპანიამ, ევან ჩენდლერს 15 მილიონი დოლარი გადაუხადა, მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი დაესრულებინათ. ჯექსონი ამის წინააღმდეგი იყო და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ გარიგება მის ადვოკატსა და ჩენდლერს შორის მაინც შედგა.

როგორც ამბობენ, ჯორდანის მამამ ჩივილი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მ. ჯექსონმა მისი პროექტების დაფინანსებაზე უარი თქვა. ჰოლივუდში საკმარისი არ არის სცენარის ქონა. ფილმის გადასაღებად ფულიც არის საჭირო. პოპის მეფემ კი ფილის მიცემაზე უარი თქვა. სავარაუდოდ, ვიდრე ჩენდლერი მის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანდა, მომღერალს აშანტაჟებდა და სასურველ შედეგს რომ ვერ მიაღწია, ამის შემდეგ უჩივლა. მ. ჯექსონი დამნაშავე რომ ყოფილიყო, ფულს მაშინვე გადაუხდიდა და საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანდა.

ამ გახმაურებული საქმის მსვლელობის მანძილზე, მ. ჯექსონს სხვებმაც წაუყენეს ანალოგიური ბრალდებები, მაგრამ როგორც უკვე ავღნიშნეთ, მომღერლის ბრალეულობა არცერთ შემთხვევაში არ დამტკიცებულა.

რაც შეეხება ჯორდან ჩენდლერს, მან მოწმეთა დაცვის პროგრამით ისარგებლა და დღემდე შეცვლილი სახელით აგრძელებს ცხოვრებას. 16 წელი რომ შეუსრულდა, სასამართლოს წესით, უარი თქვა მშობლების მეურვეობაზე და გაწყვიტა მათთან ურთიერთობა. მან ასევე უარი თქვა 2005 წელს სასამართლოზე გამოსვლაზე და მ. ჯექსონის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

და ბოლოს, ევან ჩენდლერმა, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 4 თვის შემდეგ, 2009 წლის ნოემბერში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

image

image
მას უნდოდა ადამიანი-ობობა ყოფილიყო


image
გამომცემლობა "Marvel"-ის ყოფილმა პრეზიდენტმა სტენ ლიმ (Stan Lee) აღიარა, რომ ჯექსონი "Marvel Comics" ყიდვას ცდილობდა, როდესაც კომპანიას ფინანსური კრიზისი ჰქონდა. რა მოტივით ყიდულობდა მომღერალი წამგებიან კომპანიას, უცნობია. იქნებ იმიტომ, რომ მისი ოცნება იყო, ფილმში "ადამიანი-ობობას" როლი შეესრულებინა, რომელსაც "Marvel Comics"-ს კომიქსების მიხედვით იღებდნენ. სამწუხაროდ, შეთანხმება არ შედგა და "Marvel"-ი “დისნეიმ" იყიდა.

image

ის ვიტილიგით იყო დაავადებული


image

image

მაიკლ ჯექსონის ფერის შეცვლა 80-იან წლებში დაიწყო. კანის ფერის ასეთი გაუფერულება, მედიცინაში ვიტილიგის სახელით არის ცნობილი — ეს არის დაავადება, რომლის დროსაც უჯრედები, რომლებიც კანის პიგმენტების გამომუშავებაზე არიან პასუხისმგებლები, ნორმალურ ფუნქციონირებას წყვეტენ. კანის გაუფერულება სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოხდეს და დაავადების კვალი მუქი შეფერილობის კანზე უფრო მკვეთრად ჩანს.
თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც მაიკლს კანის ფერის განზრახ შეცვლაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ, ის რეალურად იყო ამ ავადმყოფობით დაავადებული და ყოველთვის ამაყობდა თავისი რასით.

image

image
ის პარიკებს ატარებდა


image
1984 წელს Pepsi-ს რეკლამის გადაღების დროს, მოხდა უბედური შემთხვევა, რომლის დროსაც, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად, მაიკლ ჯექსონს თმაზე ცეცხლი მოედო. შედეგად, მან მას თავის კანი და სახის ნაწილი დაეწვა. დამწვრობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ის იძულებული გახდა პარიკები ეტარებინა.

image

imageმოგვიანებით, ჯექსონმა ეს უბედური შემთხვევა დაადანაშაულა იმაში, რომ ის ტკივილგამაყუჩებლებზე გახდა დამოკიდებული. "ეს პრეპარატი პირველად დამწვრობის შემდეგ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შემდეგ დამინიშნეს, რომ მტანჯველი ტკივილები შეემსუბუქებინათ", – აღიარა მან 1993 წელს.

image

image


მას ჟანგბადის კაფსულაში ეძინა


image

image

ეს ფოტოსურათი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოპის მეფეს ჟანგბადის კაფსულაში, ე. წ. ბაროკამერაში ეძინა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ჯერ კიდევ 1986 წ. გავრცელდა. ამ კაფსულას ბაროთერაპიისათვის იყენებენ მედიცინაში, მძიმე დაავადებების დროს, მათ შორის მაშინაც, თუ ავადმყოფი ბუნებრივი აირით არის მოწამლული. მაიკლ ჯექსონი ამ კამერაში, კალიფორნიის ერთ-ერთ სავადმყოფოში, არის გადაღებული. რომელშიც ის Pepsi-ს რეკლამის გადაღების დროს, მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, გადიოდა რეაბილიტაციის კურსს.

მან ამ სავადმყოფოს 900 მილიონი დოლარი შესწირა, რომ ამ კამერის შეძენაში დახმარებოდა. ერთხელ მან აღნიშნა: "ერთ ასეთ კაფსულას ჩემთვისაც ვიყიდი. თუ დროდადრო გავივლი მკურნალობის კურსს, სულ მცირე, 150 წელი ვიცოცხლებო". პოპის მეფემ აღნიშნული კამერა, მოგვიანებით, 1994 წელს მართლაც შეიძინა.


image

ის დისმორფობიით იტანჯებოდა


image
პოპ-ვარსკვლავს ფიზიკური დაავადებების გარდა, რომელიც პროფესიონალური ტრამვების შედეგად ჰქონდა მიღებული, ასევე დისმორფობიით იტანჯებოდა. ეს არის ფსიქოლოგიური დარღვევა, რომლის დროსაც, ადამიანის სხეულის სრულყოფილებისკე აქვს სწრაფვა.

მაიკლ ჯექსონის შემთხვევაში, ამ დაავადებამ, პლასტიკური ოპერაციების მთელი სერია გამოიწვია სახის მიდამოებში: გაიკეთა ცხვირის, ტუჩების, ნიკაპის, ყვირმალების ქირურგიული და პლასტიკური ოპერაციები. ის სახის ფორმებს გამუდმებით იცვლიდა ინპლანტანტების გამოყენებით.


image


image

მისი პირველი ქორწინება 20 თვე გაგრძელდა


image
მაიკლ ჯექსონმა და ლიზა მარი პრესლიმ ერთმანეთი 1975 წელს გაიცნეს, მ. ჯექსონის კონცერტზე და 1993 წლამდე აღარ შეხვედრილან. ისინი მაიკლისთვის რთულ პერიოდში ისევ შეხვდნენ და ლიზა მარი ემოციური მხარდამჭერი და საყრდენი გახდა მისთვის. მათ 1994 წ. 26 მაის, ფარულად იქორწინეს, დომინიკელთა რესპუბლიკაში. ისინი ერთმანეთს 1996 წ. 18 იანვარს დაშორდნენ. თუმცა, ლიზა პრესლიმ ოპრი უინფრისთან ინტერვიუში აღიარა, რომ განქორწინების შემდეგ, ის და მაიკლი კიდევ კარგა ხანს იყვნენ ერთად.

image

image

image

0
2059
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2059
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0