x
image
alex999
Mediator image
გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი - იოჰან კრუიფი
ჰენდრიკ იოჰანეს კრეიფი - დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს ჰოლანდიის დედაქალაქ

ამსტერდამში. გარდაიცვალა 24 მარტს 2016 წელს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში.

საფეხბურთო კარიერა დაიწყო ჰოლანდიურ „აიაქსში“, სადაც 8-ჯერ გახდა ჰოლანდიის ჩემპიონი, 3-ჯერ კი ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო. 1973 წელს გადავიდა ესპანურ „ბარსელონაში“ და სადებიუტო სეზონშივე ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1984 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, კრეიფი მწვრთნელი გახდა


და წარმატებები მოიპოვა „აიაქსსა“ და „ბარსელონაში“ მუშაობით. 1999 წელს, ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის (IFFHS)

ვერსიით, კრეიფი საუკუნის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა,

ხოლო საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მეორე

ადგილზე გავიდა პელეს შემდეგ.


image



გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი

იოჰან კრუიფი 68 წლის ასაკში ფილტვის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა.


image


კრუიფი კიბოს დაავადებას უკვე წლებია ებრძოდა, მან მოახერხა ერთხელ ამ

განუკურნებელი დაავდების დამარცხება, თუმცა ხელმეორედ არ გაუმართლა.

კრუიფი როგორც წარმატებული ფეხბურთელი, ასევე იყო წარმატებული

მწვრთლენიც, ესპანურმა ბარსელონამ 1992 წელს კრუიფის თავკაცობით

ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საფეხბურთო კარიერაში კრუიფს იცნობდნენ როგორც,

"მფრინავი ჰოლანდიელი", მან ზედიზედ სამჯერ მოიპოვა ოქროს ბურთი(1971,

1973, 1974).


image


1974 წელს "მფრინავი ჰოლანდიელის" დამსახურებით ჰოლანდიის ნაკრები

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც დასქავლეთ გერმანიასთან

დამარცხდა (2-1) . ფინალამდე ჰოლანდიის ნაკრებმა, ჯერ არგენტინის

ნაკრები, შემდეგ აღმოსავლეთ გერმანია და ბოლოს ბრაზილია გამოთიშა.

ფინალურ შეხვედრაში დაწინაურების მიუხედავად, დასავლეთ გერმანიასთან

დამარცხდა, სადაც ცნობილი გერდ მიულერი თამაშობდა. ამ უკანასკნელმა

მატჩის ბედის გადამწყვეტი გოლი გაიტანა.


image


კრუიფის სიკვდილი ყველასთვის მოულოდნელი იყო, საფეხბურთო სამყაროში

კრუიფის საპატივსაცემოდ გლოვა გამოცხადდა.


imageimageimageimageimage























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






5
472
15-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
472
  
2016, 25 მარტი, 0:17
კი მართალი ხარ მერე გამახსენდა
2016, 25 მარტი, 0:14
1:1 და ბოლო წუთებზე შტანგა იყო არგენტინასთან ფინალში, 1978 წელს, დამატებითში წააგეს 3-1...
გერმანიასთან 2-1 წააგეს, ძირითად დროში (პირველი ტაიმი მოიგეს 0-1)
2016, 24 მარტი, 20:09
იქნება ალბათ ყველაფერი დევს და ეგ რომ არიყოს გამორიცხულია
2016, 24 მარტი, 20:07
იუტუბში იქნება ხო? მინდა ვნახო მაგ თამაშის მომენტები,
2016, 24 მარტი, 20:02
1: 1 იყო და ბოლო წუთზე რენსენბრიკმა შტანგას გაარტყა ბურთი..ძალიან მაგარი გუნდი იყო..მსოფლიო ჩემპიონობას იმსახურებდა..აი მერე დამატებით დროში გაუტანეს გერმანელებმა გოლი..მიულერმა
0 1 5