x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფსიქიკურად სნეულები საშინელ პირობებში- გული დაგეწვებათ
დაავადება პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე. მისი ძალიან მრავალი ფორმა არსებობს და ვინაიდან დღევანდელი სტატიის თემა ფსიქიკურად სნეულებს ეხება, მოკლედ განვმარტავ, რომ ფსიქიკური დაავადება გონების პრობლემაა. ფსიქიკური სნეულების მძიმე ფორმას ფსიქოზი ჰქვია, ხოლო შედარებით მსუბუქს- ნევროზი. ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი უჩვეულოდ იქცევა, მაგალითად, ზოგიერთი მათგანი არარსებულ საგანს ხედავს ან არარსებული ხმები ესმის. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი შესაძლოა, სხვას დაესხას თავს ან საკუთარ თავს დაუშავოს რამე. ხშირ შემთხვევაში დაავადებები მემკვიდრეობითია და მშობლებისგან გადაეცემათ შვილებს. ნევროზის შემთხვევაში ხდება ნევროპათოლოგთან კონტროლის შემდეგ მედიკამენტოზური მკურნალობა, ხოლო თუ ფსიქოზთან გვაქვს საქმე, მათ სულიერად სნეულთა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებებში აწვენენ სამკურნალოდ.


მინდა წარმოგიდგინოთ New York-ელი ფოტოგრაფის Andrea Reese-ს სპეციალური პროექტი სახელწოდებით "განუკითხაობა", სადაც სნეულთა მკურნალობის პროცესებია გადაღებული ფსიქიატრიულ კლინიკებში არაამქვეყნიური პირობებით. ეს პროექტი კი მოწმობს იმას, რომ უამრავი ტკივილი შეგვიძლია შევიგრძნოთ თუნდაც ამ ფოტოების მეშვეობით. "მე დღემდე იმ ადგილებში დავხეტიალობ ჩემს მოგონებებში"- ამბობს ფოტოგრაფი.


რვა და მეტი წლით წართმეული თავისუფლება; შხაპის შედეგად გარდაცვალება; მთელი დღის მანძილზე ძაღლივით მიჯაჭვულობა; არაადამიანური და ანტისანიტარიული პირობები- ეს ყველაფერი კი ინდონეზიის ერთადერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში ხდება, სადაც განწირულია ფსიქიკურად სნეულთა ბედი.

image


imageimage


დაბალი მაჩვენებელია კლინიკაში პაციენტებისა, რომელთა დაავადება მედიკამენტების გავლენის ქვეშ ექცევა, ამიტომ მათი გისოსებს მიღმა ჩაკეტვა და ბორკილებით დაბმა უწევთ და ამ პროცესს ჰქვია «Pasung» (შეზღუდვა), ვინაიდან ადგილობრივ მედიცინას არ გააჩნია სამკურნალო პროცედურებისა და სხვა ხერხების ცოდნა, ასეთი სახით მკურნალობა თაობიდან-თაობებს გადაეცემა.


ფსიქიკურად სნეულთა ეს კლინიკა სახელწოდებით Galuh-ი მდებარეობს ჯაკარტასთან და ინდონეზიის ხელისუფლების ერთ-ერთ სტრუქტურას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა ოჯახს გადასახადების გადახდა, კლინიკის კარი მაინც ღიაა ყველასთვის. ყოველ ორ თვეში ერთხელ კი დახმარების სახით კლინიკა იღებს ბრინჯს, მაკარონსა და მცენარეულ ზეთს, მედიკამენტებით კი არავინ არ ამარაგებს.



ეს არის Evie და კლინიკაში უკვე ორი წელია ცხოვრობს. როდესაც პირველად მიიყვანეს, 15 წლის იყო, მას ჰალუცინაციები აწუხებდა. ოჯახის წევრები ყოველთვიურ გადასახადს იხდიან.

image


ესენი კი აგუსი, ლიანა და ჯარმოკო არიან. არატრადიციული სნეულები იზოლირებულად ყავთ მოთავსებული ცალ-ცალკე საკანში. კლინიკის მფლობელი Jason-ი კი გვინმარტავს, რომ ამ პაციენტებს ყოველ დღე ასხურებენ წყალს და ასმევენ სპეციალურ მცენარეულ ნახარშებს, რაც ეხმარება მათ გამოჯანმრთელებაში.

image


ეს აგუსია, მღერის საკანში და თან სხეულით ჰყვება რითმებს.

image


დაწესებულება ასევე ემსახურება ფსიქიურად სნეულ ქალებს, ორსულებსა და დედებს, რომელთაც ფსიქიკური ტრავმა გადაიტანეს. მათი ასაკი კი 10 ან ცოტა მეტია ჩვენდა გასაოცრად. ეს კი ამ დედების მიერ დატოვებული ბავშვები არიან.

image




გარდა ამ კლინიკისა, ინდონეზიაში არსებობს ისლამური სკოლა-ინტერნატი Madura- ასევე სულიერად სნეულთათვის. წესები რაღა თქმა უნდა ყველგან განსხვავებულია. მაგალითად ეს გოგონა არის Alice, რომელიც ექვსი წლის წინ მიატოვეს მშობლებმა. ელისი სრულიად იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან და არ გააჩნია ავეჯი და ტანსაცმელი თავის ოთახში. სამი წლის წინ მას მშობლები დაეღუპა, ეხლა კი მისი ბედი სრულიადაა დამოკიდებული თავშესაფრის მფლობელებზე.

image



ეს კი Maftuha-ა, იტანჯება მწვავე დეპრესიით მას შემდეგ, რაც მეუღლემ სხვა ქალის გამო მიატოვა.

image


40 წლის Saymun-ი ვერ მეტყველებს და უკვე ხუთი წელია დაწესებულებაში იმყოფება, მარჯვენა ფეხი კი მთელი ამ დროის მანძილზე ხის გობში სპეციალურად აქვს ჩაჭედილი.

image



Anna-ს მამა დარწმუნებულია, რომ მის შვილს ბევრი საკვები არ სჭირდება. გარდა ამისა კი, 10 წლის მანძილზე უფანჯრო საკანში გაატარა დრო და ადრე თუ ლაღად სირბილი უყვარდა, დღეს წელშიც ვეღარ იშლება.

image



არიან ოჯახები, რომლებიც გმობენ ასეთ ნათესავებს (ფსიქიურად სნეულს) და მათ არც სამკურნალო გზას უმწესებენ, უბრალოდ ტოვებენ ინდონეზიის ქუჩებში ბედის ანაბარა.

image



საიპუდინი ხის გობში დაბმულია უკვე 9 წელია. განსხვავებით სხვა დანარჩენი პაციენტებისა, ის საკუთარი სახლის სულ უკუნა ოთახში ცხოვრობს და დიდი ხანია ორივე ფეხი ატროფირებული აქვს. (ატროფია- ორგანოებისა და ქსოვილების ადამიანის სიცოცხლეშივე დაპატარავება, მათი ზომისა და მოცულობის შემცირებაა, რასაც თან სდევს მათი ფუნქციის დარღვევა ან შეწყვეტა.)

image



ოფიციალური მონაცემებით, ინდონეზიაში 19 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის სხვადასხვა ფორმის ფსიქიკურ დაავადებას. სამკურნალო კლინიკებში უამრავი მათგანი მკურნალობის კურსს კონკრეტული დიაგნოზის გარეშე გადის და დღემდე უცნობია დატოვებენ კი ისინი როდისმე იმ ადგილს.



1
2249
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2249
  
2016, 24 მარტი, 9:38
საკონცენტრაციო ბანაკებია პრაქტიკულად...
0 1 1