x
სტალინის უკანონო შვილი,რომლის არსებობაც საზოგადოებისთვის უცნობი იყო
23 მარტი, 15:56

imageნაპოვნია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე დავიდოვი სტალინის და ციმბირელი არასრულწლოვანი გოგონას შვილია.


სტალინს რომ უკანონო შვილი ჰყავდა ამის შესახებ ინფორმაციამ არაერთხელ გაიჟღერა პრესაში.ავტორები ძირითადად ისტორიკოსებს ან სუკის თავმჯდომარეს ხრუშჩოვის დროს, -ივან სეროვს მიმართავდნენ.თუმცა როგორც აღმოჩნდა ძებნის ადრესატი არასწორი იყო.დოკუმენტები აღმოჩნდა იქ, სადაც არავინ მოელოდა:სკკპ-ს არქივში.კერძოდ საუბარია კრასნოდარის მხარის ინსტრუქტორის, სიროტენკოს მოხსენებაზე.


imageფოტოზე: სტალინის უკანონო შვილი ალექსანადრე დავიდოვი



პირველად სიროტენკოს მოხსენება გამოქვეყნდა 2016 წლის თებერვალში გაზეთ "Совершенно секретно"-ში(სრულიად საიდუმლოდ) დოკუმენტი ფრიად ღირშესანიშნავია.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1947 წელს ბელადის პირადმა მდივანმა ალექსანდრემ დაავალა სკკპ ცკ-ის მდივანს ავერკი არისტოვს მოეძებნათ ბელადის ნათესავები.


დავალება რა თქმა უნდა თვითონ ბელადისგან მოდიოდა.მოთხოვნა იყო მოენახულებინათ ის ადგილები სადაც ახალგაზრდა რევოლუციონერი ჯუღაშვილი გადასახლებაში იმყოფებოდა.

არსიტოვმა თავის მხრივ ამ საქმის გაკეთება კრასნოიარსკის მხარის ინსტრუქტორს სიროტენკოს დაავალა.


ასე დაიწყო სიროტენკოს ოთხთვიანი მძიმე მოგზაურობა(1947 წლის იანვარი-მაისი) კრანოიარსკიდან კურეიკაში, 1500 კილომეტრის მანძილზე.მის განკარგულებაში იყო ავიაცია და ყველგანმავლები.




არისტოვმა როდესაც სიროტენკოსგან კვლევის შედეგები მიიღო შოკში ჩავარდა, საქმე მართლაც უსაშველოდ გამოიყურებოდა.შეშინდა და დოკუმენტი აღარ გადაუგზავნა პოსკრებიშევს.


ჯუღაშვილმა შეაცდინა 14 წლის გოგო, ნათესავებმა ჟანდარმერიაში იჩივლეს, სტალინმა პირობა მისცა, როდესაც ლიდია პერეპრიგინა სრულწლოვანი გახდებოდა მას ცოლად შეირთავდა, თუმცა სტალინს "დაავიწყდა" პირობა, მალევე 1916 წელს გამწვევ პუნქტში გაემგზავრა, ჯარში არ უმსახურია, თუმცა არც კურეიკაში დაბრუნდა.


image

image


რატომ დამალეს ეს ფაქტი?

სტალინს რომ 14 წლის გოგონასთან ჰქონდა თანაცხოვრება ეს ფაქტია.(საუბარი მანამდეც იყო ამის შესახებ ჭორის დონეზე, თუმცა ახლა უკვე დოკუმენტები ღაღადებენ ამას)

საქმე იმაშია, რომ მეფის რუსეთის კანონებითაც კი სქესობრივი კავშირი არასრულწლოვან გოგონასთან დასჯადი იყო(კანონი 1831 წელს მიიღეს).

და ახლა წარმოიდგინეთ ХХ საუკუნის შუა ხანებში, რომ ცნობილი გამხდარიყო ხალხთა ბელადი, "საბჭოთა ქალების საუკეთესო მეგობარი" პედოფილიაშია ეჭვმიტანილი რა რეაქცია ექნებოდა მოსახლეობას. სტალინი ხომ 30 წლის განმავლობაში სოციალისტური მორალის და ღირებულებების ნიმუში იყო.

image

ფოტოზე: ლიდია პერეპრიგინა




კიდევ ერთი კითხვა ისმევა.რატომ არ გაახმაურა ეს კომპრომატი ხრუშჩოვმა?



ალბათ იმიტომ, რომ რისხვა მთელ პარტიას დაატყდებოდა თავს, ბოლობოლო ხრუშჩოვმა ხომ ძირითადი აქცენტი სტალინის კულტზე გააკეთა და სხვა ერთობლივ ცოდვებზე პირში წყალი ჩაიგუბა.

image

ასეა თუ ისე, როდესაც 1998 წელს საარქივო დოკუმენტს გრიფით საიდუმლო მოეხსნა, საქმეს № 494(აღწერა 171, ფონდი 17) 16 წლის განმავლობაში ვერ პოულობდნენ ვერც ჟურნალისტები და ვერც ისტორიკოსები.


ბელადის შვილიშვილი მზადაა გაიაროს ექსპერტიზა

დღევანდელი ტექნოლოგიებით სრულიად თავისუფლად შეიძლება დადგინდეს, რომ ალექსანდრე დავიდოვი სტალინის შვილი იყო.

ბელადის სავარაუდო შვილიშვილი იური დავიდოვი მზადაა ჩააბაროს დნმ-ს ანალიზი.67 წლის იური პროფესიით ინჟინერია. იგი ნოვოკუზნეცკში ცხოვრობს.

-როდესაც 20 წლის ვიყავი მამამ და დედამ მითხრეს, რომ სერიოზული სასაუბრო გვაქვსო...თან მამამ მთხოვა ამის შესახებ არავისთვის მეთქვა.როგორ მივიღე ეს ინფორმაცია? მშვიდად, ამით ჩემთვის სამყარო არ გადატრიალებულა-აცხადებს იური.

image

სინამდვილეში სტალინმა ძალიან კარგად იცოდა მისი ციმბირელი შვილის არსებობის შესახებ.მეტიც, ის ორჯერ შეეცადა შვილის მოსკოვში ჩამოყვანას, ერთხელ 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კურაგაში დედაქალაქიდან " დიდი კაცები" ჩავიდნენ და შეეცადნენ ლიდიასთვის შვილი წაერთმიათ, რომ ბიჭუნა მოსკოვში გაზრდილიყო ნამდვილი მამის მეთვალყურეობის ქვეშ.ხოლო მეორედ 30-იან წლებში უკვე თვითონ ალექსანდრემ განაცხადა უარი მოსკოვში გადასვლაზე, როდესაც ის რადისტად მუშაობდა.

1770
8-ს მოსწონს
1-ს არა
15
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
23 მარტი, 16:16
იმედია ხუმრობ :)
23 მარტი, 16:04
და ამბობენ კანიბალიცო...
23 მარტი, 16:03
დახე პედოფილიც ყოფილა კეკეს ბიჭი...
0 1 3
ნათლულმა ნათლიისგან შვილი გააჩინანათლულმა ნათლიისგან შვილი გააჩინა
საქართველოში ნათელმირონობა წმინდათაწმინდა ღირებულებაა, იმდენად წმინდა, რომ ...
რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?
ამ დღეებში პოსტსაბჭოთა ინტერნეტქსელი დაიპყრო სტალინის შვილიშვილის...
სამარცხვინო კადრები ვარსკვლავთა ცხოვრებიდანსამარცხვინო კადრები ვარსკვლავთა ცხოვრებიდან
ცნობილ ადამიანებს მუდამ დასდევენ პაპარაცები და ელოდებიან მომენტს, რ...
დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოკვდა 5 ცნობილი ლიდერი?დიქტატორების სიკვდილი: როგორ მოკვდა 5 ცნობილი ლიდერი?
1.ბენიტო მუსოლინი(1883-1945) 1945 წლის აპრილში მუსოლინი ...
"ბერმუდის ეშმაკის სამკუთხედიდან" გადარჩენილი პილოტი!"ბერმუდის ეშმაკის სამკუთხედიდან" გადარჩენილი პილოტი!
ბერმუდის სამკუთხედი ეს არის რაიონი ატლანტის ოკეანეში, რო...
ხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენხრიკები, რომლებსაც შეფ-მზარეულები სამზარეულოში იყენებენ
ყველას, ვისაც სამზარეულოში ტრიალი უყვარს, ბევრი პატარ...
კაცმა ორი კაცი, კაცო ?!კაცმა ორი კაცი, კაცო ?!
ორი კაცის გაუპატიურების ბლადებით დააკავეს ინგლისის პარლამენტის ვიცე სპიკერი ნაიჯელ ევან...
ვარსკვლავები პლაჟზევარსკვლავები პლაჟზე
მზე, ზღვა, ზაფხული.. ბედნიერებისთვის საჭირო სამი უმთავრესი ატრიბუტი და რაც მთავარია შვებუ...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...