x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
აქტივირებული ნახშირი – არა მხოლოდ კუჭ-ნაწლავისთვის!



image

აქტივირებული ნახშირის საოცარი თვისება, ადსორბირება გაუკეთოს ტოქსინებს და მავნე ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმში, დიდი ხანია ცნობილია. მაგრამ, მისი შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. მაგალითად აქტივირებული ნახშირი შეიძლება გამოყენებულ იქნას პრობლემური კანის კოსმეტიკური ნიღბების დასამზადებლად.


წარმოგიდგენთ რამდენიმე რეცეპტს, სადაც მთავარი კომპონენტი აქტივირებული ნახშირია. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ პრეპარატმა შეიძლება ძნელად ამოსაცილებელი კვალი დატოვოს კანზე და სამოსზე.


სასწაულმოქმედი ნიღაბი!



image



ის ყველა ტიპის კანს უხდება. გამოყენების წინ სასურველია ჩაიტაროთ ტესტი ალერგიაზე. ამისათვის საკმარისია ცოტაოდენი მასა წაისვათ სუფთა კანზე და დაელოდოთ ერთი დღე...თუ კანი არ გაწითლდა, ესე იგი ყველაფერი ნორმაშია.


აქტივირებული ნახშირის თვისებები ძალიან გავს კოსმეტიკური თიხის თვისებებს.

ნიღაბის დასამზადებლად საჭიროა მოვამზადოთ აქტივირებული ნახშირი, ალოეს წვენი, წყალი (ყველა ინგრედიენტი თითო ჩაის კოვზი), დავამატოთ ცოტაოდენი ზღვის მარილი და რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. კარგად ავურიოთ ყველაფერი და სახეზე დავიდოთ თხელ ფენად. ჩამოვიბანოთ გაშრობისთანავე. ნიღაბი აშორებს ზედმეტ ცხიმს და ასუფთავებს კანზე ფორებს.


სკრაბი!


სკრაბის დასამზადებლად საჭიროა ორი აბი ნახშირი. გახსენით ისინი წყალში ( საკმარისია ერთი ჩაის კოვზი). როგორც კი აბები შეიწოვენ სითხეს მთლიანად, დაამატეთ ალოეს წვენი (შეიძლება გელიც) ერთი ჩაის კოვზი. იმდენივე თაფლი და შაქარი. ყველა კომპონენტი კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე. ჩამოიბანეთ 20- 30 წუთის შემდეგ.


საპონი აქტივირებული ნახშირით!


image



აქტივირებულ ნახშირს ხშირად იყენებენ თვითნაკეთი სამკურნალო საპონის დასამზადებლად. ის ძალიან კარგი საშუალებაა აკნეს წინააღმდეგ. ნუ შეგაშინებთ საპნის შავი ფერი. ამ საპნის დამზადება ძალზე მარტივია: ჩაამატეთ დაფშვნილი ნახშირი თხევადი საპნის ქილაში ან გადაადნეთ ბავშვის საპონი, დაამატეთ ნახშირი და ხელახლა მიეცით ფორმა და გაამყარეთ თავიდან.

1
5390
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
5390
  
2016, 24 მარტი, 0:31
საინტერესოა
0 1 1