x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილი ლამაზმანები მოტკეცილ შარვლებში - ვის უფრო უხდება ლეგინსები?
image

ლეგინსები, იგივე იოგას შარვალი თანამედროვე ამერიკული (თუმცა არა მხოლოდ ამერიკული!) კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. თავიდან ისინი მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებისამებრ, ანუ იოგას ვარჯიშის დროს გამოიყენებოდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისიდან იმდენად პოპულარული გახდა, რომ ყოველდღიურ სამოსად იქცა. არც არის გასაკვირი: იგი მსუბუქი, ელაქსტიური ქსოვილისგან მზადდება და ძალიან მოსახერხებელია. დღეს ამგვარი შარვალი იმდენად პოპოულარულია ამერიკაში, რომ მის გამო ჯინსების გაყიდვაც კი შემცირდა, - უფრო მეტიც, იოგას შარვლებმა ჯინსები შეცვალეს და მათ "ახალ ჯინსებსაც" უწოდებენ. ლეგინსების ამგვარი მზარდი პოპულარობა, სავარაუდოდ უკავშირდება ამერიკაში ფიტნესისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარობსადმი ინტერესის გრდას. ქალებს სჭირდებათ რაღაც, რაც არა მხოლოდ მოხერხებული იქნება, არამედ მოდურიც - რაც შეუძლიათ უცბად მარტივად ჩაიცვან და გაიქცნენ საქმეებზე, პროდუქტებბის საყიდლად, ვარჯიშზე, გაისეირნონ ძაღლთან ერთად. ამ ყველაფრისთვის ელასტიური შარვალი იდეალური გამოსავალია.

მოდის ამგვარი ტენდენცია არც მამაკაცებს წყვეტს გულს - ქალის ტანზე მოტკეცილი შარვალი საკმაოდ ფართედ უღებს კარს სექსუალურ ფანტაზიებს. ლეგინსების ასეთი პოპულარობის გამო 2014 წელი (ამ წელს იოგას შარვლის პოპულარობამ პიკს მიაღწია) "უკანალის წლადაც" კი დასახელდა. ელასტიური შარვლის წყალობით ბევრი ლამაზმანი პოპულარული გახდა, მათ შორის დები კარდაშიანებიც.

ქვემოთ გთავაზობთ ლეგინსებში გამოწყობილი ცნობილი ლამაზმანების ფოტოებს, რომლებიც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ალბათ გულგრილს არ დატოვებს.

კეიტ ჰადსონი


image

კეიტ ჰადსონი ფიტნესისადმი სიყვარულის წყალობით მშვენიერ ფორმაშია და, შესაბემისად, იოგას სარვალიც საკმაოდ უხდება, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მას საკუთარი სპორტული ტანსაცმლის ხაზი აქვს, სახელწოდებით JustFab.

მინკა კელი


image

ბევრი მინკა კელის ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევს. მისი იდეალური სხეული თითქოს სწორედ ელასტიური შარვლისთვის არის შექმნილი.

ჯესიკა ალბა



image

ჯესიკა ალბა 2000-იანი წლების დასაწყისში მამაკაცთან ოცნების ქალი იყო. იგი არა მხოლოდ მსახიობია, არამედ გამოცდილი მეწარმეც - 2012 წელს იგი გახდა თანადამფუძნებელი კომპანიისა, რომელიც არატოქსიკურ საყოფაცხოვრები პროდუქტსა და კოსმეტიკას ყიდის. დღეს ჯესიკას ქონება 340 მლნ. დოლარადაა შეფასებული. და რამდენად ეფექტურად გამოიყურება იგი იოგას შარვალში?


კიმ კარდაშიანი
image

ცხადია, კიმ კარდაშიანის გარეშე მსგავსი ჩამონათვალი ვერ ჩაივლიდა. კიმის ფიგურა ბევრისთვის საკამათო საკითხად რჩება, ისევე, როგორც თავად ლამაზმანი - ზოგი აღფრთოვანებულია მისით, ზოგი კი უბრალოდ ვერ იტანს. ზოგს იგი ლამაზად მიაჩნია, ზოგი კი ფიქრობს, რომ მისი გარეგნობა ერთი დიდი სიყალბეა. რაც შეეხება ლეგინსებს, სხეულის მსუყე ფორმები კიმს სულაც არ უშლის ხელს ამ მოდური სამოსის ტარებაში, პირიქით, ცდილობს რაც შეიძლება მეტად გაუსვას ხაზი მადისაღმძვრელ სხეულს.


image


ვანესა ჰაჯენსი ცნობილია, როგორც ფიტნეს-ფრიკი. მას ხშირად უღებენ სურათებს პაპარაცები ვარჯიშისას. ფაქტი ერთია - ლეგინსებისთვის მას იდეალური ფიგურა აქვს.

ჯულიანა ჰიუ


image


ჯულიანა ჰიუ ცნობილი გახდა ტელეშოუთი "ეცეკვე ვარსკვლავს", რომელშიც ორჯერ გაიმარჯვა. ამის შემდეგ რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს და ორი ალბომიც ჩაწერა. იდეალურ ფიზიკურ ფორმას ჯულიანა ცეკვისა და ვარჯიშის წყალობით ინარჩუნებს.

ჯენ სელტერი


image


ჯენ სელტერი ცნობილი სოციალური ქსელების წყალობით გახდა. ბევრს მიაჩნია, რომ მას მსოფლიოში საუკეთესო უკანალი აქვს. მის შესახებ იწერება ისეთ ჟურნალებში, როგორიცაა Maxim, Elle, Vanity Fair, People.

ჯენიფერ ლოპესი


image


როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი უკანალი 27 მილიონ დოლარად დააზღვია. მიუხედავად 46 წლის ასაკისა, მკაცრი ვარჯიშების წყალობით ლოპესი იდეალურ ფორმაშია და ტელევიზიაშიც ძველებურად მოთხოვნადია.

ჯენიფერ ლოურენსი
image

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჯენიფერ ლოურენსმა ჰოლივუდი, შეიძლება ითქვას, შტურმით აიღო. იგი გადაიღებს ისეთ პოპულარულ ბლოკბასტერებში, როგორიცაა "Х ადამიანები" და "შიმშილის თამაშები", 4-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და აქედან ერთხელ მიიღო კიდეც. მასში ნიჭისა და სილამაზის იშვიათ შერწყმას ვხვდებით. სხვა ჰოლოვუდელი ვარსკვლავებისგან განსხვავებით იგი გამოირჩევა საკუთარი სხეულის მიმართ საკმაოდ ჯანსაღი დამოკიდებულებით: ჯენიფერი ირწმუნება, რომ არასოდეს იშიმშილებს იმისათვის, რომ როლი მიიღოს და ურჩევნია გამოიყურებოდეს ძლიერად, ვიდრე გამხდარად.

სოფია ვერგარა
image

კოლუმბიელ მსახიობს უყვარს მოტკეცილი ტანსაცმლის ტარება, რაც მის სექსუალურ ფიგურას გამოკვეთს. 43 წლის ასაკშიც კი მას თავისუფლად შეუძლია იოგას შარვლით პუბლიკის წინაშე გამოჩენა.

ქენდის სვინპოლი


image


სამხრეთ აფრიკელი ქენდის სვინპოლი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალური და მაღალანაზღაურებადი მოდელია. მან ჟურნალ Maxim-ის რეიტინგში "Hot 100 List" პირველი ადგილი დაიკავა. .

ნინა აგდალი
image

23-წლის დანიელი ნინა აგდალი უკვე ცნობილია სამოდელო ბიზნესში. იგი არის რამდენიმე მსხვილი ბრენდის სახე, მათ შორის Victoria`s Secret-ის. მას ისეთი შესანიშნავი ფიგურა აქვს, რომ ნებისმიერ ტანსაცმელში მშვენივრად გამოიყურება - ლეგინსებში კი - მით უმეტეს.

კენდალ ჯენერი


image


იგი საკმაოდ მაღალია და ნამდვილად არ ფლობს მსუყე და მრგვალ ფორმებს. თუმცა ეს ხელს არ უშლის მშვენივრად ჰქონდეს მორგებული იოგას შარვალი. ბევრს მიაჩნია, რომ კენდალი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელი და რეალიტი-შოუს ვარსკვლავია.

გიგი ჰადიდი


image


გიგი ჰადიდი, კენდალ ჯენერის მეგობარი, დღეისთვის ძალიან მოთხოვნადი მოდელია. ძნელი სათქმელია, მეგობრებიდან რომელი უკეთ გამოიყურება ლეგინსებში.

მეგან ფოქსი


image


FHM-მა იგი 2008 წელს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. თუმცა ამგვარ რეიტინგებში იგი სხვა დროსაც არაერთხელ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ორი შვილი ჰყავს, მოტკეცილ შარვალში იგი მშვენივრად გამოიყურება.

როზი ჰანტინგტონ-უაიტლი


image


Victoria’s Secret-ის კიდევ ერთი, ამჯერად ინგლისელი მოდელი, რომელიც ასევე არის Burberry-სა და Marks & Spencer.-ის სახე. მართალია, ეს გოგო გიპიურის საცვლებით უფროა ცნობილი მაგრამ ლეგინსები მას ნამდვილად არანაკლებ უხდება.

რონდა როუზი და კარმენ ელექტრა


image


UFC-ის მებრძოლს, რონდა როუზისა და გლამურულ მოდელ/მსახიობს, კარმენ ელექტრას ერთობლივი ფოტო გადაუღეს 2012 წელს, როცა როუზი კარმენს აჩვენებდა საბრძოლო მოძრაობებს. რგორც ჩანს, ეს მცირე სპარინგი იყო სპეციალურად ფოტოსესიისთვის. რომელი მათგანი უფრო უკეთ გამოიყურება ოიგას შარვალში? პასუხი არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს - გააჩნია ვინ როგორ ქალბატონებს ანიჭებს უპირატესობას: ძლიერებს თუ უფრო ქალურებს. ეს ფოტო ორივე ვარიანტს გთავაზობთ.

კელი ბრუკი


image

ვინ თქვა, რომ ქალი მაინცდამაინც ძალიან გამხდარი უნდა იყოს, რათა სექსუალურად გამოიყურებოდეს? ინგლისელი მოდელი და მსახიობი, კელი ბრუკი საპირიპიროს ამტკიცებს.

კეილი კუოკო


image


მსახიობი კეილი კუოკო შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას ინარჩუნებს იოგას წყალობით, რომლითაც იგი კვირაში ხუთჯერაა დაკავებული.


2
747
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
747
  
2016, 23 მარტი, 13:37
გავაზიარე
2016, 23 მარტი, 13:37
კენდის უხდება ძალიან
0 1 2