x
8 საინტერესო ფაქტი დისნეის მულტფილმებზე, რომლებიც გაგაოგნებთ
23 მარტი, 14:31

ამერიკელი რეჟისორის "Walt Disney"-ს სახელი ყველამ და განსაკუთრებით ბავშვებმა კარგათ იციან. მაგრამ შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის არ იყოს ცნობილი, თუ რა გახდა შთაგონების წყარო, რათა ასეთი დაუვიწყარი და უკვდავი გასართობი პარკი და გმირები შეექმნა უოლტს.

"ერთხელ ცნობილმა ანიმატორმა, თავისი ქალიშვილები სასეირნოდ პარკში წაიყვანა. პატარები რაღა თქმა უნდა გაერთნენ, მაგრამ მამას იქაურობა არ მოეწონა, რა უინტერესო და ჭუჭყიანი ადგილიაო-გაიფიქრა და სწორედ ეს გამხდარა მისი შთაგონების წყარო თავად შეექმნა ისეთი პარკი, სადაც ბავშვებთან ერთად მშობლებიც გაერთობოდნენ". ამ დროისთვის დისნეის მულტფილმებს ყველა იცნობდა და ისინიც რაღა თქმა უნდა თავად უოლტს შეუქმნია.



1923 წელს ძმები Walt და Roy Disney გადავიდნენ ბიძასთან- Robert-თან საცხოვრებლად და სწორედ იქ ავტოფარეხში შექმნეს სტუდია Disney, რომელიც დღეს მსოფლიოში პროტოტიპია ყველაზე დიდ კინოსტუდიაში. ყველამ ასე ვიცოდით, რომ უოლტმა ანიმაციების შექმნა თაგუნიების ხატვით დაიწყო, ეს კი განაპირობა მისმა შიშმა თაგვების მიმართ, თუმცა სინამდვილეში მიკი მაუსი სტუდია "Disney"-ს პირველი ანიმატორის Aba Iverksa-ს შემოქმედებაა. უოლტ დისნეი არასოდეს გამოირჩეოდა ხატვის ნიჭით და სწორედ ამისათვის ჰყავდა სტუდიაში სწრაფი მხატვარი Aba Iverksa, რომელიც დღეში 700 ნახატს ქმნიდა.


შესავლით შეგიქმენით მცირედი წარმოდგენა "Walt Disney"-ს ჩამოყალიბებაზე და ალბათ ყოველი ჩვენგანი გაიზარდა თუ ზრდის მომავალ თაობას მის მულტფილმებზე. ამ სტატიაში უბრალოდ მინდა წარმოგიდგინოთ დისნეის გაუცნობიერებელი 8 ფაქტი, რომლებიც აქამდე არ იცოდით და გაგაოგნებთ.



1. დისნეი მულტიპლიკაციების გადაღებით არამარტო ომის პროპაგანდას ეწეოდა, არამედ ოსკარიც მიიღო ამაზე.


მულტიპლიკაცია სახელწოდებით "The Face of the Führer" (ფიურერას სახე) გადაგისვრით ქვეყანაში, სადაც ღრუბლებსა და ხეებს სვასტიკას ფორმები აქვთ. ანიმაციის წარმომადგენლები კი გერმანიის მთავრობის ნაციზმის მიმდევრები გებელსი და მუსოლინი დადიან ქუჩაში და ასრულებენ ნაცისტური რეჟიმის ჰიმნს.


მულტფილმის მთავარი გმირი "დონალდ დაკი" დილით ადრე იღვიძებს, მიირთმევს მკაცრად სტანდარტიზებულ საუზმეს და მირბის ქარხანაში სამუშაოდ. ქარხნის შესასვლელში კი ესალმება ჰიტლერის პორტრეტს და შეუდგება საქმეს, სადაც ლენტების მეშვეობით კონვეიერის ჭურვებს ამზადებენ. უცებ ეღვიძება და ხვდება, რომ ეს მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო.


1943 წელს კი ამ მულტიპლიკაციურმა ფილმმა ოსკარი აიღო როგორც საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ამ მულტფილმზე წვდომა კი დღემდე არსებობს, თუმცა შესაძლოა მის აზრს ბევრი თქვენგანი არც კი დაკვირვებია.

image




2. დისნეის ყველა პრინცესა მოზარდია.


ფიფქია იყო 14 წლის.


კონკია სავარუდოდ 16-დან 19 წლამდე. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს ადრეული ქორწინება დაშვებული იყო და მას ყავდა ორი გერი და, კონკია აუცილებლად უფროსი და იყო, თუმცა ასაკით 19 წელზე ზევით არა.


პრინცესა ავრორა 16 წლის, რადგან მის წყევლაში სწორედ ეს ასაკი მოაზრებოდა.


არიელი კი მულტფილმის დასაწყისშივე ზეიმობს საკუთარ მე-16 დაბადების დღეს.


ბელის ასაკიც არ იყო დაკონკრეტებული, თუმცა ის 17-21 წლამდეა. ურჩხული კი, რომელიც მოჯადოვებული პრინცია, 21 წლის იყო, ვინაიდან ალისფერი ყვავილის ჭკნობა სწორედ მის 21 წლამდე უნდა მომხდარიყო.


მულანი 16 წლის.


ჯასმინი 18 წლამდე. მულტფილმში სწორედ ამიტომ შფოთავდა მისი მამა, როდესაც ცდილობდა 18 წლამდე ის სულთანისთვის მიეთხოვებინა.


პოკაჰონტასის ნამდვილი ასაკი 11 წელი იყო, თუმცა მულტფილმში მოუმატეს და ის 17 წლის გოგონად წარმოგვიდგინეს, რადგან ამ ასაკში სასიყვარულო ურთიერთობები უფრო რომანტიული შინაარსის ყოფილიყო.


თიანი 19 წლის, თუმცა ისტორია 1912 წელს იწყება, როდესაც ის 5 წლის იყო, ხოლო 14 წლის შემდეგ ის უკვე მიმტანად მუშაობდა და მაშასადამე 19 წლის გახდა.


რაპუნცელის მულტფილმში კარგად არის მოცემული მისი დაბადების მე-18 წელი.

image




3. არიელი ერთადერთი პრინცესაა, რომელსაც შვილი ყავდა.


წყალქვეშა სამყაროს ბინადრების ცხოვრების გაგრძელებაა მულტიპლიკაცია "არიელის" მე-2 ნაწილში- "ქალთევზა2: ზღვაში დაბრუნება", ვითარება ანალოგიურად მიმდინარეობს როგორც პირველ ნაწილში, თუმცა განსხვავებით დედისგან პატარა მელოდია ადამიანია, რომელსაც უნდა წყალქვეშა სამყაროში ცხოვრება და დახმარებას სთხოვს მორგანს. მორგანი კი წყალქვეშა სამყაროს მეფის- ტრიტონის ჯადოსნური სამკბილა ჯოხის სანაცვლოდ უნდა დაეხმაროს მას.

imageimage




4. მულტფილმ Hercules-ში "მეფე ლომის" პერსონაჟის "შრამის" ტყავი აქვთ გამოყენებული.


ძნელი სათქმელია როგორ მოიპოვეს ლომი- შრამის ტყავი, თუმცა ფაქტია, რომ ფილმში არის სცენა, სადაც ჰერკულესი გადაცმულია "მეფე ლომის"- მუფასას ძმის შრამის ტყავში, შემდეგ იხდის მას და ფილის ფეხებთან აგდებს, ფილი კი ამ ტყავს იყენებს ჯამბაზებიდან გრიმის მოსაშორებლად.


აღნიშნული ფაქტი იწვევს მრავალ კითხვას. როგორ შეიძლება მეფე ლომის ეპოქამ ძველი ბერძნული ეპოქა გადაკვეთოს? თუმცა ამ ანიმაციის მხატვარმა Andres Deja-მ უბრალოდ ახალ ფილმში ძველი ბოროტი პერსონაჟი ამ კუთხით გამოიყენა.

image




5. პუმბა- ერთადერთი პირველი პერსონაჟია, რომელმაც ეკრანის წინ გაზები გამოუშვა.


დისნეის მულტიპლიკაციების შემქმნელები ყოველთვის ცდილობდნენ კომპანია და მათი ნამუშევრები ყოფილიყო პრესტიჟული და ბრენდული, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ეკიდებოდნენ საქმეს, თუმცა პუმბას შემთხვევა ერთადერთი გამონაკლისია იმ დროს, რომელმაც საზოგადოების წინაშე გაზები გამოეშვა- ეს მაშინ იყო არაორდინალური და ანიმაციისთვის შეუფერებელი, თორემ დღეს მსგავსი აღარავის უკვირს. (პუმბა- მულტფილმ "მეფე ლომის" პერსონაჟი-ტახია)


VHS ვერსიით კოპირებული "მეფე ლომის" 50 მილიონი რაოდენობა გაიყიდა, რაც იმ დროისათვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.

image





6. დისნეის გიენებზე ცრუ ინფორმაციების გავრცელების მიზნით სარჩელი შეიტანეს კრიტიკოსებმა...


ზოგიერთი მკვლევარი და კრიტიკოსი განაწყენებული იყო იმ ფაქტით, რომ "მეფე ლომის" პერსონაჟი გიენები გამოყენებულები იყვნენ ძალიან ბოროტის როლში, რაც ხელს შეუწყობდა მათ მიმართ შიშისა და ზიზღის გაღვივებას რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ცილისწამების ბრალდებით მათ დისნეის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში.

image




7. მულტფილმ "გერკულესში" ერთადერთი პერსონაჟი, რომელსაც არ ერქვა ბერძნული სახელი, თვითონ გერკულესი იყო.


"გერკულესი" ერთ-ერთი ძალზედ პოპულარული მულტფილმია დისნეის ანიმაციებს შორის, რომელიც 1997 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ანიმაციური ფილმი დაფუძნებულია ძველ ბერძნულ ლეგენდებზე, სადაც ზევსის ვაჟი გერკულესი ცდილობს იყოს მამაცი, დიდებული და კეთილი, როგორიც მამამისი იყო.


უცნაური კი მხოლოდ ის არის, რომ სახელი გერკულესი რომაული წარმოშობისაა. ფილმში ყველა დანარჩენის სახელები - ზევსი, აიდა, პეგასი და ა.შ. რეალურიდან აღებულია დარქმეული სახელებია, ზევსის ვაჟს კი სინამდვილეში ჰერაკლე ერქვა. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სახელი გერკულესი უფრო ფართოდ ცნობილი გახდებოდა მაყურებლისთვის და დიდ კომერციულ წარმატებას მოუტანდა თვითონ კომპანიას.

image




8. როდესაც პოკაჰონტასი შეხვდა ჯონ სმიტს, იყო 11 წლის, ხოლო თავად ჯონი 28-ის.


მულტფილმში მოთხრობილია ინდიელი პრინცესასა და ინგლისელი კოლონისტის სიყვარულის ამბავი. წყვილს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდება, როდესაც პრინცესა, ჯონს სიკვდილისგან იხსნის. ფილმში რეალურ ამბავს ძალიან ბევრი ფაქტი ეწინააღმდეგება, თუმცა კომპანია დისნეიმ ჩათვალა რა რომ ბევრმა პოკაჰონტასის რეალური ამბავი არ იცოდა, უფლება ჰქონდა სცენარი სურვილისამებრ შეეცვალა.


გთავაზობთ რეალურ ფაქტებს პოკაჰონტასის შესახებ:


პოკაჰონტასი მხოლოდ 11 წლის იყო, როდესაც ვირჯინიის შტატში ინგლისელები ჩავიდნენ, ხოლო კოლონისტი ჯონ სმიტი კი 28 წლის. ჯონის სიცოცხლე სიკვდილისგან მართლა იხსნა პრინცესა პოკაჰონტასმა, თუმცა პირველივე შეხვედრაზე სიყვარული არ გაღვივებულა, არც მეორე, არც მესამე და საერთოდ არცერთ შეხვედრაზე არ შეყვარებიათ მათ ერთმანეთი. პოკაჰონტასი მათ ეხმარებოდა ზამთრის მარაგის გადატანასა და სამედიცინო დახმარების გაწევაში. გამოზამთრების შემდეგ კი მხოლოდ ზაფხულში მივიდა კიდევ ერთხელ მათ ბანაკში და იკითხა ჯონ სმიტი. მას უთხრეს, რომ ჯონი დაიღუპა, თუმცა მოიტყუეს, რადგან ფეხზე არსებული ღრმა ჭრილობის გამო ის ინგლისში გაამგზავრეს.


მოგვიანებით კი ის შეხვდა მამაკაცს- ჯონ როლფს, რომელთან ერთადაც გაიპარა ინგლისში. თავისი მაღალი წრმომავლობისა და სილამაზის გამო კი ევროპაში გავლენიანი და მდიდარი მამაკაცების ხელიდან-ხელში გადადიოდა. მისი არც თუ ისე სახარბიელო ცხოვრება კი 21 წლის ასაკში ტრაგიკულად დასრულდა. იგი დასნეულდა და მედიცინა უძლური აღმოჩნდა. პოკაჰონტასი მოკვდა ისე, რომ სამშობლოში აღარასოდეს დაბრუნებულა.

image


250
11-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
23 მარტი, 14:32
მაგარია
0 1 1
10 შოკისმომგვრელი ფოტო,რომელიც დარჩა ისტორიას10 შოკისმომგვრელი ფოტო,რომელიც დარჩა ისტორიას
ზოგჯერ ფოტოს შეუძლია იმაზე მეტი თქვა, რისი თქმაც შეიძლება მხოლოდ ...
10 მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც საზოგადოებას დაუმალეს (+ვიდეო)10 მასშტაბური ხოცვა-ჟლეტა, რომელიც საზოგადოებას დაუმალეს (+ვიდეო)
XX- საუკუნე მსოფლიოსთვის სისხლიან საუკუნედ ით...
intermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსსintermedia.ge აწყობს წინა საახალწლო კონკურსს
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის პირობე...
სოფო ნიჟარაძე მონიკა ბელუჩის ბაძავს (ფოტოები)სოფო ნიჟარაძე მონიკა ბელუჩის ბაძავს (ფოტოები)
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი სოფია ნიჟარაძე, მსოფლიო ს...
მხოლოდ ილია ll-ის გამოსახულება გადარჩამხოლოდ ილია ll-ის გამოსახულება გადარჩა
ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში მდებარე საჯარო სკოლა ხანძარმა იმსხვერპლა....