x
image
alex999
Mediator image
10 ბიბლიური სასწაული, რომელსაც მეცნიერების აზრით, ახსნა აქვს (+ვიდეო)
შეიძლება თუ არა, ბიბლიაში მოყვანილ სასწაულებს მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ? მეცნიერთა ნაწილი ფარ-ხმალს ყრის; ზოგი მათგანი სწორედ კვლევების შემდეგ ხვდება, რომ ყველაფერს მეცნიერულად ვერ ახსნი და დანარჩენისთვის ღმერთის რწმენაა საჭირო; ზოგი კი მაინც ცდილობს, რომ სასწაულები მეცნიერულად ახსნას... წარმოგიდგენთ Alltime10s-ის ფილმს, რომელშიც მეცნიერთა ნაწილის მცდელობაა წარმოდგენილი, ბიბლიურ სასწაულებს რაიმე ახსნა მოუძებნონ. რამდენად დამაჯერებელია ისინი, თავად განსაჯეთ:


image





1. წითელი ზღვა


image



"წიგნი გამოსვლათაში" ღმერთი მოსეს აძლევს ძალას, რომ მან წითელი ზღვა ორად გაყოს და ებრაელებს საშუალებას აძლევს, ეგვიპტიდან გაიქცნენ. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ზღვის გაყოფა ბუნებრივი მოვლენებით შეიძლება იქნეს განპირობებული.





2. ნოეს კიდობანი


image


მეცნიერების აზრით, ნოემ იმხელა კიდობანი ააშენა, რომ ეს თავისთავად

შესაძლებელი იყო გადასარჩენად, რადგან ბიბლიის მიხედვით გემის სიგრძე

144 მეტრს აღწევდა და ამხელა კიდობანში იმდროინდელი მონაცემებით,

დაახლოებით 35 000-მდე ცხოველის სახეობა იქნა გადარჩენილი. ასევე

შესაძლებელი იქნებოდა 70 000 ცხოველის გადარჩენაც, კიდობანი ამ მასით

თავისუფლად შეძლებდა ზღვაში ცურაობას. მეცნიერები ნოეს მაგ პერიოდის

ყველაზე ჭკვიან ადამიანად ასახელებენ.





3. ცეცხლმოკიდებული ბუჩქი


image


"წიგნი გამოსვლათაში" მოსეს თანდასწრებით ბუჩქები მოულოდნელად ალდება და მოსე ღმერთის ხმას გაიგებს. ფიზიკოსი კოლინ ჰამპფრეი მიიჩნევს, რომ ბუჩქი, სავარაუდოდ, აკაცია იყო და ვულკანის ხვრელთან იზრდებოდა, რამაც მისი აალება გამოიწვია. ფსიქოლოგიის პრეფესორი ბენი შენონი კი აცხადებს, რომ ღმერთის ხმა, რომელიც მოსემ გაიგონა, ჰალუცინეგონური სუბსტანციების მიღებით იყო გამოწვეული.





4. ეგვიპტის 10 სასჯელი


image


ებრაელებისადმი ცუდად მოპყრობის გამო ღმერთმა ეგვიპტე დასაჯა 10 სასჯელით:

1. სისხლიანი ნილოსი

2. ბაყაყების შეტევა

3. მწერების შემოსევა

4. ბუზანკლების შემოსევა ეგვიპტეში

5. საქონლის ჭირი

6. მუწუკების ვირუსი

7. შეუჩერებელი სეტყვა

8. კალიების შემოსევა

9. 3 დღიანი სიბნელე

10. პირმშოების სიკვდილი


მეცნიერებმა თითოეული ამ სასჯელის ახსნაც სცადეს.





5. წარღვნა


image


"წიგნი დაბადებისაში" ღმერთი წარღვნას მოავლენს და 40 დღე-ღამის განმავლობაში კოკისპირულ წვიმას დაუშვებს. 10 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე თანამედროვე მსოფლიოს უმეტესობა ყინულის ფენის ქვეშ იყო დაფარული. ათასწლეულების შემდეგ პლანეტაზე დათბა. 5 000 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე ზღვის დონეებმა მოიმატა და ხმელთაშუა ზღვა იმ დონემდე ავიდა, რომ ყველაფერი ირგვლივ დატბორა. ეს არის

მეცნიერების აზრი.





6. სოდომი და გომორი


image


ბიბლიის მიხედვით, ეს ორი ქალაქი ღმერთმა ცოდვილების გამო გაანადგურა.

მეცნიერების აზრით ეს ორი ქალაქი შესაძლოა ასტეროიდმა გაანადგურა, რომლის

ჩამოვარდნაც დედამიწაზე უჩველო ფაქტს არ წარმოადგენს.





7. იერიქონის კედლები


image


ეგვიპტის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა აღთქმული ქვეყნის დასაპყრობად პალესტინაზე გაილაშქრეს, დაიპყრეს იერიქონიც და მიწასთან გაასწორეს. ბიბლიის თანახმად, ებრაელთა სამხედრო ტექნიკა უძლური აღმოჩნდა იერიქონის დასანგრევად. მის დანგრევას მიაღწიეს მეომრებმა მხოლოდ ღვთისაგან კურთხეული წმინდა საყვირების გუგუნით. საყვირების ხმაურმა ჰაერის ისეთი რხევა გამოიწვია, რომ სულ ერთიანად დაანგრია ქალაქის გალავანი. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ იერიქონი სეისმურად აქტიურ ადგილას მდებარეობდა და შესაძლებელია, ქალაქის დანგრევა მიწისძვრას გამოეწვია.





8. განკურნება


image


ბიბლიის მიხედვით, ყველამ ვიცით რომ იესო ქრისტეს შეეძლო განეკურნა ყველა

სნეული და შეეძლო ბევრი სასწაულის მოხდენა. მეცნიერების აზრით ეს შესაძლებელი

იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი პლასიბოს ეფექტი იყო.





9. მკვდრეთით აღდგომა


image


ბიბლიაში აღნიშნულია, რომ მაცხოვარმა მკვდრები გააცოცხლა. მეცნიერების მტკიცებით კი, შესაძლებელია, რომ ისინი არ ყოფილან გარდაცვლილები და არასწორად დასმული დიაგნოზი ჰქონდათ.





10. იესოს წყალზე გავლა


image


და ბოლოს.... მეცნიერების აზრით, წყალქვეშ არსებული ყინულები შეიძლება ამ სასწაულის მიზეზი ყოფილიყო. ეს არის ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი

სასწაული, რის გამოც მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ძალიან ბევრი

მკაცრი რეაქცია მოჰყვა მეცნიერების ამ აზრებს.



















პ.ს


"მეცნიერებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მათ ასეთ აზრებს არასწორად

მივიჩნევ, ეს ის მეცნიერები არიან, რომლებსაც სურთ ხალხს ღმერთი დაავიწყონ.

მე ასეთებს მეცნიერებად არ ვთვლი..."
















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი











16
7888
17-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
7888
  
2020, 11 იანვარი, 18:22
გაიარეთ გენცვა
2018, 31 აგვისტო, 17:35
ყველაფერი რაც კი არსებობს წარსულიდან მომდინარეობს და არაფერია ისეთი, რაც წარსულზე არ დგას. ამიტომ მისი "ჩიჩქვნა" არის სწორედ ცოდნის მიღების ერთადერთი გზა :)
2016, 24 მარტი, 16:46
და რომ წერია ბუჩქი აალდა და არ იწვოდაო, რომ იცოდეთ არსებობს ბუჩქი, რომელსაც ცეცხლი ეკიდება მარა არ იწვის, რადგან ეს ბუჩქი გამოყოფს ნივთიერებას რომელსაც ცეცხლი ეკიდება (ბუნებრივად,) თვითონ ბუჩქს კი არაფერი მოსდის, ამ საიტზე დევს ეგ ინფორმაცია და ვისაც აქვს სურვილი მოძებნის და ნახავს
2016, 23 მარტი, 20:46
ძალიან მინდოდა! ვერ წარმოიდგენ, როგორ ,,მშია,, სერიოზული აღმოჩენები და ინფორმაციები, მარა ისევ ქე მოგვატყუეს))))
2016, 23 მარტი, 17:03
ხომ გიმდოდა ეს სტატია
2016, 23 მარტი, 16:52
მე კი მეგონა, ,,ამერიკა აღმოაჩინეს,,((...
2016, 23 მარტი, 15:24
კარგი ნამუშევარია...საინტერესოა ძალიან
2016, 23 მარტი, 13:41
კარგი იყოს მასე :)))) რათქმაუნდა ყველას თავის აზრი გააჩნია
2016, 23 მარტი, 13:38
მეცნიერები თავი საქმეს აკეთებენ..და იმ არარეალურს ხსნიან რაც ბუნებაში მატერიალურად შეუძლებელია..და თუ ვინმეს გჯერათ მკვდრების გაცოცხლება და ერთ გემში ჩამსხდარი კაციობრიობის გადარჩენა(ჰო მართლა კატის ჩასმა დაავიწყდა)..გჯეროდეთ და ვისაც არ ჯერა გაგვატარეთ)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10