x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
2 ჯადოსნური სიტყვა, რომელსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლია

imageimageეს არც «მადლობა» არის და არც «ბოდიში», როგორც ბავშვობაში გვასწავლიდნენ. ეს არის «საკმარისი» და «ღირსი».


ამრიგად, დავიწყოთ «საკმარისით»… რატომ ვიტანჯებით მთელი ცხოვრების მანძილზე? იმიტომ, რომ ყოველთვის რაღაც არ გვყოფნის: სიყვარული, ყურადღება, საკუთარი თავის რწმენა, ჯანმრთელობა, ფული...

რა მოხდება, რაღაცის უკმარისობაზე ჩაციკვლის ნაცვლად — იმაზე თუ დაიწყებთ ფიქრს, რომ ეს რაღაც, საკმარისი რაოდენობით გაქვთ?
სამყარო, ღმერთი ან ცხოვრება, თქვენთვის რომელიც უფრო მისაღები იქნება, ყოველთვის იმას გვაძლევს, რაზეც ყველაზე ხშირად ვფიქრობთ, დღის მანძილზე!
შეეცადეთ საკუთარ თავს უთხრათ:

«საკმარისი სიყვარული მაქვს!»

«საკმარისი ბედნიერება მაქვს!»

«საკმარისი სიხარული მაქვს!»

«საკმარისი ჯანმრთელობა მაქვს!»

როგორც კი რამის ნაკლებობას იგრძნობთ — მაშინვე გაიხსენეთ ეს სიტყვა და გამოიყენეთ სიტუაციის მიხედვით, საჭიროების სახელთან კომბინაციაში. მაგ., თუ ფული შემოგაკლდათ, თქვით «საკმარისი ფული მაქვს!» და არა «ფული არა მაქვს!».
«ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და ჰპოვებთ. დარეკეთ და გაგეღებათ.»

მათეს 7:7

ადამიანი სიტყვებით შეტყობინებას და მოთხოვნას გზავნის ღმერთთან და მასზე არის დამოკიდებული, ის როგორი იქნება. მოცემული მაგალითის შემთხვევაში — «საკმარისი ფული» თუ «ფული არა».

თუ ჩვენ რამე არა გვაქვს, ე. ი. ეს რაღაცა არ გვჭირდება ან ვთვლით, რომ ამ რაღაცის ღირსები არა ვართ. ამ შემთხვევაში, იგივე სქემით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როგორც ზემოთ და საკუთარ თავს უნდა ვუთხრათ:

«სიყვარულის ღირსი ვარ !»

«სიხარულის ღირსი ვარ !»

«ბედნიერების ღირსი ვარ !»

და ა. შ.
იქამდე გაიმეორეთ ეს სიტყვები, ვიდრე თავად არ დარწმუნებთ ამაში და როდესაც ეს მოხდება... საოცრებები დაიწყება.

1
607
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
607
  
2016, 30 მარტი, 10:30
ვნახოთ, ვნახოთ))
0 1 1