x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
შვიდი ყველაზე წარუმატებელი სამხედრო გამოგონება წარსულიდან
შეიარაღებულ ძალებში მომუშავე ინჟინრები XIX - ХХ საუკუნეებში ხანდახან ისეთ საოცარ ნიმუშებს ქმნიდნენ სამხედრო ტექნიკისა და იარაღისა, რომ დღესაც აოცებენ ისტორიკოსებს თავიანთი ორიგინალურობითა და მოხერხებით. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მიერ შექმნილი ყველა ნოვაცია როდი იყო წარმატებული.

მოდით, ერთად გავიხსენოთ წარსულის ყველაზე წარუმატებელი და უხეირო სამხედრო გამოგონებები.


image




1. სიმსის დაჯავშნული კვადროციკლი


image

1899 წელს მსოფლიოს საზოგადოებას წარუდგინეს ტყვიამფრქვევით აღჭურვილი დაჯავშნული კვადროციკლი. ამ სიახლის შემქმნელი გახლდათ ინგლისელი ფრედერიკ სიმსი. მოდელის საფუძვლად ინჟინერმა გამოიყენა კვადროციკლი Beeston. სიმსმა ის აღჭურვა ტყვიამფრქვევით, 1.5 ცხენის ძალის ძრავით და ჯავშან-ფარით. მოკლედ, ჯავშანი იცავდა მხოლოდ მოტოციკლისტის მკერდს და თავის ნაწილს, სხეულის სხვა ადგილები დაუცველი რჩებოდა. ინჟინრის ჩანაფიქრით ადამიანს, რომელიც კვადროციკლს მართავდა, ერთბაშად ორი როლი - მძღოლის და მსროლელის როლი უნდა შეესრულებინა. თავისი გამოგონება სიმსმა რიჩმონდის სამხედრო იარაღის გამოფენაზე წარადგინა, თუმცა მან ძალზე დაბალი შეფასება დაიმსახურა და წარმოებაში ჩაშვებამდე არც მიუღწევია.


2. მოტოროლერი ზარბაზნით


image

სატრანსპორტო საშუალებისა და სასროლი იარაღის "შეჯვარების" საქმეში კიდევ უფრო შორს წავიდნენ ფრანგები საფრანგეთ-ალჟირის ომის დროს. მაშინ ფრანგმა ინჟინრებმა მოტოროლერი Vespa შეუერთეს ზარბაზანს М-20-ს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ შეიარაღებული მოტოროლერები გამოყენებული იქნებოდა წყვილ-წყვილად: ერთ მათგანზე მოათავსებდბენნ ჭურვებს, ხოლო მეორეზე თვით ზარბაზანს.

მიუხადავად მანქანის საოცარი არაპრაქტიკულობისა, ფრანგმა სამხედროებმა მისი 800 ეგზემპლარი მაინც შეისყიდეს, მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ზარბაზანი და მოტოროლერი ერთმანეთთან შეუთავსებელი ორი რამ იყო და ზოგადად, მანქანის გადატანა, განსაკუთრებით უგზოობის პირობებში, უკიდურესად რთული იყო.


3. ''ტანკების მეფე'' ანუ ლებედენკოს მანქანა


image

1914 წელს ინჟინერმა ნიკალაი ლებედენკომ გამოიგონა ბორბლებიანი საბრძოლო მანქანა, რომელიც გარეგნულად რამდენჯერმე გადიდებულ საბრძოლო ლაფეტს წააგავდა. ლებედენკოს მანქანას ჰქონდა ორი წინა წინა თვალი, თითოეული დაახლოებით 9 მეტრი დიამეტრისა და უკანა საგორავი (1, 5 მეტრი დიამეტრის). ზემოთ, მიწიდან დაახლოებით რვა მეტრის სიმაღლეზე, დაყენებული იყო ტყვიამფრქვევი. Т-ს მაგვარი კორპუსის ორივე მხარეს ჩამწკრივებული იყო ასევე ტყვიამფრქვევები.

მანქანის პროექტი იმ დროისათვის საკმაოდ ამბიციური იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლებედენკომ მოახერხა და მეფე ნიკოლოზ II დაითანხმა პროექტის განხორციელებაზე. 1915 წელს დასრულებული იქნა პირველი ტანკის მონტაჟი, თუმცა აქვე გამოვლინდა, რომ მას ბევრი ხარვეზი ჰქონდა: უკანა მხარე, კერძოდ საგორავი, ძალიან პატარა ზომის იყო და ის გრუნტში ეფლობოდა, ხოლო წინა თვლებს მისი ამოთრევა არ ძალუძდათ, ასევე მანქანის გამოცდამ აჩვენა, რომ მისი წინა თვლები საკმაოდ მოუხეხებელი იყო სროლის დროს და მიზანში ამოღების საშუალებას არ იძლეოდა. ასე რომ, პროექტი მალევე შეაჩერეს.


image


რამოდენიმე ხნის განმავლობაში ლებედენკოს ტანკს დაცვა ჰყავდა მიჩენილი, მაგრამ 1917 წელს ამ მანქანის არსებობა დავიწყებას მიეცა და შუა ტყეში დააგდეს ჟანგის შესაჭმელად. მხოლოდ 1923 წელს იპოვეს ის შემთხვევით და ჯართად დაშალეს.


4. მფრინავი ტანკი A-40


image


საინჟინრო აზროვნების კიდევ ერთი სასწაული გახლდათ მფრინავი ტანკი A-40, რომელიც საბჭოთა კონსტრუქტორმა ოლეგ ანტონოვმა შექმნა 1942 წელს. მანქანა მსუბუქი ტანკის Т-60-ის ბაზაზე შეიქმნა. ტანკის შექმნაზე დაახლოებით ორი წელი მუშაობდნენ. დავალება ანტონოვმა 1941 წლის ბოლოს მიიღო და 1942 წლის ზაფხულში ფრთები უკვე მზად იყო, ხოლო 1943 წლის გაზაფხულზე საბრძოლო მანქანის გამოცდა მოეწყო. ტესტი წარუმატებელი აღმოჩნდა: აწევის სიჩქარე არასაკმარისი იყო (მისი გაზრდის ცდებს შედეგი არ მოჰყოლია). ასევე პრობლემები იყო ძრავის გაგრილების სისტემაშიც . მიუხედავად იმისა, რომ გამოცდამ ინჟინრებს დაანახა, რომ მომავალში ამ მანქანის დახვეწა სავსებით შესაძლებელი იყო, პროექტი მაინც შეაჩერეს და მისი განახლება აღარავის უცდია.



5. შპიონი-მტრედები


image

კიდევ ცოტა რამ "მფრინავი გამოგონებების" შესახებ: 1907 წელს გერმანელმა აფთიაქარმა იულიუს ნოიბრონერმა დაიწყო საფოსტო მტრედების გამოყენება წამლების გადასატანად, ამავდროულად ის დაკვირვების სახით ახდენდა მათ აეროფოტოგადაღებას. მოგვიანებით ფრთოსნებით უკვე სამხედრო სამსახური დაინტერესდა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მტრედებს მათ სხეულებზე მიმაგრებული ფოტოაპარატებით იყენებდნენ მტრის ტერიტორიის დასაზვერად. თუმცა ავიაციის სწრაფად განვითარების გამო ამ იდეამ გაგრძელება ვეღარ ჰპოვა.


6. კუგელპანცერი ანუ ტანკი-ბურთი


image

ეს მანქანა კი მესამე რეიხის თანამშრომლებმა შექმნეს 1930-იან წლებში. დღემდე გასაიდუმლოებულია მისი დანიშნულება. სავარაუდოდ, ძრავიანი სფერო, რომელზეც ორი ნახევარსფერო ბრუნავდა, გამოიყენებოდა არტილერიის ცეცხლის კორექტირებისათვის-მოძრავი დამკვირვებელი პუნქტის სახით. ითვლება, რომ მანქანას საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ის ექსპერიმენტის დონეზე დარჩა. 1945 წელს საბჭოთა ჯარისკაცებმა ბერლინიდან 30 კილომეტრის დაშორებით იპოვეს და დაიტაცეს ეს სფერო და ასევე ზემძიმე ტანკი "მაუსი''.


7. რობოტი-მტვირთავი


image

1965 წელს ინჟინერმა რალდ მოშერმა აშშ-ის არმიისათვის შექმნა მტვირთავი რობოტი Walking Truck. მანქანა გათვალისწინებული იყო საბრძოლო მოქმედებების დროს იარაღის და ტექნიკის გადასატანად. რობოტი 1360 კილოგრამს იწონიდა და იმართებოდა მის წინა კაბინაში მჯდომი ოპერატორისაგან. მაქსიმალური სიჩქარე, რისი განვითარებაც რობოტს შეეძლო, იყო მხოლოდ 8 კილომეტრი საათში. ამავე დროს ის ძალიან ძლიერი იყო: რობოტს იოლად შეეძლო ტალახში ჩაფლული სატვირთო მანქანის აწევა და ნებისმიერი წინაღობების გადალახვა. თუმცა მეტისმეტად ნელი მოქმედების გამო პროექტი დაწუნებული იქნა. Walking Truck-ის ერთადერთი ეგზემპლარი ამაჟამად ვირჯინიის საბრძოლო ტექნიკის მუზეუმში ინახება.



0
537
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0