x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
30 საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

ოქრო წარმოადგენს ერთგვარ მითიურ ნივთიერებას, რომელიც რატომღას დიდ ფასეულობასთან და სიმდიდრესთან არის ასოცირებული. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულის მედალიც კი, ოქროსი არის აუცილებლად. რატომ არის ასე? რატომ მოხდა, რომ ჩვენს სამყაროში, ყველა მეტალიდან ოქრო გამოარჩიეს და ყველაზე ძვირფასად აღიარეს?

ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე ფაქტორი იყოს:
I. ოქრო იშვიათი ლითონი არ არის დედამიწაზე, მაგრამ არც ძალიან ხშირად გვხვდება.

II. ოქრო არც რადიაქტიულია და არც მომწამველია, რასაც ვერ ვიტყვით ზოგიერთ მეტალზე.

III. ოქრო, ნაცრისფერი ვერცხლისა და პლატინისგან, ყვითელი ფერით გამოირჩევა.

IV. ოქრო გახდა პოპულარული ვალუტა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ სტატუსით აღარ იყენებენ (ყოველ შემთხვევაში, ქვეყნების უმრავლესობაში), მაგრამ, ის მაინც ინარჩუნებს თავის ღირებულებას, რადგან რეაქციაში არ შედის სხვა ელემენტებთან და შესაბამისად, ფერსაც არ იცვლის.

30. ინდოელი ქალების მფლობელობაში, მსოფლიო ოქროს მარაგის 11%-ია. ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე აშშს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მარაგ, ერთად აღებული.

image

image

29. ოქროს სისუფთავის ხარისხი კარატებში იზომება. ტერმინი «კარატი» ცერატონის ხის თესლს უკავშირდება. ეს მცენარე პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის. მისი ყველა თესლი ერთი ზომის და წონის არის და თითოეულის მასა 1/5 გრ. (200 მგ) ტოლია.
ოქრო შეიძლება იყოს 10, 12, 14, 18, 22 ან 24 კარატიანი. რაც უფრო დიდია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მაღალია ოქროს ხარისხი. «ოქროდ» ითვლება 10 კარატი ოქროს შემცველი მეტალი, «სუფთა ოქრო» – 24 კარატიანია, თუმცა ის, გარკვეული რაოდენობის სპილენძს შეიცავს.

სუფთა ოქრო იმდენად რბილია, რომ მისთვის ფორმის შეცვლა ხელითაც შეიძლება.

imageimage28. ქორწინების ბეჭდიდან, ყოველწლიურად, 6 მილიგრამი ოქრო იშლება, მისი უბრალოდ ტარების შემთხვევაში.

image

27. ქიმიური ელემენტი «AU» ლათინურად Aurum – «კაშკაშა სინათლეს» ნიშნავს. ოქრო – ძალიან მორჩილი მეტალია. ერთი უნცია (28, 35 გრამი) ოქროს გაწელვა – 80 კმ-ზე შეიძლება.

image

image

26. საბადოების გარდა, ოქრო ჩამდინარე წყლებშიც არის. ქალაქი, რომელშიც 1 მლნ. კაცი ცხოვრობს, წელიწადში, 2, 6 მილიონი დოლარის ოქროს უშვებს კანალიზაციაში.

image

image

25. 1 ტონა ძველი მობილური ტელეფონების გადამუშავებით, იმაზე მეტი ოქროს მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე ოდენობის ოქროს მადნიდან.

იგივე რაოდენობის კომპიუტერების გადამუშავებით, უფრო დიდი რაოდენობის ოქრო მიღება, ვიდრე 17 ტონა ოქროს მადნიდან.
imageimage24. მსოფლიო ოკეანეში, დაახლოებით, 20 მლნ. ტ. ოქრო არის. ამ ოქროს მოპოვების შემთხვევაში, დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს 4 კგ. შეხვდებოდა.

imageimage23. ოქროს ყველაზე დიდი მარაგი, ნიუ-ორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში არის დაცული – იქ 500 000 ოქროს ზოდია (მსოფლიო ოქროს მარაგის 25%). საგანძურის დიდი ნაწილი, უცხოური ქვეყნების მთავრობებს ეკუთვნის.
imageimage22. მეზღვაურები ხშირად ატარებდნენ ყურში ოქროს რგოლებს. ეს იმ შემთხვევისთვის, თუ გემი ჩაიძირებოდა და მკვდარ მეზღვაურს, ზღვა ნაპირზე გამორიყავდა. საყურე მათი ქრისტიანული წესით დაკრძალვის გარანტია იყო.imageimage21. ოლიმპიურ ოქროს მედალში, ოქრო მხოლოდ 1 %.
imageimage20. დუბაიში არის ბანკომატი, რომელიც ოქროს ზოდებს გასცემს.

და ისევ დუბაიზე... იქ 2014 დაიწყო სიმსუქნესთან ბრძოლის კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებს ყოველ დაკლებულ კილოგრამზე – 2 გრამ ოქროს აძლევენ.
imageimage19. ოქროს უდიდესი ნაწილი, რომელიც დედამიწის ქერქში არის, ასტეროიდების ჩამოტანილია.
imageimage18. დედამიწაზე არსებული ოქროს დიდი ნაწილი მის ბირთვშია. ოქრო მის ცენტრში, პლანეტის ფორმირების დროს მოხვდა.

დედამიწის ბირთვში იმდენი ოქროა, რომ მას შეუძლია დედამიწის ზედაპირი 45 სმ-იან ფენით დაფაროს.
imageimage17. ეს ოქროს შესახებ არ არის, მაგრამ საინტერესო ფაქტია. 1859 წელს ოქროსმომპოვებლებმა კლდოვან მთებში (Rocky Mountains) ღამის პირველ საათზე გაიღვიძეს და საუზმისთვის დაიწყეს მზადება, რადგან ირგვლივ არე-მარე ისე იყო განათებული, რომ დილა გეონათ.
imageimage16. ნაყინის დეგუსტატორები, პროფესიული საქმიანობის დროს, ოქროს კოვზებს იყენებენ, რომ თავიდან აიცილონ გამყოლი გემო, რომელიც ჩვეულებრივ კოვზს ახასიათებს.
imageimage15. რომაელი პოლიტიკოსის, გაიუს სემპრონია გრაკჰუსის (Gaius Gracchus) თავისთვის, შეპირებული იყო იმდენი ოქრო, რამდენსაც ეს თავი იწონიდა. თავი მიიტანეს, მაგრამ ჯილდო არ გაიცა, რადგან პოლიტიკოსის მკვლელმა, მოჭრილ თავში ტყვია ჩაასხა, მისი დამძიმების მიზნით.

imageimage14. ალუმინი ერთ დროს, ყველაზე ძვირფასი მეტალი იყო დედამიწაზე. მდიდარი ადამიანები ალუმინის დანა-ჩანგლით სადილობდნენ, ხოლო ღარიბები, ოქროსგან დამზადებულ ჭურჭელს იყენებდნენ.
imageimage13. მანსა მუსამ (Mansa Musa), მალის იმპერიის მმართველმა (1312-1337 წწ), ერთხელ ეგვიპტეში იმდენი ოქრო დახარჯა, რომ ის გააუფასურა და ქვეყნის ეკონომიკა თითქმის გაანადგურა.
imageimage12. ჩინელ პატიმრებს აიძულებდნენ ოქრო «World Of Warcraft» თამაშით მოეპოვებინათ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 100 000 ვირტუალური ოქროს მომპოვებელი იყო.
imageimage11. კომპანია «LEGO», ერთი პერიოდი, თავის თანამშრომლებს, რომლებსაც კომპანიაში მუშაობის 25 წლის უწყვეტი სტაჟი ჰქონდათ, 25, 65 გრამიან ოქროს კუბიკებს ჩუქნიდა.
imageimage10. ოქრო იჭმევა
imageimage9. ოქრო ყველა კონტინენტზე არის აღმოჩენილი
imageლიდერი ქვეყნები ოქროს მოპოვებაში:

ჩინეთი – 370 ტ. (წელიწადში)
ავსტრალია – 250 ტ.
აშშ – 230 ტ.
რუსეთი – 205 ტ.
პერუ – 165 ტ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა – 170 ტ.
კანადა – 102 ტ.
ინდონეზია – 95 ტ.
უზბეკეთი – 90 ტ.
განა - 89 ტ.
image8. საბადოების გარდა, ოქრო მიწიდან გამომავალი გრუნტის წყლების სიახლოვესაც მოიპოვება. ის წყალს, მიწისძვრის დროს, მათში განვითარებული მაღალი წნევის გამო გამოაქვთ.
imageimage7. ევკალიპტის ფოთლები ოქროს შეიცავს.

მეცნიერებმა შეადარეს ოქროს საბადოსთან მდებარე მცენარის ფოთლები, მისგან 800 მეტრით დაშორებულ მცენარის ფოთლებს. ასევე მათ გაზარდეს ევკალიპტი სათბურის პირობებში, რომლის გრუნტში, ოქროს ნაწილაკები იყო შერეული.

imageაღმჩნდა, რომ ევკალიპტის ფოთლბი, რომელიც ოქროსშემცველ გრუნტზე იზრდებოდა, ფოთლებში ოქროს ნაწილაკებს შეიცავდა, რომელთა ზომა, საშუალოდ, 8-მიკრომეტრის (1 მიკრომეტრი = ერთ მემილიონედი მეტრი) ტოლი იყო.

image

რატომ მაინცა და მაინც ფოთლებში? მეცნიერთა მტკიცებით, ფესვიდან მცენარეში მოხვედრილი ოქრო, შეიძლება მავნე იყო მცენარისთვის და ის თავიდან იცილებს მეტალს, გადააქვს რა გარეუბნებში – ფოთლებში. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევკალიპტის ფოთლების შეგროვებით, გამდიდრება შეიძლება. ფოთოლში ოქროს შემცველობა, მისი მასის 0, 000005 % არ აღემატება. თუმცა, ევკალიპტს შეუძლია დახმარების აღმოჩენა, ოქროს საბადოების ძიების დროს.

imageimage6. კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე, 161 000 ტონა ოქრო არის მოპოვებული. მისი უდიდესი ნაწილი, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე მოიპოვეს.

სამი ოლიმპიური აუზი თავისუფლად დაიტევს ადამიანების მფლობელობაში არსებულ ოქროს მთელ მარაგს.
imageimage5. მსოფლიოში მოპოვებული ოქროს თითქმის ნახევარი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არის მოპოვებული - ვიტვატერსრანდში (Witwatersrand).
imageimage4. ოქროს შიშს აუროფობია ჰქვია.
imageimage3. დაახლოებით 1200 წლის წინ ჩვენს ერამდე, ძველ ეგვიპტეში, ზღვის ქვიშაში შერეულ ოქროს მტვერს, ცხვრის ტყავის საშუალებით აგროვებდნენ. შესაძლებელია სწორედ ამან დაუდო საფუძველი ლეგენდას «ოქროს საწმისის» შესახებ.
imageimage2. ოქროს ყველაზე დიდი ზოდი 250 კილოგრამს იწონის.imageimage1. ჩვენს ორგანიზმში 0, 2 მილიგრამი ოქრო არის, ძირითადად სისხლში.image

1
2897
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2897
  
2016, 19 მაისი, 16:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1