x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"ცხოვრების წლები უშნოდ გარბიან"
არ ვიცი რატომ ხდება, რომ როცა,

ცხოვრების წლები უშნოდ გარბიან,

მინდა, რომ რაღაც შევცვალო, მაგრამ,

უძლეველ ძალას ვერა ვჯობნივარ.



კვლავაც მივალ და კვლავაც მოვდივარ,

ვფიქრობ და მინდა ვაკეთო, მაგრამ,

ის უცხო ძალა ისე აკეთებს,

როგორც მას უნდა და არა ღატაკს.


ისევ აფეთქდნენ ატმის ხეები,

სურნელი მათრობს ალუბლის ხისგან,

რქაწითელს შევსვამ ნაბოძებს ღვთისგან,

და ალბათ სიკვდილსაც ნაჩუქარს მტრისგან.


მაგრამ ყაყაჩო კვლავაც იფეთქებს,

ფუნჯი ეკუთვნის ფიროსმანს მისგან,

წითლად მოხატავს კვლავ ირგვლივ მინდვრებს,

და თეთრ ენძელებს ჩაქსოვს ნიშნად.


ბაკური ბაკაშვილი.

image

0
116
2-ს მოსწონს
ავტორი:გიგა დოლაკიძე
გიგა დოლაკიძე
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0