x
ათი თანამედროვე ნივთი, რომლებიც გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე თქვენ გგონიათ
21 მარტი, 23:37

ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ტექნიკური პროგრესი უზარმაზარი ნაბიჯებით მიაბიჯებს და უკვე აღარ გვიკვირს ყოველდღიურად სულ ახალ-ახალი ტექნოლოგიების და გაჯეტების გაჩენა. ჩვენ გვგონია, რომ ყოვლისშემძლე კვადროკოპტერები, 3D-პრინტერები და ცივილიზაციის სხვა სიკეთეები ტექნიკის უკაანსკნელი მიღწევებია და წლებისა და საუკუნეების წინ ჩვენს წინაპრებს მათზე ოცნებაც კი არ შეეძლოთ. არადა თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი თანამედროვე ნივთი გაცილებით დიდი ხნისაა, ვიდრე წარმოგვედგინა.


image
მაშ ასე, თქვენს წინაშეა თანამედროვე ნივთები, რომლებიც გაცილებით დიდი ხნის წინ შეიქმნა, ვიდრე ეს გეგონათ.



ვიდეოთამაშები


image
ითვლება, რომ პირველი ვიდეოთამაში იყო Pong, რომელიც 1972 წელს გამოუშვა კომპანია Atari-მ. ეს იყო უბრალო ჩოგბურთის თამაში, რომელშიც ორგანზომილებიანი გრაფიკა იყო გამოყენებული, მაგრამ სინამდვილეში არსებობს ვიდეოთამაშის ძველი ნიმუში, შექმნილი 1947 წელს გერმანელების ტომას გოლდსმიტის და ესტლ რეი მანის მიერ. ეს იყო ელექტრონულ-სხივური მილაკის ბაზაზე შექმნილი სათამაშო აპარატი, რომელიც ახდენდა რაკეტის გაფრენის იმიტაციას. გარეგნულად ეს აპარატი მეორე მსოფლიო ომისდროინდელ რადარს მოგაგონებდათ, ხოლო სამიზნისათვის გამოყენებული იყო ეკრანული დანამატები.


მობილური ტელეფონი


image

ოფიციალური ვერსია გვიამბობს, რომ პირველი მობილური ტელეფონი გამოშვებული იქნა 1973 წელს კომანია Motorola-ს მიერ. ეს იყო საკმაოდ დიდი მოცულობის, 1.5 კილოგრამი წონის აპარატი. ლეგენდის მიხედვით, მისმა გამომგონებელმა რობინ კუპერმა პირველი ზარი ამ ტელეფონით განახორციელა 1973 წლის 3 აპრილს. მან თავის კონკურენტს დაურეკა კომპანია AT&T - დან, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ Motorola-ს პირველ საცდელ ნიმუშამდე გაცილებით ადრე საბჭოთა ინჟინერმა ლეონიდ კუპრიანოვიჩმა შექმნა საცდელი ნიმუში სატარებელი ავტომატური გადასატანი რადიოტელეფონისა ЛК-1. ეს მოხდა, არც მეტი, არც ნაკლები, 1957 წელს. ЛК-1-ის პირველი ეგზემპლარი იწონიდა 3 კილოგრამს, მაგრამ უკვე შემდეგი მოდელი, შექმნილი 1958 წელს, მხოლოდ ნახევარი კილოგრამი წონის იყო, თუმცა ამ გამოგონებას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია და ის მალევე იქნა მივიწყებული.


3D-კინო


image

"ავატარმა" და 'ტრანსფორმერებმა" ძალიან ბევრი რამ გააკეთეს უკანასკნელ წლებში 3D-ფილმების პოპულარიზაციისათვის, თუმცა ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ 3D ტექნოლოგია სულაც არაა ტექნიკის უახლესი გამოგონება. ლურჯ-წითელი 3D კინოს პირველი ბუმი გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ამ ეპოქას სტერეოკინემატოგრაფის ''ოქროს საუკუნეს'' უწოდებენ. თუმცა ეს ტექნოლოგია ვერ მოხვდებოდა ჩვენს სიაში, რომ არა კიდევ უფრო ადრეული გამოგონება. სინამდვილეში სტერეოსკოპიული კინემატოგრაფიის ერა 1890-იან წლებში დაიწყო, როცა კინოს ერთ-ერთმა პირველმა პიონერმა ბრიტანელმა უილიამ ფრიზ გრინმა შეიტანა პატენტი სტერეოსკოპიული კინოს შექმნის განაცხადით. პროცესის აღწერაში განმარტებული იყო, რომ ორი ფირიდან მიღებული გამოსახულება ერთმანეთის გვერდიგვერდ ახდენდა პროექციას ეკრანზე. მაყურებელი იკეთებდა სტერეოსკოპს, რომელიც ორ გამოსახულებას ერთად აერთებდა. იმის გამო, რომ ამ მეთოდს უზარმაზარი ზომის ძვირადღირებული აპარატურა სჭირდებოდა, მისი გამოყენება კინოთეატრებში იმ დროისათვის პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.


ბიუსტჰალტერი


image

პირველი პატენტი თანამედროვე ბიუსტჰალტერის შექმნაზე მიიღო გერმანელმა კრისტინა ჰარდტმა 1899 წლის 5 სექტემბერს. ბოლო წლებამდე მიღებული იყო ის აზრი, რომ ძველად ბიუსტჰალტერებს არ გამოიყენებდნენ. ანტიკურ ხანაში ქალები იყენებდნენ სახვევებს, ხოლო შუა საუკუნეებში ის კორსეტმა შეცვალა, მაგრამ რამოდენიმე წლის წინათ ავსტრიაში, ლენგბერგის ციხესიმაგრის სარდაფში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი ბიუსტჰალტერი, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია. ის დამზადებული იქნა დაახლოებით XV საუკუნის შუა წლებში.


3D- ბეჭდვა


image

ფართო საზოგადოებამ 3D-ბეჭდვის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე წლის წინ შეიტყო იმ დროს, როცა თავად ტექნოლოგია ათეულობით წლებს ითვლის. 3D-პროტოტიპების შესაქმნელი ყველაზე ადრეული აპარატი - ეს იყო ამერიკული SLA-მოწყობილობა, შემუშავებული და დაპატენტებული 1986 წელს ამერიკელი ჩარლზ ჰალომის მიერ. მასში გამოყენებული იყო ლაზერული სტერეოლითოგრაფიის მეთოდი. თანამედროვე გაგებით ეს არ იყო სრულყოფილი 3D-პრინტერი, მაგრამ პირვლად სწორედ ამ აპარატში იყო მოცემული 3D-ბეჭდვის პრინციპი: ობიექტების ფენებად დაწყობა. 1990 წელს გაჩნდა მოცულობითი საგნების შექმნის ახალი მეთოდი-დადნობის მეთოდი და მხოლოდ 1993 წელს კომპანია Solidscape-ის შექმნით დაიწყო თანამედროვე 3D-ბეჭდვის ისტორიული ეტაპი.


ელექტრომობილები


image

დღეს სულ უფრო და უფრო ხშირად გაისმის მოწოდება ნახშირწყალბადების შემცველ საწვავზე უარის თქმასა და ენერგიის გაცილებით უფრო ეკოლოგიური წყაროების გამოყენებაზე. პირველი სამრეწველო დარგი, რომელმაც ეს მოწოდება აიტაცა, მანქანათმშენებლობა გახლავთ. ელექტრომობილები უკვე რამოდენიმე წელია აღარ იწვევენ გაოცებას ადამიანებში და მათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გზებზე შეიძლება შეხვდეთ... მაგრამ როგორ გგონიათ, როდის გაჩნდა პირველი ელექტრომობილი? - 10, 20 თუ 30 წლის წინ? - გაგიკვირდებათ, მაგრამ გაცილებით ადრე. საქმე იმაშია, რომ სწორედ ელექტრომობილები იყვნენ თანამედროვე ავტომობილების წინაპრები. პირველი ასეთი ეგზემპლარი შეიქმნა 1841 წელს შიგაწვის ძრავის გამოგონებამდე გაცილებით ადრე.


მულტიკოპტერები



image

ესაა იგივე დრონები, რომლითაც დღეს უამრავი ადამიანია გატაცებული. გეოლოგები მათ მიდამოს დაზვერვის მიზნით უშვებენ, კინოოპერატორები ლამაზი რაკურსების მისაღწევად, მათ იყენებენ ჟურნალისტები პაპარაცული ფოტოების ხელში ჩასაგდებად, მათით ერთობა ყველა, ვისაც კი დრონზე ხელი მიუწვდება, მაგრამ ეს ბუმი, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება, დრონების მეორე დაბადებაა. მულტიკოპტერები, როგორც მრავალხრახნიანი ვერტმფრენები, გამოიგონეს ჯერ კიდევ ვერტმფრენების ერის დასაწყისში. ერთ ერთი პირველი კვადროკოპტერი, რომელიც რეალურად აფრინდა მიწიდან და შეძლო ჰაერში დამოუკიდებლად გაჩერება, შექმნა გეორგი ბატეზატმა 1922 წელს.


პლასტიკური ქირურგია


image


დღესდღეობით, სამწუხაროდ, ძნელია გაისხენო რომელიმე ცნობილი ვარსკვლავი, ვინც ერთხელ მაინც არ დაწოლილია პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ გარეგნობაში ამა თუ იმ ნაკლის გამოსწორების მიზნით. ეს მოვლენა იმდენად ხშირი და ბანალური გახდა, რომ მასზე საუბარი საინტერესოც კი არაა, მაგრამ საინტერესოა სხვა რამ: პლასტიკური ქირურგია, როგორც ადამიანის სხულის ნაწილის რეკონსტრუქცია, მუდმივად არსებობდა მედიცინის წარმოშობის პირველივე წლებიდან.. უძველესი ცნობები პლასტიკური ოპერაციების შესახებ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს მიეკუთვნება. ძველ ეგვიპტეში ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავდნენ ექიმები მათ მიერ ჩატარებული ოპერაციების ესთეტიკურ ასპექტზე.


სოციალური ქსელები


image

სოციალური ქსელების ბუმის დასაწყისად მიჩნეულია 2003-2004 წლები, როცა შეიქმნა პროგრამები LinkedIn, MySpace და Facebook, მაგრამ რა ხდებოდა მანამდე?- ჯერ კიდევ 1995 წელს ინტერნეტში გამოჩნდა პორტალი Classmates.com, რომელიც მალევე გახდა წარმატებული და სწრაფადვე მოახდინა მსგავსი სერვერების შექმნის პროვოცირება, მაგრამ სოციალური ქსელების ნამდვილ წინაპრად თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ BBS-ის განცხადებების დაფები. მათი გამოგონების და შექმნის სულისჩამდგმელები მეგობრები ვარდ კრისტენსენი და რენდი სიუზი იყვნენ. იდეა სწორედ ვარდის მოუვიდა თავში მეგობართან სატელეფონი საუბრის დროს. ეს მოხდა 1978 წლის 16 იანვარს. მათ მიერ შექმნილ ვირტუალურ კლუბს, რომლის წევრებსაც შეეძლოთ ერთმანეთში გაეცვალათ ინფორმაცია და ფაილები, ერქვა Computerized Bulletin Board System (შემოკლებით BBS ). ეს იყო განცხადებების კომპიუტერიზებული დაფა. BBS განსაკუთრებით პოპულარული იყო 1980-1990 წლებში, როცა პერსონალური კომპიუტერები მასობრივად შემოვიდა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში სერვერი უფუნქციო გახდა იმის გამო, რომ ინტერნეტი უკვე იოლად ხელმისაწვდომი იყო ბევრი ადამიანისთვის.



1033
10-ს მოსწონს
1-ს არა
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
ეს ულამაზესი საქართველოა რომელიც უნდა ვნახოთ - სამცვერაეს ულამაზესი საქართველოა რომელიც უნდა ვნახოთ - სამცვერა
ეს ჩანჩქერი არის იმერეთში. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან: ...
10 ოპტიკური ილუზია, რომლის დაჯერებაც ძნელია10 ოპტიკური ილუზია, რომლის დაჯერებაც ძნელია
ოპტიკური ილუზია-ადამიანის მხედველობის შეცდომაში შეყვანა.მეცნიერები ...
მსოფლიოს ყველაზე საშიში ბრიგადები!მსოფლიოს ყველაზე საშიში ბრიგადები!
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სახიფათო ბრიგადა აშშ-ის Blackwater-ის ...
რატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზირატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზი
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, კომპიტერის კლავიატურაზე F და J კლავიშე...
ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?ზოდიაქოს ნიშნების ხასიათი სამი გამონათქვამის მიხედვით- ეთანხმებით?
ბევრი ასტროლოგის თქმით ადამიანს დაბადებისთან...