x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უხრწნელი გვამები,ადამიანების თვითაალება და სხვა აუხსნელი ფაქტები,რომლებსაც მეცნიერები ჩიხში შეჰყავს(+16)
1943 წლის 21 მარტს საფრანგეთში ექსგუმაცია გაუკეთეს კატერინა ლაბურს, რომელიც 67 წლის წინ იყო გარდაცვლილი და მისი გვამი საერთოდ არ იყო გახრწნილი.ეს გახლავთ მხოლოდ ერთი მაგალითი იმ მრავალრიცხოვანი შემთხვევიდან, რომლებსაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან.



1-ბერნადენტა სუბირუ(Bernadette Soubirous)აცხადებდა, რომ მას წმინდა მარიამი გამოეცხადა.იგი გარდაიცვალა 1879 წელს 35 წლის ასაკში.სანამ მას წმინდანად აღიარებდნენ კათოლიკურმა ეკლესიამ მისი საფლავი სამჯერ გახსნა.ესგუმაციის მოწმეები იყვნენ ექიმი, მღვდლები და საზოგადოების სხვა საპატივცემლო წევრები.ყველა ერთხმად ამტკიცებდა, რომ ბერნადენტას ცხედარი გახრწნას არ ექვემდებარებოდა.

imageimageimage

2-1943 წლის 21 მარტს ექსგუმაცია გაუკეთეს კატერინა ლამბურის ცხედარს, რომელიც 1876 წელს გარდაიცვალა, იგი წმინდანად ითვლებოდა.ექიმი შემდეგ გაოცებული ჰყვებოდა, რომ ცხედარს ხელ-ფეხი ისეთი რბილი ჰქონდა, თითქოს გუშინ გარდაიცვალაო.

image



image


3-წმინდა ტერეზა გარდაიცვალა 1950 წელს.გვამის ექსგუმაცია 50 წლის შემდეგ მოახდინეს, ცხედარი უხრწნელად შენახული იყო.1998 წელს სპეციალისტებმა მისი სახე სპეციალური გამჭვირვალე ნივთიერებით დაფარეს.


image


image



4-უელსელი ალექს ჯონსი ფეხმძიმობის მე-6 თვეში იმყოფებოდა, როდესაც ექიმებმა განუცხადეს, რომ ნაყოფის გული აღარ ფეთქავს და ამიტომ სასწრაფო ოპერაციაა საჭირო...მაგრამ მოხდა სასწაული, ოპერაციის შემდეგ ბავშვმა სუნთქვა დაიწყო, თუმცა არც ამის შემდეგ ჰქონდათ იმედი ექიმებს, რომ 6 თვის ნაყოფი იცოცხლებდა....თუმცა მოხდა სასწაული, ბავშვი გადარჩა.

image

imageimage



5-ავსტრალიელმა კეიტ ოგმა ტყუპები იმშობიარა, ბიჭი და გოგონა.ბიჭუნა უდღეური დაიბადა ფეხმძიმობის 27-ე კვირის თავზე.გოგონა ჯანმრთელი იყო, ხოლო ბიჭუნა მალევე გარდაიცვალა.დედამ ითხოვა გარდაცვლილი ბიჭუნა მასთან მიეყვანათ.მტირალ დედას თითქმის 2 საათი ჰყავდა ჩახუტებული ბიჭუნა, როდესაც მოულოდნელად ჩვილი შეინძრა.თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ეს უბრალოდ რეფლექსი იყო, თუმცა მალე ბიჭუნამ სუნთქვა დაიწყო შემდეგ კი თვალებიც გაახილა...

image

imageimage




6-32 წლის მასწავლებელი შტატ მისურიდან ერიკა მიგრელი გაკვეთილზე ცუდად გახდა.ერიკას სამი კვირის შემდეგ უნდა ემშობიარა.ადგილზე მოსულმა სასწრაფომ დეფიბლირატორი გამოიყენა, რომ როგორმე ერიკას გული ამუშავებულიყო, თუმცა უშედეგოდ.


ერიკას სასწრაფოდ საკეისრო გაუკეთეს და ექიმების გასაოცრად ბავშვი ცოცხალი და ჯანმრთელი დაიბადა.


ყველანი ბავშვზე იყვნენ გადართულები..თუმცა ერთ-ერთმა ექიმმა შეამჩნია, რომ ერიკას პულსმა ისევ ფეთქვა დაიწყო.

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა მედიცინის ისტორიაში:ერიკა მოკვდა, დაბადა ბავშვი და ისევ გაცოცხლდა.


image


image

imageimage

7-მერი როზერი თვითაალდა სანკტ-პეტერბურგში(შტატი ფლორიდა, აშშ) 1951 წლის 1 ივლისს.მერი თვლემდა სავარძელში, როდესაც მოულოდნელად ცეცხლი წაეკიდა.... სავარძელიდან მხოლოდ ზამბარები დარჩა..საოცარია, მაგრამ გარშემო რაც ელაგა, მათ შორის გაზეთებიც კი ხელუხლებელი დარჩა.ამ სიმძლავრის ცეცხლს წესით უნდა გაენადგურებინა მთლიანი საცხოვრებელი.გამოძიებამ და ექსპერტიზამ დაადგინა:ქალისთვის ცეცხლი არავის წაუკიდებია.

imageimage
image


8-კიდევ ერთი თვითაალება მოხდა ირლანდიაში 2010 წელს.76 წლის მაიკლ პაჰერტის გვამი ბუხართან დამწვარი აღმოაჩინეს.ბინაში პრაქიკულად სხვა არაფერი იყო დამწვარი.

image


9-ბრიტანელ ოფიცერს სამერფორდს საფრანგეთში ბრძოლის დროს 1918 წელს მეხი დაეცა, რის შედეგადაც ცხენიდან გადმოვარდა, რამაც სხეულის ქვედა ნაწილის პარალიზება გამოიწვია.ამის შემდეგ იგი საფრანგეთიდან ვანკუვერში გადასახლდა, სადაც 1924 წელს სამ მეგობართან თევზაობის დროს მეხი ხელმეორედ დაცა და ისევ პარალიზება გამოიწვია.


1930 წელს დამბლისგან განკურნებული სამერფორდი ქალაქის პარკში დასეირნობდა, როდესაც მეხი მესამედ დაეცა და ისევ პარალიზება გამოიწვია.ორი წლის შემდეგ ოფიცერი გარდაიცვალა.


1934 წელს მეხი ამჯერად მის საფლავის ქვას დაეცა და ორად გახლიჩა.

image

image


10-შემდეგ ფოტოებზე ამერიკის ნაციონალური პარკის ეგერი როი სალივანია (Roy Sullivan) აღბეჭდილი.იგი გინესის წიგნის რეკორდსმენია.მას 7-ჯერ დაეცა მეხი და ცოცხალი გადარჩა: 1942, 1969, 1970, 1972, 1973, 1975 და 1976 წელს.


პირველად როის მეხი 1942 წელს დაეცა, როდესაც სახანძრო კორშკურაზე იდგა, მეხმა მაშინ ცერა თითზე ფრჩხილი მოაგლიჯა.

1969 წელს როი მაღალმთიან რაიონში იმყოფებოდა და მეხი იმ დროს დაეცა, როდესაც გზაზე მოძრაობდა.როიმ გრძნობა დაკარგა, მეხმა კი წარბები გაუხეთქა.

1970 წელს მეხმა როის მხარი დაუზიანა, რამაც ხელის პარალიზება გამოიწვია.ეს მოხდა საკუთარი სახლთან.

1972 და 1973 წელს როის ორჯერ დაეცა კიდევ მეხი, ერთხელ თმები დაუწვა, ხოლო მეორედ მეხმა მანქანიდან გადმოისროლა და ფეხსაცმელები გააძრო.


1975 წლის 5 ივნისს როის მეექვსედ დაარტყა მეხმა, რამაც ხელისგულების დამწვრობა გამოიწვია, ხოლო 1976 წლის 25 ივლისს მეხის მე-7 დაცემამ როის საავადმყოფოს საწოლს მიაჯაჭვა.მან მკერდის და მუცლის ძლიერი დამწვრობა მიიღო.


როი სალივანი 1983 წელს გარდაიცვალა.


image


imageimageimage
image


4
1787
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1787
  
2016, 22 მარტი, 12:09
მე ვიცნობ ზუგდიდის რაიონში ოჯახს, სადაც ოჯახის დიასახლისს ცეცხლი უჩნდებოდა, თუმცა თავად არ ზარალდებოდა.
მიუხედავად მრავალგზისი ჩატარებული გამოკვლევებისა მიზეზი ვერავინ ვერ დაუდგინა. სამწუხაროდ ინსულტით დაიღუპა...
2016, 22 მარტი, 9:54
ჯერ არა ამ კვირაში ვგეგმავ
2016, 21 მარტი, 23:19
)))))რა ქენი ის ფილმები ნახე?
2016, 21 მარტი, 23:16
საინტერესო სტატიაა
წესით არ უნდა გამცინებოდა მაგრამ მეცრეზე მართლა გულიანად ვიცინე
0 1 4