x
5 საუკეთესო ლექსი გაზაფხულის თემაზე
21 მარტი, 15:32

image




ტერენტი გრანელი-გაზაფხულის საღამოა მშვიდი..



გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.

სული საზღვარს გადასცდება ფრენით,

ახლაც მახსოვს მისამართი შენი.



ცამდე წვდება ღამეების სიგრძე,

რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,

წინ მეშლება სხვა ოცნების არე.

მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.



გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.




image

ვაჟა ფშაველა

იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო!

შენ თუ გგონია სიცოცხლე

სამოთხის კარი ღიაო;

ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

მოსვლაში არა ყრიაო.

ნუ ნახავს მზესა, ინანებს,

განა სულ მუდამ მზეაო!

მიწავ, შენ გებარებოდეს

ეს ჩემი ტურფა იაო,

შენ უპატრონე, ემშობლე,

როგორაც შენი ზნეაო.

image

აკაკი წერეთელი-გაზაფხულდა

გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას,

თავს იწონებს ნაზი ია;

ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც

ეშხით გული გაუღია.


ხავერდივით მწვანე ბალახს

აბიბინებს სიო ნაზად,

თითქოს უნდა დაეფინოს

იმ ყვავილებს ფიანდაზად.


მაღალ მთიდან წმინდა წყარო

მოცქრიალებს ჩუხჩუხითა,

თითქოს ნანას ეუბნება

ძუძუმწოვრებს ტკბილი ხმითა.


ხის ტოტებზედ ჩიტუნები

ფრთხიალობენ, სრიალობენ;

იშენებენ მაღლა ბუდეს,

დაჰხარიან და გალობენ.


და მახლობლად იქვე თავი

მოუყრიათ ყმაწვილებსა,

იმღერიან და თან ჰკრეფენ

სხვადასხვაფერს ყვავილებსა.

image

მურმან ლებანიძე-გაზაფხული შემოსულა ლენ

გაზაფხული შემოსულა, ლენ,

ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...

მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ!



მოგანატრე სათიბი და ტყე,

სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,

შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის

და ცისფერი, უბორკილო დღე ...

მოგანატრე სათიბი და ტყე!



აწი აღარ გაგაჩერებ შინ,

აწი ოჯახს ვერ დარქმევ ”დილეგს”,

მკვირცხლი ბიჭი შეუყენე ბილიკს _

მწევარივით გამიხტუნე წინ!

აწი აღარ გაგაჩერებ შინ!



გაზაფხული შემოსულა, ლენ,

რია-რია გაუმართავთ ჩიტებს ...

მე გიყიდი ყვავილიან ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ!

გაზაფხული შემოსულა, ლენ!

image

ლადო ასათიანი-ისე გავიდა ეს გაზაფხული

ისე გავიდა ეს გაზაფხული...
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი,
მე _ სიყვარულით ვარ დაზაფრული,
კიდეც რომ მსურდეს, ვეღარ მიშველი.
ისე გავიდა ეს გაზაფხული,
მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი.

რა დაგიშავე, მითხარი ბარემ,
რად ამითრთოლე მგზნებარე გული,
რისთვის მომიკალ, რად გამიმწარე
ეს სიჭაბუკე და გაზაფხული.

მე სიყვარული ამიტანს უცებ,
დაგეძებ, დამდევს ფიქრთა კრებული,
დავიარ თბილის-ქალაქის ქუჩებს
და დავბრუნდები აცრემლებული.

ვაი, სად გნახო, საით იქნები,
ვიცი _ გარბიხარ და მემალები,
შენ დაგეძებენ ჩემი ფიქრები
და ამღვრეული ჩემი თვალები.

ჩემთვის ერთია, სადაც იქნები,
ჩემს სიყვარულში დაგაჯერებენ,
შემოგხვდებიან ჩემი ფიქრები
და ჩემს მაგივრად გაგაჩერებენ.

შენ შემომხედავ მწყრალი თვალებით,
გაიცქრიალებ და შებრუნდები,
მე ვნებიანი და ნამთვრალევი
გეტყვი: _ აროდეს არ შემძულდები!

ნუ გაფრინდები, ჩემო ოცნებავ,
ნუ გაგიტაცებს თრთოლვა ქალური,
მე შენთვის მინდა ეს საოცრება,
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

ნუ მათქმევინებ ამ გაზაფხულზე:
– ნეტავი, მიწა მეყაროს გულზე!

ჰოდა, თუ მოხვალ ვარდებით ხელში
(პოეტებს უყვართ ვარდის სურნელი)
ვიმღერებ მუდამ მე, შენი ეშხით
და სიყვარულით განუკურნელი.

დავლევთ სიყვარულს, როგორც ტკბილ ღვინოს,
გეტყვი, რაც დამაქვს გულში ფარული,
მერე წავიდეთ, დავაგვირგვინოთ
ეს სიჭაბუკე და სიყვარული.

image

307
7-ს მოსწონს
2-ს არა
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 მარტი, 17:42
ეს მეც შევამჩნიე :) რომ მიწეროთ - რა გესიამოვნება , რა დავწეროთქო :)
21 მარტი, 16:17
იმე ერთს საერთოდ არაფერი არ მოწონს ..ჩემი))))
21 მარტი, 16:09
ერთი ის გამაგებინა, იმ ერთს რომელი არ მოეწონა :))
0 1 3
რითი ერთობიან სხვადასხვა ქვეყნების მდიდარი ახალგაზრდები - შეადარეთ!რითი ერთობიან სხვადასხვა ქვეყნების მდიდარი ახალგაზრდები - შეადარეთ!
უმდიდრესი მამიკოების გათამამებულ შვილებს უყ...
უკეთესად იცხოვრებთ, თუ ამ 3 რამეს გაიტანთ სახლიდან!უკეთესად იცხოვრებთ, თუ ამ 3 რამეს გაიტანთ სახლიდან!
ისეც ხდება, რომ ადამიანს აქვს კარგი და მყუდრო სახლი, მაგრ...
რატომ აქვს წამლის აბებს გამყოფი ზოლი!რატომ აქვს წამლის აბებს გამყოფი ზოლი!
მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში იყოფა წამლის...
"არ მინდა ეშმაკმა იცეკვოს ტანგო""არ მინდა ეშმაკმა იცეკვოს ტანგო"
ხანდახან გარეთ გასვლა არ მინდა, ცხოვრების შიში მაქვს, არ ვიცი რატომ, ...
"პატარა მონე"-  13 წლის მხატვარი, კირონ ულიამსონი, მილიონერია."პატარა მონე"- 13 წლის მხატვარი, კირონ ულიამსონი, მილიონერია.
კირონ უილიამსი 13 წლისაა.მისი ბავშვობის გატაცება...
ტაძრის გზატაძრის გზა
იღვიძებ და ხვდები , ისევ თავიდან იძირები დეპრესიის მორევში , ისევ გეხვევა ფეხზე , რაღაც უცნაური ბორ...
პოემა-ბიოგრაფიაპოემა-ბიოგრაფია
ნაწილი 4 გივიკოს ოჯახი გივი არის ცოლ-შვილისა პატრონი, და ის არის სიამა...