x
რითი ერთობიან სხვადასხვა ქვეყნების მდიდარი ახალგაზრდები - შეადარეთ!
21 მარტი, 15:21

image
უმდიდრესი მამიკოების გათამამებულ შვილებს უყვართ გართობისა და სიმდიდრის ამსახველი ფოტოებით სოციალურ ქსელებში თავის მოწონება. ძვირადღირებული მანქანები, ალკოჰოლი, ტანსაცმელი და დაუსრულებელი გართობა - როგორც ამ ფოტოებიდან ირკვევა, ეს არის მათი ძირითადი "საქმიანობა". ქვემოთ შეგიძლიათ შედაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების ე.წ. "ოქროს ახალგაზრდების" გართობის ამსახველი ფოტოები და, შესაბამისად, მათი გემოვნება.

რუსეთი
image

რუსი ოლიგარქების შვილების ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებს მიკრობლოგი Rich Russian Kids აერთიანებს. აქ თავმოყრილია ყველაზე თვალშისაცემი სურათები, რომლებითაც თავს იწონებენ "ოქროს შვილები": პლაჟები, შოპინგი, სასახლეები, კერძო თვითმფრინავები... ამ ყველაფერს თან ერთვის ირონიული წარწერები, როგორიცაა: "როგორი ამინდია სამშობლოში? თანაგიგრძნობ...", "შაბათი ჩემთვის კაპიკები ჯდება - შენი ოჯახის წლიურ ბიუჯეტს რომ უდრის...".

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


დიდი ბრიტანეთი


image

რუსებისგან განსხვავებით, ბრიტანელი "ოქროს შვილები" ნამდვილი მდიდრული სიკაშკაშით გამოირჩევიან: საკუთარი თვითმფრინავები, სხვადასხვაგვარი გასართობები... მიკრობლოგი Rich kids of London ნებისმიერს შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამ ფოტოებზე შედარებით ნაკლები რაოდენობიბთ ლამაზმანები გვხვდება.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
არაბთა გაერთიანებული საემიროები


image

გადავინაცვლოთ აღმოსავლეთში და არაბი შეიხების გემოვნებაც შევგრძნოთ ინსტაგრამზე Rich Kids of Dubai-ს გვერდზე დადებული ფოტოებით: პალმებში ჩაფლული სასახლეები, ლამაზმანებით სავსე ჰარამხანები, გიგანტური გარდერობები, დიზაინერული სამოსი, მოშინაურებული ლომები და კიდევ უამრავი რამ...
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ირანი


image

კიდევ ერთი ცხელი ქვეყანა საკუთარი "ოქროს შვილებით". თუ გადავავლებთ თვალს ბლოგს სახელწოდებით The Rich kids of Tehran, ვნახავთ, რომ ირანის "ოქროს ახალგაზრდობა" უფრო მიდრეკილია ისეთ სიამოვნებისკენ, როგორიცაა სამთოსათხილამურო კურორტებზე დასვენება - ჩანს, ეს მათთვის ნამდვილი ეგზოტიკაა. მდიდარ გოგონებს ობიექტივის წინ ნახევრად შიშველი პოზირებაც მოსწონთ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მისაღებია მუსულმანურ ირანში.


imageimageimageimageimage

თურქეთი


image

აღმოსავლური ზღაპრის საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს ინტაგრამზე Rich Kids Of Turkey. სხვა ფუფუნების საგნების გარდა, თურქი მდიდარი შვილები აშკარად გატაცებული არიან ძვირადღირებული ჯიშის ცხენებით. ამ გვერდზე ხშირად ვხვდებით ფოტოებს, რომლებზეც მდიდარი სიმპათიური ახალგაზრდები ცხენზე ჯირითის დროს არიან გადაღებული. თავისთავად, რეპორტაჟები თურქეთზე გვერდს ვერ აუვლის ვერც პლაჟებს, ძვირადღირებულ ავტომანქანებს და ელიტურ ალკოჰოლს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
მექსიკა


image
მდიდარი ადამიანები არც მექსიკაშია ცოტა და მათი შვილებიც არ ჩამორჩებიან უცხოელ "კოლეგებს", რასაც ადასტურებს Rich Kids of Mexico City. აქ პირველ რიგში თვალშისაცემია კადრში ძალიან ხშირად გამოჩენილი იარაღი. შესაძლოა ეს იარაღის მიმართ ზოგადად მექსიკელებისათვის დამახასიათებელი სიყვარულია, ან იქნებ ადგილობრივ მდიდარ ახალგაზრდებს არც თუ ისე მშვიდი ცხოვრება აქვთ... შესაძლოა ადრენალინის მიმართ სიყვარულით აიხსნება ასევე ეგზოტიკურ ცხოველებთან ფოტოგრაფირებისადმი მიდრეკილება - ვეფხვებიდან დაწყებული გველებით დამთავრებული. თუმცა მანქანები და ოქროც საკმაო რაოდენობით გვხვდება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















973
6-ს მოსწონს
2-ს არა
1
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
25 უნიკალური ისტორიული ფოტო, რომელთაგან ბევრი გაგაკვირვებთ...25 უნიკალური ისტორიული ფოტო, რომელთაგან ბევრი გაგაკვირვებთ...
ძველი ფოტოები პირველი რიგში თავისი ისტორიული მნიშ...
მილიტარისტური ხუმრობები საფრანგეთზემილიტარისტური ხუმრობები საფრანგეთზე
რამდენადაც მოგეხსენებათ, საფრანგეთის თანამედრვე ისტორიაში ძნელად მოიპოვება ...
რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სა...
მათ ნამდვილად შესაშური ტალანტი აქვთმათ ნამდვილად შესაშური ტალანტი აქვთ
ეს ადამიანები საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან. მათ შეუძლიათ ...
ჰოლივუდის ყველაზე საძულველი მსახიობებიჰოლივუდის ყველაზე საძულველი მსახიობები
აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მხოლოდ ყველაზე ლამაზების,...
საიდუმლო ქალაქი უკვე აღმოჩენილიასაიდუმლო ქალაქი უკვე აღმოჩენილია
საბერძნეთის ერთ-ერთი უძველესი და საიდუმლო ქალაქი მონემვასია მეცნიერებმა აღმო...
მსოფლიოს 6 ყველაზე კრეატიული სასტუმრომსოფლიოს 6 ყველაზე კრეატიული სასტუმრო
საზოგადოდ, კრეატიული მიდგომა ნებისმიერ საქმეში წარმატების მომტანია და რა...
5 ქვეყანა,სადაც ქალს ყველაზე ადვილად დაითანხმებთ სექსზე5 ქვეყანა,სადაც ქალს ყველაზე ადვილად დაითანხმებთ სექსზე
მაინც რომელ ქვეყანაშია უფრო დიდი შანსი ადვილად გაიცნო გ...
ამაზრზენი, ნაქსოვი საცვლები მამაკაცებისთვისამაზრზენი, ნაქსოვი საცვლები მამაკაცებისთვის
ამბობდნენ, ამბობდნენ, ამბობდნენ... და აი, ნამდვილად გასცდა ადამი...