x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რითი ერთობიან სხვადასხვა ქვეყნების მდიდარი ახალგაზრდები - შეადარეთ!
image
უმდიდრესი მამიკოების გათამამებულ შვილებს უყვართ გართობისა და სიმდიდრის ამსახველი ფოტოებით სოციალურ ქსელებში თავის მოწონება. ძვირადღირებული მანქანები, ალკოჰოლი, ტანსაცმელი და დაუსრულებელი გართობა - როგორც ამ ფოტოებიდან ირკვევა, ეს არის მათი ძირითადი "საქმიანობა". ქვემოთ შეგიძლიათ შედაროთ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნების ე.წ. "ოქროს ახალგაზრდების" გართობის ამსახველი ფოტოები და, შესაბამისად, მათი გემოვნება.

რუსეთი
image

რუსი ოლიგარქების შვილების ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებს მიკრობლოგი Rich Russian Kids აერთიანებს. აქ თავმოყრილია ყველაზე თვალშისაცემი სურათები, რომლებითაც თავს იწონებენ "ოქროს შვილები": პლაჟები, შოპინგი, სასახლეები, კერძო თვითმფრინავები... ამ ყველაფერს თან ერთვის ირონიული წარწერები, როგორიცაა: "როგორი ამინდია სამშობლოში? თანაგიგრძნობ...", "შაბათი ჩემთვის კაპიკები ჯდება - შენი ოჯახის წლიურ ბიუჯეტს რომ უდრის...".

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


დიდი ბრიტანეთი


image

რუსებისგან განსხვავებით, ბრიტანელი "ოქროს შვილები" ნამდვილი მდიდრული სიკაშკაშით გამოირჩევიან: საკუთარი თვითმფრინავები, სხვადასხვაგვარი გასართობები... მიკრობლოგი Rich kids of London ნებისმიერს შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცევს. გასაკვირი მხოლოდ ის არის, რომ ამ ფოტოებზე შედარებით ნაკლები რაოდენობიბთ ლამაზმანები გვხვდება.

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
არაბთა გაერთიანებული საემიროები



image

გადავინაცვლოთ აღმოსავლეთში და არაბი შეიხების გემოვნებაც შევგრძნოთ ინსტაგრამზე Rich Kids of Dubai-ს გვერდზე დადებული ფოტოებით: პალმებში ჩაფლული სასახლეები, ლამაზმანებით სავსე ჰარამხანები, გიგანტური გარდერობები, დიზაინერული სამოსი, მოშინაურებული ლომები და კიდევ უამრავი რამ...
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ირანი


image

კიდევ ერთი ცხელი ქვეყანა საკუთარი "ოქროს შვილებით". თუ გადავავლებთ თვალს ბლოგს სახელწოდებით The Rich kids of Tehran, ვნახავთ, რომ ირანის "ოქროს ახალგაზრდობა" უფრო მიდრეკილია ისეთ სიამოვნებისკენ, როგორიცაა სამთოსათხილამურო კურორტებზე დასვენება - ჩანს, ეს მათთვის ნამდვილი ეგზოტიკაა. მდიდარ გოგონებს ობიექტივის წინ ნახევრად შიშველი პოზირებაც მოსწონთ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მისაღებია მუსულმანურ ირანში.


imageimageimageimageimage

თურქეთი


image

აღმოსავლური ზღაპრის საკუთარ ვარიანტს გვთავაზობს ინტაგრამზე Rich Kids Of Turkey. სხვა ფუფუნების საგნების გარდა, თურქი მდიდარი შვილები აშკარად გატაცებული არიან ძვირადღირებული ჯიშის ცხენებით. ამ გვერდზე ხშირად ვხვდებით ფოტოებს, რომლებზეც მდიდარი სიმპათიური ახალგაზრდები ცხენზე ჯირითის დროს არიან გადაღებული. თავისთავად, რეპორტაჟები თურქეთზე გვერდს ვერ აუვლის ვერც პლაჟებს, ძვირადღირებულ ავტომანქანებს და ელიტურ ალკოჰოლს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage
მექსიკა


image
მდიდარი ადამიანები არც მექსიკაშია ცოტა და მათი შვილებიც არ ჩამორჩებიან უცხოელ "კოლეგებს", რასაც ადასტურებს Rich Kids of Mexico City. აქ პირველ რიგში თვალშისაცემია კადრში ძალიან ხშირად გამოჩენილი იარაღი. შესაძლოა ეს იარაღის მიმართ ზოგადად მექსიკელებისათვის დამახასიათებელი სიყვარულია, ან იქნებ ადგილობრივ მდიდარ ახალგაზრდებს არც თუ ისე მშვიდი ცხოვრება აქვთ... შესაძლოა ადრენალინის მიმართ სიყვარულით აიხსნება ასევე ეგზოტიკურ ცხოველებთან ფოტოგრაფირებისადმი მიდრეკილება - ვეფხვებიდან დაწყებული გველებით დამთავრებული. თუმცა მანქანები და ოქროც საკმაო რაოდენობით გვხვდება.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
















0
1181
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0