x
"ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი" - რით გააკვირვა ქართველმა ბერმა ამერიკელი სტუდენტები
21 მარტი, 12:58

image

ჟურნალისტი და მედია მენეჯერი, დაჩი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ამბავს, რომელიც მასა და მის ამერიკელ სტუმრებს საფარას მონასტერში გადახდათ თავს. ჟურნალისტი და მისი სტუმრები განსაკუთრებით აღაფრთოვანა ახალგაზრდა ბერის მოქმედებამ, რომელიც, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მამა ელისეა.


"ასეთი უცნაური ამბავი იყო: გასულ კვირაში, სტუდენტები მყავდა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სტაჟირებაზე. კარგი მუსიკასავით არაჩვეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. ორი ცალი. პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ ენახათ საქართველოში, ყველანაირ ხალხთან ელაპარაკათ, თან გადაეღოთ და თან ამ პროცესში ერთმანეთისთვის რამე-რუმეებიც გვესწავლებინა. ჩადი და კალინდა იღბლიანები იყვნენ და ისეთები ვნახეთ, ხშირად მეც კი (ანუ, საქართველოში დაბერებული კაცი) ხან პირდაღებული ვრჩებოდი, ხან თვალებდაჭყეტილი.


ერთი ამბავი ასეთი იყო: საფარაში ვიყავით, ერთი დღე მონასტერში. თან გადმოგვყვნენ ბერები, მძიმე მარხვის მიუხედავად, ყველაფერი მოგვატარეს, ყველაფერი გვაჩვენეს. რომ მივედით, წირვა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ეგ არაფერიო - ტაძარი გაგვიხსნეს და სამმა ბერმა ჩვენთვის იგალობა. ამ ყველაფრის ბოლოს, სტუდენტებს არც ინტერვიუზე უთხრეს უარი და ერთ-ერთმა მათგანმა ბერული მოთმინებით უპასუხა უამრავ შეკითხვაზე. მაგრამ მთავარი წინ გველოდა. წამოსვლისას, რომ გვემშვიდობებოდნენ, ტაძარში, ერთ-ერთ ხატთან მიგვიყვანეს - ღვთისმშობილის ხატი იყო. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბერმა ხატის ისტორიის მოყოლა დაიწყო. საკმაოდ რთული ამბავი იყო, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით გაჯერებული. მოვუბოდიშე, ამდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი და თქვენის ნებართვით, მოკლედ ვეტყვი მეთქი. არაუშავს, მე ვეტყვიო და დაუწყო ინგლისურად მოყოლა - გამართული თეოლოგიური ინგლისურით - ცოტა დამაკლდა, ამ ამაღლებულ სიტუაციაში ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი. რომ დაასრულა, ეტყობა გაოცება სახეზეც მეტყობოდა და „სატელევიზიო ინგლისური ნამდვილად არ ვიცი, თორე ინტერვიუს თარგმანზე არ გაწვალებდიო. ჭიშკრამდე სულ ბოდიშებით გამოგვაცილეს - მარხვის გამო, სათანადოდ ვერ გმასპინძლობთ, გვაპატიეთო.


მე ასეთი ეკლესია მიყვარს.


- ჰო, კალინდას თავსაბურავი კი ჰქონდა, მაგრამ ტანზე ისე ეცვა, თბილისის ზოგიერთ ეკლესიაში კარისკენ რომ მიუთითებენ ხოლმე გოგონებს." - წერს დაჩი გრძელიშვილი.


image

745
8-ს მოსწონს
1-ს არა
5
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
22 მარტი, 8:47
ეგ ვიღაც კი იმიტომ დარჩა პირდაღებული რომ, საქართველოში ქალებს აღარ აცვიათ კაბები ტაძარში რომ შედიან და ამერიკელმა გოგონებმა ჩაიცვეს, აი ეს გაუკვირდა
21 მარტი, 22:49
სტუდენტები კი არა ეგ ვიღაც დაჩი დარჩა პირდაღებული. მარტო თავისი თავი რომ გონია განათლებული.
21 მარტი, 13:02
კარგია კაი სტატია იყო
0 1 3
ურალში მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტიურალში მომხდარი შემაძრწუნებელი ფაქტი
ურალში მიმდინარეობს გამოძიება მომხდარი ფაქტის შესახებ, რომელიც მოიცავს სამ...
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უ...
რატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზირატომ აქვს F და J კლავიშებს ამოშვერილი ხაზი
ალბათ, ყველას შეგიმჩნევიათ, კომპიტერის კლავიატურაზე F და J კლავიშე...
დაუგეგმავმა ფოტოსურათმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვადაუგეგმავმა ფოტოსურათმა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა
სამ გოგონას სკატთან გადაღებულმა ფოტომ მსოფლიოში პოპულარობა მ...
რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სა...
რომელი ბრენდი, რომელ ქვეყანას ეკუთვნის?რომელი ბრენდი, რომელ ქვეყანას ეკუთვნის?
ავტომობილების შესახებ შესაძლოა ბევრი რამ იცოდეთ, მაგრამ არ მოგაწყენთ უ...
ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან პლაჟი განახლდაქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან პლაჟი განახლდა
ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხელოვნურ...
"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)"ეშმაკი შეიძლება სასქესო ორგანოში შეგვივიდეს" (ვიდეო)
სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, სად...
წინასწარმეტყველება ბოლო ჟამზეწინასწარმეტყველება ბოლო ჟამზე
ღირსი ლავრენტი ჩერნიგოველი (ერისკაცობაში ლუკა პროსკურა) დაიბადა, რუსეთში ჩერნიგო...
სასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულებასასწაულები რომელიც ჩვენს თვალწინ აღესრულება
ლოცვა, რომლის დახმარებითაც უამრავი ადამიანი განიკურნა და განთავისუ...