x
მეტი
  • 09.12.2016
  • სტატია:61782
  • ვიდეო:311308
  • სურათი:412198
საშინაო დავალება ბავშვებისთვის საზიანოა! - გასაოცარი სიახლე, რომელიც მოსწავლეებს გაახარებს

image
"ჩვენ ვერ შევძელით დადასტურება იმისა, რომ საშინაო დავალება ბავშვებს სკოლაში უკეთ სწავლაში ეხმარება", - ამბობს დიუკის უნივერსიტეტის* პროფესორი ჰარის კუპერი. ამ განცხადებამ ერთნაირად გააოცა როგორც საშინაო დავალებების მომხრე პედაგოგები, ასევე მათი მოწინააღმდეგეები.

და რა გამოდის - დავალებების შესრულებაზე დახარჯული მტანჯველი საათები, უძილო ღამეები და დაღვრილი ცრემლები, ყველაფერი ამაო იყო?

აზრი იმის შესახებ, რომ საშინაო დავალების გარეშე სასკოლო განათლება არ არსებობს, იმდენად გამყარებულია ჩვენს ცნობიერებაში, რომ ძნელად შეგვიძლია მისი ეჭვქვეშ დაყენება.

მაგრამ რას ამბობენ ფაქტები? არის თუ არა სინამდვილეში აუცილებელი პატარა პირველკლასელების "ტანჯვა-წვალება"? აღმოჩნა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები სკოლაში მეცადინეობისას უკეთ ითვისებენ მასალას და უკეთეს ნიშნებს იღებენ. ხოლო სახლში მიცემული დამატებითი დავალება არაფერია თუ არა ძვირფასი დრო, რომელსაც ბავშვს უმოწყალოდ და უსარგებლოდ ვართმევთ. დაწყებითი კლასების ბავშვებს საშინაო დავალება არ სჭირდებათ - ამ დასკვნამდე მივიდა კვლევა. ამავე აზრს იზიარებს არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი, ეტა კრელოვეკიც. საშუალო კლასებშიც კი საშინაო დავალება ნაკლებ ეფექტს იძლევა. მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის მას უკვე მოაქვს სარგებელი, მაგრამ აქაც აუცილებელია ვიცოდეთ ზომა. მაგალითად, მოსწავლეებს, რომლებიც გამეორებაზე 1, 5 საათს ხარჯავენ, უკეთესი მოსწრება აქვთ, ვიდრე მათ, ვინც იმავე მიზნით 4 საათს ხარჯავს. მშვენიერია არა?!

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ არაჯეროვანი დავირვების შედეგად მიღებული დასკვნებია. მაგრამ არა! პროფესორმა კუპერმა, რომელმაც ამ თემაზე 1989 წელს 120 კვლევა ჩაატარა, 2006 წელს კი - დამატებით კიდევ 60, საბოლოოდ ვერ იპოვა საშინაო დავალების მყარი და ცალსახად დამარწმუნებელი პლიუსები. სამაგოეროდ გაარკვია, რომ იგი უარყოფით გავლენას ახდენს სკოლის მიმართ ბავშვების დამოკიდებულებაზე.

ბავშვისთვის, რომელიც ეს ესაა სწავლას იწყებს, აუცილებელია სწავლის მიმართ სიყვარულის განვითარება. ამის მაგივრად, საშინაო დავალება სკოლის, და ზოგადად მეცნიერების წინააღმდეგ განაწყობს და მომავალი 12 წელი ნამდვილ "კატორღად" ეჩვენებათ.
image

ყოველ საღამოს მშობლები არწმუნებენ, აძალებენ, უყვირიან შვილებს, რომლებსაც არ სურთ დავალების შესრულება. და იმის მაგივრად, რომ მძიმე დღის ბოლოს ოჯახის წევრებმა ერთმანეთი გაამხნევონ და ერთად დაისვენონ, დღე მთავრდება ჩხუბით...

ბავშვებს სჭირდებათ დიდების დახმარება. მაგრამ ამ დახმარების მიღების შემდეგ, ეჩვევიან იმას, რომ ყოველთვის მშობლის იმედზე იყვნენ. ამდენად, გარდა იმისა, რომ წარმოიშობა გამუდმებული კონფლიქტები და უკმაყოფილება, ხელი ეშლება ბავშვში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თვისების - პასუხისმგებლობის განვითარებას.





* დიუკის უნივერსიტეტი კერძო კლევითი უნივერსიტეტია, რომელიც 1838 წელს დაარსდა დურჰემში, ჩრდილოეთ კაროლინას შტატში. იგი დღესდღეობით ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს მსოფლიო საგანმანათლებლო ბაზარზე.



4
7501
8-ს მოსწონს
1-ს არა
6001
მომწონს
გასაჩივრება
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
27 ივლისი, 15:22
ასე მგონია ჩემს აზრებს ახმოვანებ
3 აპრილი, 16:45
სკოლაც უსარგებლო დროის ხარჯვაა! ბავშვებს ასწავლიან იმას რაც არას დროს არ გამოადგება, ძვირფასი დრო მიდის უაზრო ინფორმაციაზე,რომელიც არასოდეს არ გამოგვადგება, და ნიშნებზე, რომლებიც არასოდეს არ გამოგვადგება. 12 კლასი წესით 5 კლასამდე უნდა შემცირდეს, რადგან ყველა საგანში მთავარი საფუძვლებია, ხოლო საფუძვლების შესწავლას დიდი ხანი არ უნდა, ხოლო დარჩენილი დრო ბავშვმა უნდა დასარჯოს თავისი ინტერესების სფეროს შესწავლაზო, უნდა გეოგრაფიას ისწავლის, უნდა ფიზიკას და ნდა ხელოვნებას. თან სკოლაში ასწავლიან უაზრობებს, რაც სწავლის ბოლოს მოსწავლის იქით გაივლის, ამიტომ ბავშვები იძულებულნი არიან თვითგანვითარება და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თვისებებისა და ცოდნის გაუმჯობესებაზე, თავისი ინტერესების სფეროს შესწავლაზე საკუთარი ძვირფაასი დრო დახარჯონ. სხვა რამეა უნივერსიტეტი: იქ სრული თავისუფლებაა, და შეიძლება იმის სწავლა, რასაც საჭიროდ მიიჩნევ, და უაზრო ნიშნების გულისთვის არავინ გეკიდება ყელზე. სკოლა ერთგვარი ციხეა, რომელიც აჩვევს ბავშვს სრულ მორჩილებას უფროსობისადმი, იმას რომ უნდა აკეთოს ის, რასაც აკეთებენ სხვები და არ გამოირჩეოდეს სხვებისგან, სადაც ტვინს ულაყებენ უაზრობებით და ასწავლიან დაიჯერონ ყველაფერი, რასაც ეტყვიან. იცით რატომ? სისტემას არ უნდა ჩამოყალიბებული, რაციონალური და ჭკვიანი ადამიანი, სისტემას სჭირდება მონა, რომელიც ორს ორს მიუმატებს, ამოირჩევს იმ პრეზიდენტს, რომელსაც შეაჩეჩებენ, იმუშავებს რთულ სამუშაოზე რაღაც გროშების ფასად და დაემორჩილება მმართველს. სკოლა და დღევანდელი განათლების სისტემა ასეთი მონების ჩამოსაყალიბებელი დაწესებულებაა. და არ დამიწყოთ აქ რაღაც ბოდვა და საწინააღმდეგო არგუმენტების მოყვანა: ბავშვების უმრავლესობამ სკოლაში მისვლისას უკვე იცის წერა, კითხვა და თვლა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნორმალურ ადამიანს სჭირდება.
აქ არ წერია რომ მოსწავლეებმა დავალებები არ უნდა შეასრულონ. ეგ მხოლოდ დაწყებიტებზეა ნათქვამი. აქ წერია, რომ განსაზღვრული უნდა იყოს დავალებების რაოდენობა და არა იმდენი, რომ ღამეები ათიონ.
მოგვიანებით, ჰერეს კუპერმა, თავის მეტაანალიზში ჩამოაყალიბა საშინაო დავალების შესრულების წესები და მშობლებს დაავალა, რვეულის პირველ გვერდზე დაემაგრებინათ და მკაცრად დაეცვათ, რადგან კვლევებით დადასტურდა, რომ იმ მოსწავლეების ცოდნის დონე გაცილებით მაღალი იყო, რომლებიც საშინაო დავალებას ასრულებდნენ, ვიდრე იმ ბავშვებისა, რომლებიც მხოლოდ საკლასო დავალებებით შემოიფარგლებოდნენ. როგორც ჩანს, ბოლომდე არ წაგიკითხავთ ამ ნიჭიერი მკვლევრის ნაშრომი.
0 1 4