x
image
მაკუნა
Mediator image
პორნოებზე გავრცელების ექსკლუზივი საქართველოში მხოლოდ შსს-ს აქვს

imageუცნაური ქვეყანაა საქართველო, ხელისუფლება რომელიც ქვეყნის სათავეში დიდწილად სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი აგრესიული და რეალური პორნოკადრების გავრცელების შედეგად მოვიდა, ამჯერად ნაცვლადიმისა რომ, დანაშაულებრივი სექსუალური ძალადობის რალური ფაქტები გამოეძია და დამნაშავეები
მკაცრად დაესაჯა, დაკავებულია ფრანგი კონორეჟისორის,
გასპარ ნოეს ფილმის „love“ გამავრცელებელთა გამოვლენით და დასჯით.
ინფორმაცია ამის შესახებ პირველად ორგანიზაცია“, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ გაავრცელა, საპასუხოდ კი შსს-მ განცხადება გააკეთა და გამოძიების
მიზეზად მოქმედი კანონმდებლობის დაცვა და აღსრულება დაასახელა.
„კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის
საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე. საქართველოში პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება აკრძალულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. ამასთან, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, „მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით“.
აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, დანიშნონ ალტერნატიული ექსპერტიზა“ - განაცხადეს შსს-ში.
გიორგი მშვენიერაძე შსს განცხადებას დეზინფორმაციულს უწოდებს და განმარტავს, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონის თანახმად, "მაუწყებლობის ტრანზიტი – ავტორიზებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. უცვლელი სახით გადაცემაში იგულისხმება ის შემთხვევაც, როცა სამაუწყებლო ბადეში ცვლილების მიუხედავად კომისია მიიჩნევს, რომ არსებითად ხორციელდება მაუწყებლის ტელე- ან რადიოარხის ტრანზიტი;" შესაბამისად ცხადია, რომ მაუწყებლობის ტრანზიტის მიმწოდებელი პირები არანაირად არ არიან ინტერნეტ ვებგვერდების მესაკუთრეები. შსს-ში ან უვიცები არიან, ან შეგნებულად დეზინფორმაციას ავრცელებენ და მათი საქციელი უფრო ცენზურას გავს, ვიდრე კანონის დაცვას, მითუფრო რომ არ არსებობს ჯერ კანონი, რომელიც ინტერნეტსივრცესდაარეგულირებს.

რაც შეეხება თავად ფილმს, კრიტიკოსები როგორც ხელოვნების ნიმუშს მას საკმაოდ ცუდ შეფასებას აძლევენ. კინომცოდნე გოგი გვახარიას აზრით, „სიყვარული“ საკმაოდ ცუდი ფილმია, თუმცა არაა პორნოგრაფია და მის გამო ასეთი ამბის ატეხვვა უფრო ცენზურასთანაა ახლოს, ვიდრე პორნოგრაფიასთან ბრძოლასთან.
„ცუდია, რომ ამ ცუდი ფილმის გამო ატყდა ეს ამბავი, მაგრამ ეს არაა პორნოგრაფია“-
ამბობს გვახარია.
საინტერესოა რა ხდება ამ ფილმის გავრცელების მხრივ თავად საფრანგეთში, საფრანგეთში მოღვაწე მწერალი და პუბლიცისტი პაატა ქურდაძე განმარტავს, ეს არაა
იმ დონის ფილმი, მითუმეტეს დანაშაულებრივი კუთხით, რომ მას ამდენი დრო დაუთმოს შსს-მ.
„ ეს ფილმი შუაღამის სეანსზე აჩვენეს, საერთოდ კი კინოთეატრებში საფრანგეთში 18 წლის ასაკამდე მისი ჩვენება აკრძალულია.ინტერნეტში მისი ნახვა კი საერთოდ შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ აქ საავტორო
უფლებებს იცავენ.
ხოლო ჟურნალი „ტელერამა“ ( გარწმუნებთ კინოს რაც შეეხება
ძალიან ანგარიშგასაწევი ჟურნალია) ამ სტატიაში ფილმს კინემატოგრაფიული ანანიზმის მწვერვალს უწოდებს და აღნიშნავს რომ ეს ჰეტერო-ბლეროებისთვის გადაღებული ფილმი, რომლის ყველაზე
ცხელი სცენები 3D -ია, კანში ნაჩვენები იყო როგორც პორნო არტის ნიმუში.
მეორე საკითხია, რას ნიშნავს გამოძიების დაწყება იმ საიტებთან მიმართებაში,
რომლებმაც ეს ფილმი განათავსეს და არ მიუთითეს რომ მისი ნახვა 18 წლამდე არ შეიძლება.
მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროპული გაგებით - პირველ რიგში საქმეს საიტების მიმართ უნდა აწარმოებდეს პირატული ფილმების განთავსებისთვის და მერე იძიებდეს ამ ფილმების შინაარსს, თუკი საერთოდ შინაარსი
შედის მის კომპეტენციაში ქართული კანონმდებლობით.
საერთოდ არ ვიცი შსს-ს რატომ ეხება ეს ამბავი. ის რაცმათ გამოსაძიებელი აქვთ პორნოგრაფია კი არა, კრიმინალური საგამოძიებო მასალებია, რაც შეეხება პორნოს,
ეს ყველგან კონტროლდება და სულაც არ არის გასაკვირი, მხოლოდ ამას
შსს რატომ აკეთებს ავიცი, ამისთვის არსებობენ სხვა სამსახურები.“
აღსანიშნავია ასევე, რომ გასპარ ნოეს ეს ნამუშევარი ნაჩვენები იყო ბათუმის საავტორო
კინოს მეათე საერთაშორისო ფესტივალზე და მისი პორნოგრაფიული ხასიათი, მაშინ არავის გაუპროტესტებია და არც კულტურის სამინისტროს გაუცია ფილმთან დაკავშირებით რაიმე დირექტივები.
თუმცა კინოსურათ „სიყვარულთან“ დაკავშირებით, საინტერესოა კიდევ ერთი
დეტალი, როგორც ირკვევა, ის უკვე რუსეთში აკრძალული ფილმთა სიაშია.
რუსეთის ფართო ეკრანებზე ფილმი 3 სექტემბრიდან უნდა
გასულიყო, მაგრამ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ მას მხოლოდ კინოფესტივალებზე ჩვენების უფლება დართეს.
არადა, გაქირავების კომპანია აცხადებდა, რომ ფილმის Soft ვერსია გავიდოდა ეკრანზე, რაც ღია სცენების დროს ფილმიდან მათ ამოჭრას ან რეტუშირებას გულისხმობს. ამასთან, ფილმი +18 ნიშნით და ღამის კინოსეანსის დროს უნდა გასულიყო.
თავად სურათის ავტორი გასპარ ნოე კი მიიჩნევს, რომ მისი ფილმისთვის შეზღუდვა
+12 უკვე საკმარისი იქნებოდა და ეს არა პორნოგრაფიული სურათი, არამედ რეალური შეგრძნებები და ცხოვრებისეული კადრებია.
მოკლედ, ასეა თუ ისე ძიება დაწყებულია, სავარაუდო შედეგი
ონლაინ-საიტების სანქცია იქნება, უბრალოდ სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია შსს-ს ძიების პრიორიტეტები, მაშინ როცა ზუგდიდში და სხვა რაიონებში „კასრების“ ცნობილი სექსუალურ-ძალადობრივი და დანაშაულებრივი ფაქტები დღისით-მზისით, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე აჩვენეს დიდ ეკრანებზე.
შემზარავი სექსუალურინძალადობის გამავრცელებლების და მჩვენებლების მიმართ საქმეც კი არ აღძრულა, დასჯაზე
ხომ საუბარი ზედმეტია. კარდრების ავტორები და პოლიტიკური დამკვეთები კი დღესაც მთავარპოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად რჩება ქვეყანაში. სექსუალური- ძალადობრივი ვიდეოკადრების დიდი ნაწილი კი ახლაც ინახება შსს-ში და სავარაუდოდ პოლიტიკურ იარაღად არაერთხელ იქნება გამოყენებული საჭირო დროს.
აქედან, ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება პორნოებზე გავრცელების
ექსკლუზივი დღეს საქართველოში მხოლოდ შსს-ს აქვს.

0
167
2-ს მოსწონს
ავტორი:მაკუნა
მაკუნა
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0