x
მინდა შეგიმკო თმები გვირილით - ხუტა ბერულავა
20 მარტი, 22:26

image

მინდა შეგიმკო თმები გვირილით,
მაგრამ შორსა ხარ ჩემგან ძალიან:
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.


ცხოვრება მიჰქრის ნაიღვარივით
და ჩემთვის თითქოს არა სცალია…
მქვია მდიდარი? მქვია ღარიბი?
მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია.


ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები,
მინდა შეგიკრა ოქროს გალია!
მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი,
განა არა გრძნობ, შენი ბრალია.


გადაუარეს ბაღებს ქარებმა,
და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია…
ჩემი სიმშვიდეც და მღელვარებაც
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!

image

105
13-ს მოსწონს
4
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
21 მარტი, 0:05
მე კარგახანია ვიციიიი წლებია
:)
20 მარტი, 22:57
მე პირველად წავიკითხე ( ჩემდა სამარცხვინოდ) და დიდი სიამოვნება მივიღე...მინდოდა სხვასაც ეგრძნო ამ ლექსის სილამაზე.
20 მარტი, 22:51
მიყვარს ეს ლექსი
20 მარტი, 22:40
ჩემი სიცილი, ჩემი ტირილი —
იცოდეს ყველამ — შენი ბრალია.
0 1 5
ნიკო გომელაურის ლექსი-ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელსნიკო გომელაურის ლექსი-ნეტავ,ვის ვეტყვი უმთავრეს სათქმელს
ჩვენ ავირჩიეთ ერთხელ ბარაბა და იმის მერე ვაწყდებით ნ...
უსიყვარულოდ- გალაქტიონ ტაბიძეუსიყვარულოდ- გალაქტიონ ტაბიძე
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულ...
"ღამით სიჩუმე ბარდნის""ღამით სიჩუმე ბარდნის"
რა ლამაზია, რა ნაზი, ღამით სიჩუმე ბარდნის, მარტო ვზივარ და ზეცით, ფიქრთა წვეთე...
პირველი ღამე– გოეთეპირველი ღამე– გოეთე
პირველი ღამე გიღელავს გული და ეძახი ტრფობის წუთს უჩვევს, ნატრობ ნადიმი საქორწილო დ...
ჰოლივუდის ყველაზე საძულველი მსახიობებიჰოლივუდის ყველაზე საძულველი მსახიობები
აღმოჩნდა, რომ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები მხოლოდ ყველაზე ლამაზების,...
ბავშვობაში დარჩენილი სიყვარული...ბავშვობაში დარჩენილი სიყვარული...
ერთი წლის მანძილზე გუშინ პირველად ჩავედი სოფელში, სოფელში სადაც ულამაზესი ბავ...
გაგა გოგრიჭიანი - ვფიქრობ რომ ეს ლექსი ყველამ უნდა იცოდეს....გაგა გოგრიჭიანი - ვფიქრობ რომ ეს ლექსი ყველამ უნდა იცოდეს....
ეგ კაბა არ გინდა- სხვა კაბა ჩაიცვი, რაც უნდათ ...
შექსპირის სონეტები 66; 73; 93; 95; 96; 125შექსპირის სონეტები 66; 73; 93; 95; 96; 125
66. ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა, რადგან მათხოვრა...
სადღეგრძელოებისადღეგრძელოები
დღეს მე შემოგთავაზებთ ქართული სუფრის ულამაზეს სადღეგრძელოებს თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :)) ...
სულის სახეცვლილებასულის სახეცვლილება
ბევრი ადამიანი ბავშვობიდან ფიქრობს , რა არის სული? რატომაა გამომწყვეული სხეულში ? როგორია ი...
დამივიწყე, თუ შეძლებ ... დასასრულიდამივიწყე, თუ შეძლებ ... დასასრული
ახალი დილა და ახალი ცხოვრების დასაწყისი... თინამ გაღვიძებისთანავე საკუთარი...