x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134481
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508533
შხამიანი ორქიდეა, მეტსახელად "დრაკონი" ანუ ყველაზე სასტიკი ქალი-დიქტატორი მსოფლიოს ისტორიაში
ჩინეთის უკანასკნელ ქალ-იმპერატორ ცი-სისთან შედარებით მამაკაცი-დიქტატორები უცოდელ ბავშვებად მოგეჩვენებოდათ. "ქალ-დრაკონად" წოდებული მმართველი 50-ზე მეტი წლის განმავლობაში მართავდა თავის იმპერიას, ახრჩობდა რა ქვეყანას სისხლში და უნერგავდა მის ქვეშევრდომებს საშინელ შიშის ზარს.


image


ის 1835 წელს დაიბადა უბრალო ჩინოვნიკის ოჯახში.. გოგონას ლანიერი -"ორქიდეა" დაარქეს. დედა პატარაობიდანვე იყო დარწმუნებული, რომ მისი შვილი იღბლიანი და წარმატებული გახდებოდა - ქალს მშობიარობის წინა ღამით დაესიზმრა, რომ მისი მუცლიდან მთვარე გამოვიდა. ლანიერს ბავშვობიდანვე ჰქონდა ზიზღი იმ ღარიბული დასახლების და ზოგადად, იმ სიდუხჭირის მიმართ, რომელშიც ის ცხოვრობდა. მშობლებმა, გაჭირვების მიუხედავად, მოახერხეს და გოგონას შეძლებისდაგვარად ნორმალური განათლება მიაღებინეს. როცა ლანიერი წამოიზარდა, მან მიზნად დაისახა, რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა, მდიდარი და წარმატებული გამხდარიყო. სწორედ იმ ხანებში გამოცხადდა კონკურსი იმპერატორის ხარჭის ვაკანსიაზე. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ეს დასახული მიზნისაკენ მიმავალი შესანიშნავი გზა იყო.



"ზეცის შვილს", იმპერატორ სიანფინს კანონიერი ცოლი და 70 ხარჭა უკვე ჰყავდა. გარდა ამისა, მას უფლება ჰქონდა ესარგებლა 2000-დე იმ ქალის მომსახურეობით, რომლებიც მის სასახლეში ცხოვრობდნენ და იმპერატორის ოჯახს ემსახურებოდნენ.


ლანიერმა კონკურსი გაიარა, თუმცა მხოლოდ მეხუთე, ყველაზე დაბალი რანგის ხარჭებში შეძლო მოხვედრა, "დახურული ქალაქის" (ადგილი, სადაც იმპერატორის ჰარამხანა მდებარეობდა) უკიდეგანო ბაღის განაპირას მდებარე პატარა სახლში მცხოვრები ლანიერი იმპერატორის მიმართ საშინელმა შიშმა შეიპყრო, ოღონდ არა მასთან შეხვედრის შიშმა -ამაზე გოგონა მხოლოდ ოცნებობდა, - მას ეშინოდა, ისე არ გასულიყო წლები, რომ იმპერატორის ყურადღების მიქცევა ვერც კი მოეხერხებინა.


ლანიერს არ შეეძლო გულხელდაკრეფილი მჯდარიყო და დალოდებოდა იმპერატორთან შეხვედრას, მან დაიწყო ბაღში სეირნობა, სიანფინის მოსასვენებელ ოთახებთან ახლოს ხეტიალი იმის იმედით, რომ ადრე თუ გვიან მისი უბრწყინვალესობა შეამჩნევდა ქალიშვილს და თავის საძინებელში მიიპატიჟებდა მას.


ლანიერს დაავალეს ბაღის გარკვეული ნაწილის მოვლა-დასუფთავება და ამაში მცირე თანხას უხდიდნენ. სხვა გოგონებივით ის სულაც არ ფლანგავდა ფულს უბრალო მორთულობებში, არამედ აგროვებდა და თითოეულ მონეტას თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა - მან გათვალა, რომ აქტიურად უნდა ემოქმედა და ბედის მოლოდინის იმედად არ უნდა ყოფილიყო..


image


დააგროვა რა ცოტაოდები თანხა, გოგონამ ფულით სავსე ქისა ქრთამის სახით მისცა სასახლის მთავარ საჭურისს, სამაგიეროდ კი მისგან გებულობდა სიახლეებს საიმპერატორო ოჯახის შესახებ: ასე შეიტყო მან, რომ სიანფინს სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ხოლო დედოფალი უშვილო იყო და ტახტის მემკვიდრეს ვერასოდეს გააჩენდა.


ლანიერმა გადაწყვიტა ემოქმედა: მან თავისი პატარა სახლის გარშემო ორქიდეები დარგო, ხოლო სახლის კედლები ათასგვარი სურათებით მოხატა. ერთხელაც, როცა იმპერატორს ბაღში ტახტრევანით ასეირნებდნენ, ლანიერის მიერ მოსყიდულმა მსახურებმა მარშრუტი შეცვალეს და ტახტრევანი ორქიდეებით გარშემორტყმული სახლის წინ ჩაატარეს. დაინახა რა თავისი საოცნებო პრინცი, ლანიერმა სიმღერა დაიწყო. მისმა არც ისე ძლიერმა, მაგრამ სუფთა ხმამ იმპერატორის ყურადღება მიიქცია, მან მოისურვა ენახა ამ ხმის პატრონი და ლანიერს ესტუმრა სახლში. იმავე საღამოს მოსამსახურეებმა გოგონას სხეული სურნელოვანი ეთერზეთებით და ვარდის ფურცლებით დაუზილეს, მოახვიეს ქარზე მსუბუქი გედის ბეწვის მოსასხამი და იმპერატორის საძინებელში მიიყვანეს, რათა მას გაებედნიერებინა ქალიშვილი. "გაბედნიერების" პროცესი საკმაოდ ხშირად მეორდებოდა.


მოსამსახურეებთან ახლოს კავშირი ლანიერს დიდად დაეხმარა აღმოჩენილიყო საჭირო დროს საჭირო ადგილას – ის დაუახლოვდა იმპერატორის მეუღლეს ცი-ანს და მისი მესაიდუმლეც კი გახდა. მოგვიანებით ცი-ანმა ლანიერი დაასახელა ერთადერთ ქალად, რომელიც ღირსი იყო იმპერატორისათვის მემკვიდრე გაეჩინა. ის ისე ენდობოდა მას, როგორც საკუთარ თავს.


image

ამასთანავე იმპერატორის ახალმა ფავორიტმა კარგად იცოდა, რომ მის ცხოვრებაში ყოველდღე შეიძლება გამოჩენილიყო ახალი ქალიშვილი, რომელიც მის ადგილს დაიჭერდა სათაყვანო მამაკაცის გულში და მან უმოწყალოდ დაიწყო კონკურენტების ჩამოშორება გზიდან. ზოგ მათგანს წამლავდა, ზოგს სახეს უმახინჯებდა, ზოგსაც სასტიკად სჯიდა, პოულობდა რა ფორმალურ მიზეზს ამ სასჯელისათვის. მოკლედ, ლანიერი ცინიკურად აფრთხილებდა დანარჩენ ხარჭებს : გზიდან ჩამომეცალეთ, თორემ კარგი დღე არც თქვენ დაგადგებათო.

მისი ყველას ეშინოდა, მაგრამ რომელიღაც გამბედავმა მაინც გარისკა და იმპერატორს მოახსენა ლანიერის მიერ ჩადენილი მზაკვრობების ამბავი. სიანფინი ჯერ არ იჯერებდა, რომ ნაზი და მოსიყვარულე გოგონა ამდენი ბოროტების ჩამდენი იყო, მაგრამ როცა ქალებმა მას ნივთიერი მტკიცებები წარუდგინეს, მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა თავისთან მოიხმო ლანიერი და ახსნა-განმარტება მოთხოვა.


მოსყიდული მსახურებისაგან წინასწარ გაფრთხილებული ლანეირი მთვარესავით გაფითრებული წარსდგა იმპერატორის წონაშე, მუხლებზე დაჩოქილი ცრემლების ფრქვევით უმტკიცებდა მას, რომ ის უდანაშაულოა და ყველაფერი მოშურნეებმა მოუგონეს, ბოლოს მან გულის წასვლის სცენა გაითამაშა, თუმცა მანამდე მოასწრო თქმა, რომ ის ფეხმძიმედაა.ამ სიტყვებმა საოცრად იმოქმედა იმპპერატორზე: მან იმწამსვე აპატია ლანიერს ყველა დანაშაული.


სინამდვილეში ლანიერი სულაც არ იყო ფეხმძიმედ, მას ეს ტყუილი თავისი ვერაგი გეგმის განსახორციელებლად ესაჭიროებოდა.

ქალმა იცოდა, რომ ერთ-ერთი ხარჭა, სახელად ჩუ-ინი, მართლაც იყო მეფისგან ორსულად. ლანიერი მას მოწამვლით დაემუქრა, თუ მის ნებას არ შეასრულებდა. შეშინებული ქალიც დაეთანხმა მას. ლანიერმა ის სასახლის ყველაზე შორეულ ოთახში ჩაკეტა, თავად კი ოსტატურად თამაშობდა ფეხმძიმობას. როცა ჩუ-ინს ბავშვი გაუჩნდა, წაართვა მას ბავშვი და თავისად გაასაღა, ხოლო საბრალო დედა, მიუხედავად იმისა, რომ მუხლმოყრილი ევედრებოდა ცოცხლად დატოვებას, ერთგულ მსახურებს დაახრჩობინა.


პატარა ტუნჯი (ასე დაარქვეს ბავშვს) ლანიერის უვადო საშვი გახდა იმპერატორის აპარტამენტებში შესასვლელად. ქალს სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდნენ იმპერატორის მარჯვნივ მჯდომს ოფიციალურ მიღებებსა და ცერემონიებზე. ის საკმაოდ ხშირად ერეოდა სახელმწიფოს მართვის საქმეებშიც. ერთადერთი, რაც მას არ აღელვებდა, ტუნჯი იყო-ქალს ბავშვი სასტიკად ეჯავრებოდა.


1861 წელს იმპერატორი მოულოდნელად გარდაიცვალა უბრალო გაციებით მას შემდეგ, რაც ნავით ტბაზე გასეირნებისას გაუგებარი მიზეზების გამო ნავი გადაუბრუნდა და ცივ წყალში დასველდა. მისი ქვრივი ცი-ანი გულწრფელად გლოვობდა ქმარს. ლანიერს, როგორც შეეძლო, მას ანუგეშებდა. იმისათვის, რომ მწარე ცხოვრება როგორმე დაეტკბო, ვერაგმა ქალმა დედოფალს რამოდენიმე ცალი ნამცხვარი გაუგზავნა. ცი-ანმა სიამოვნებით გასინჯა ტკბილეული, თუმცა ეს ნუგბარი მისთვის საბედისწერო გამოდგა: რამოდენიმე წუთის შედეგ მან სასტიკი წამებით დალია სული. (უნდა ავღნიშნოთ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ლანიერს საწამლავების უზარმაზარი კოლექცია ჰქონდა დაგროვებული). ტუნჯი ჯერ მხოლოდ 4 წლის იყო. საიმპერატორო ტახტი ცარიელი აღმოჩნდა. ლანიერი რეგენტი გახდა-მიზნისაკენ მიმავალ გზაზე ის არაფერს ზოგავდა. ქალმა მიაღწია საწადელს და იმპერატორის ტახტი დაისაკუთრა.


image


ლანიერის პირადი ცხოვრება (მას შემდეგ, რაც იმპერატორი გახდა, მან სახელად ცი-სი დაირქვა, რაც გულმოწყალებას და სათნოებას ნიშნავდა) მჩქეფარედ მიედინებოდა მის საძინებელში, სადაც, გადმოცემის მიხედვით, ყოველ ღამეს ახალ-ახალი ჭაბუკები შეჰყავდათ, მაგრამ სიღარიბეში გაზრდილ ქალს ყველაზე მეტად ამქვეყნად მაინც ფული და ძვირფასეულობა უყვარდა. ცდილობდნენ რა მისი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ, კარისკაცები არ ერიდებოდნენ მისთვის ქრთამის მიცემას. ამბობდნენ, რომ ერთმა ფეოდალმა ცი-სის ოთხი ტომარა მარგალიტის თვალი მიუტანა ძღვნად.


კარისკაცებს და მოსამსახურეებს სიკვდილივით ეშინოდათ სასტიკი იმპერატორის. ის თავს ირთობდა თეატრით-თავს ხელოვნების მფარველად თვლიდა, უცხო სტუმრების და ელჩების თვალში ცდილობდა გულმოწყალე და კეთილი დედოფლის როლი ეთამაშა, მაგრამ ამ "გულმოწყალეს" ხალხი ჩუმად დრაკონს უწოდებდა. ყველას კარგად ახსოვდა, რომ ტახტზე ასვლისათვის მან მხეცურად მოკლა მთავარი ოპონენტი სიუ-შენი და უმოწყალოდ აავსო სისხლით პეკინის ქუჩები - დახოცა რა 5000-ზე მეტი ადამიანი, ვინც მისი გამეფების წინააღდეგი იყო. ყველას კარგად ახსოვდა, რომ ეშაფოტის წინ მჯდარი გაღიმებული სახით მიირთმევდა ჟასმინის ჩაის მაშინ, როცა ერთმანეთის მიყოლებით კვეთდნენ თავებს უბედურ ადამიანებს. მთელმა პეკინმა იცოდა, თუ რა სასტიკად უსწორდებოდა ის ყველას, ვინც კი გაბედავდა და მისი არამეფური წარმომავლობის შესახებ ხმას ამოიღებდა...


მაგრამ ტუნჯი გაიზარდა. ოჰ, რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა ცი-სიმ მაშინ, როცა თავად მოუძებნა მას საცოლე-ჭკვიანი და ლამაზი ალუტე. ქალიშვილმა ტუნჯის თვალები აუხილა და ცი-სის მიერ ჩადენილი უსამართლობები დაანახა, თუმცა რა იცოდა უცოდველმა გოგონამ, რომ ეს ყველაფერი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდებოდა.

ძალზე ბევრი ძალისხმევა დასჭირდა ვერაგ დიქტატორს, რომ ტუნჯი ალუტეს ღალატში დაერწმუნებინა. ვაჟს ძალიან უყვარდა ცოლი, მაგრამ საშინლად ეშინოდა დიქტატორი დედის. ამ წინააღმდეგობამ გატეხა ტუნჯი-მან დაიწყო სმა, გართობა და უცხო ქალიშვილებთან ცდილობდა თავისი დარდის დავიწყებას. მალე ის სიფილისით გარდაიცვალა; ამბობდნენ, რომ დედამ ექიმებს სასტიკად აუკრძალა მისთვის წამლის მიცემა. მისი სიკვდილიდან სულ რამოდენიმე კვირაში მეტად უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა ალუტეც - სასახლის კარზე ოფიციალურად განაცხადეს, რომ ის დარდისაგან მოკვდა.


სამწუხაროდ, როგორც არ უნდა დაეტრიალებინა ბედის ხლართი ცი-სის, რამდენი შპიონიც არ უნდა ჰყოლოდა და რამდენი კარისკაცი და მოსამსახურეც არ უნდა მოესყიდა, ქვეყანაში სულ უფრო და უფრო იმატებდა არეულობა და ბუნტი და სულ უფრო ხშირად ხდებოდა აჯანყებები სასტიკი დიქტატორის წინააღმდეგ. ქალი-დრაკონი სისხლით ახშობდა მათ. მოღალატე მოსამსახურეებს და კარისკაცებს ჭებში ყრიდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა ძირს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების თავები; ერთმა გავლენიანმა კარისკაცმა თავი ტუნჯის და ალუტეს საფლავზე მოიკლა, დატოვა რა წერილი, რომელშიც ტახტის მემკვიდრის სიკვდილში ცი-სის ადანაშაულებდა. როცა ამ წერილის შინაარსი იმპერატორამდე მივიდა, მან თავისი გულმოწყალების საჩვენებლად გახსნა რამოდენიმე ბაზრობა, საიდანაც შემოსული ფულით ღარიბებს კვებავდნენ-ასეთი მარტივი ხრიკებით ცდილობდა ის ქვეშევრდომების გულის მოგებას.


image


ცი-სის ძალიან დიდი შიში ჰქონდათ უცხოელებსაც. მისმა ''დახურული კარის პოლიტიკამ'' ძლიერ შეაფერხა ჩინეთის განვითარება -ქვეყანა უცხოელებისათვის დაკეტილი იყო. ქვეყნის მიერ განცდილი მთელი რიგი სამხედროს მარცხის შემდეგ (საფრანგეთ-ჩინეთის ომში 1884-1885 წლებში და ჩინეთ-იაპონიის ომში 1894-1895 წლებში) ჩინეთში კიდევ უფრო იმძლავრა უსიამოვნებებმა, რეფორმატორებმა და რევოლუციონერებმა მასიური გამოსვლა დაიწყეს სუნ იანსენის მეთაურობით, ხოლო 1899 წელს მთელ ჩინეთს გადაუარა აჯანყებების ტალღამ, რომელიც ისტორიაში ''მოკრივეების აჯანყების'' სახელწოდებითაა ცნობილი.


ქვეყანაში კონსტიტუციურმა მონარქიამ გაიმარჯვა. ამან ცი-სი საშინელ დეპრესიაში ჩააგდო. ქალმა-დიქტატორმა ხსნა ევროპულ სიახლეებში-ელექტროობასა და ფოტოგრაფიაში იპოვა. მას საოცრად უყვარდა სურათების გადაღება და სასახლეში სამთვლიანი ველოსიპედით სეირნობა.


1907 წელს ცი-სიმ ინსულტი გადაიტანა. 1908 წლის 14 ნოემბერს კი მისი ნათესავი გუანსოი, ჩინეთის ბოლოსწინა იმპერატორი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ისიც ცი-სიმ მოწამლა. ქალს არ სურდა ახალგაზრდა კაცს, რომელმაც მას ტახტი წაართვა, მასზე დიდხანს ეცოცხლა. მისი სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ცი-სი ლოგინად ჩავარდა. ქალი-დრაკონის ბოლო სიტყვები იყო :


"მე არაფერი სასიკეთო არ გამიკეთებია ქვეყნისათვის. არასოდეს ანდოთ ძალაუფლება ქალს!"... შესაძლებელია, ეს იყო გონების უკანასკნელი და ერთადერთი გამონათება სასტიკი და დაუნდობელი იმპერატორი ქალისა, რომელსაც ხალხმა მეტსახელად "ქალი-დრაკონი" და "შხამიანი ორქიდეა" შეარქვა.



2
1157
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1157
  
2016, 21 მარტი, 0:43
ინ, მაგან მეც დამაინტერესა, მაგრამ არსად აღარ იყო მის ბიოგრაფიაში მშობლები ნახსენები
2016, 21 მარტი, 0:39
თვალის დახამხამებაც კი დამენანა ისეთი საინტერესო იყო,და ერთი კითხვა დამებადა ბოლოს,-საბრალო მშობლებს თუ მოექცა გულმოწყალედ?
0 1 2