x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ისინი ვისთვისაც ვცოცხლობთ *_*
image
მიყვარს წაბლიფერი, ოდნავ კულულებით

თმები უწესრიგოდ ქარში გაფანტული.

მიყვარს ნუშისებრი, ცისფერი თვალებით

წრფელი გამოხატვა შენი სიყვარულის.



მიყვარს წარბები და მოგრძო წამწამები

მაღლა აწეული, აღფრთოვანებული.

მიყვარს მაგ ტუჩებს, რომ ბავშვური ღიმილით

თან სდევს ეშმაკური, თბილი გამოხედვა.


მიყვარს ნაბიჯები გზაზე არეული,

გაუბედავი და ცოტა დაბნეული,

უკან მობრუნება, ისევ მიბრუნება,

სიამაყისაგან თავი აწეული.


მიყვარს წილის წინ, რომ ჩემს ხელს შენი ხელით

ეძებ დაუღლელად, თან პატარა თითებით,

როცა მოძებნი და მშვიდი ამოსუნთქვით

სიზმრებს ფერადოვანს ძილით უერთდები.


*მიყვარხარ პატარა*


3
148
7-ს მოსწონს
ავტორი:PAPILLON
PAPILLON
148
  
2012, 11 ივნისი, 14:32
კი რასაც ვწერ სტატიებს ძირითადად ჩემია ხოლმე.
2012, 9 ივნისი, 20:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3