x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134482
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
თაფლის გამოყენების 25 უჩვეულო ხერხი

image

ფუტკრები ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არსებები არიან დედამიწის ზურგზე. ისინი თაფლს ცარცული პერიოდიდან აწარმოებენ ანუ იმ პერიოდიდან, როდესაც პლანეტაზე დინოზავრები სეირნობდნენ (100 მლნ. წ. წინ). მათზე უფრო შრომისმოყვარე, არავინ არიდ ჩვენს პლანეტაზე. მაგ., 454 მილიგრამი თაფლის მოსამზადებლად, ფუტკარი 2 მილიონ ყვავილზე უნდა დაჯდეს და 88 514 კმ. უნდა გაიფრინოს. მიუხედავად ასეთი თავგანწირვისა, ერთი საშუალო სტატისტიკური ფუტკარი, თავისი მოკლე სიცოცხლის მანძილზე (28-35 დღე), მხოლოდ 1/12 ჩაის კოვზ თაფლს ამზადებს. ეს პატარა მწერები, სკიდან, 3 კმ-ის ფარგლებში დაფრინავენ, რაც მათი ზომის გათვალისწინებით, იგივეა რომ ადამიანმა 204 კმ. გაიაროს.
თაფლი, რომელსაც ფუტკრები აწარმოებენ, ბევრი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მას მედიცინაში, კულინარიაში და ფოლკლორშიც კი იყენებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ თაფლის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ კარგად იხსნება ცხელ წყალში, რაც თაფლიანი ჩაის დალევის შესაძლებლობას იძლევა ან ის, რომ ერთი კოვზი თაფლის ყოველდღიურად მიღება, ადამიანს ენერგიას მატებს. მაგრამ ამ უნიკალური პროდუქის გამოყენების სხვა ხერხებიც არსებობს:

თაფლი მეხსიერებას აუმჯობესებს
imageთაფლი ძირითადად ნახშირწყლებისგან და წყლისგან შედგება, ასევე შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. ეს ნივთიერებები ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან, რამაც შეიძლება მეხსიერების დაქვეითება გამოიწვიოს (კალციუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადასაცემად, ნერვულ უჯრედებსა და თავის ტვინს შორის).


თაფლის დამატებით, ნამცხვარი უფრო ნაზი ხდება
imageთაფლი ტკბილია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია შაქრის შეცვლა ცხობის დროს. გარდა ამისა, თაფლს დამატენიანებელი თვისება აქვს და ამის გამო, ის იზიდავს და აკავებს წყლის მოლეკულებს. თაფლით გამომცხვარი ტორტები და ნამცხვრები ბევრად უფრო რბილი გამოდის, ვიდრე შაქრით ცხობის დროს.

თაფლი შაქარზე უფრო ტკბილია, ამიტომ, თუ ცხობისას, შაქარს თაფლით ჩაანაცვლებთ, რეცეფტში მითითებული რაოდენობა, 40%-ით უნდა შეამციროთ.


თაფლი ნაბახუსევის დროს გამოიყენება
imageიმის გამო, რომ თაფლი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, 1 ს. კოვზი თაფლის მიღების ან ჩაიში გამოყენების შემთხვევაში, ორგანიზმის მიერ ალკოჰოლის გადამუშავება უფრო სწრაფად ხდება, რაც ნაბახუსევის სრულ გაქრობას ან ამ პროცესის დაჩქარებას იწვევს.


თაფლი, როგორც სახის სკრაბი
imageსკრაბების უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც სხვადასხვა სახის ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს, თაფლი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის კანს მკვდარი უჯრედებისგან და ბაქტერიებისგან ასუფთავებს. თაფლის სკრაბის მოსამზადებლად, შეურიეთ თაფლი ქოქოსის ზეთს, პროპორციით 1:2 და გამოიყენეთ როგორც სახის ჩვეულებრივი სკრაბი.


თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი
imageთაფლის დადება ჭრილობაზეც შეიძლება. ის შეხორცების პროცესსაც აჩქარებს და არც ბაქტერიებს მისცემს გავრცელების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მუქი არის თაფლი, მით უფრო დიდია მისი ანტიბაქტერიალური თვისება.

ხველების საწინააღმდეგო წამალი
imageკვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს ხველების დროს, ვიდრე აფთიაქში ნაყიდი ანტიჰისტამინური საშულებები.

თაფლი – დამხმარე დიეტის დროს
imageთაფლს შეუძლია მეტაბოლიზმის პროცესის დაჩქარება. ამ პროცესს მწვანე ჩაიც აჩქარებს. თუ ადამიანი დიეტაზეა და მწვანე ჩაის მიიღებს თაფლთან ერთად – ეს მეტაბოლიზმის ორმაგ ეფექტს გამოიწვევს.

თაფლი უძილობის მკურნალი
imageადამიანებს, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ძილის წინ, 1 კოვზი თაფლი უნდა მიიღონ ან თაფლიანი ჩაი დალიონ. შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, ასტიმულირებს სეროტონინის და მელატონინის გამომუშავებას, რაც საბოლოო ჯამში, მშვიდ ძილს იწვევს.

თაფლი იარებს აუფერულებს
imageიარის შესანიღბავად, საჭიროა თანაბარი რაოდენობით თაფლის და ქოქოსის ან ზეითუნის ზეთის შერევა და იარაში შეზელა. იარის გადახვევისა და 15 წუთით თბილი კომპრესის დადების შემდეგ, ის ბევრად უფრო შეუმჩნეველი ხდება.

თაფლი ალერგიის წინააღმდეგ
imageდღესდღეობით უამრავი კვლევა ტარდება იმის დასადგენად, თუ რამდენად ეფექტურად მოქმედებს თაფლი ალერგიის წინააღმდეგ. მართალია კვლევები ჯერ არ დასრულებულა და დასკვნაც არ არსებობს, მაგრამ ექიმი-ნატუროპათები გარანტიას იძლევიან, რომ ყვავილიც მტვერი, რომელიც თაფლში არის, შეიძლება ინოკულაციის ალტერნატივა იყოს, რომელიც მცირე რაოდენობის ალერგიის გამომწვევ ანტისხეულებს გამოიმუშავებს . ამის შედეგად, ალერგიის სეზონზე, ადამიანს უფრო ნაკლები დისკომფორტი და ალერგიულ რეაქცია ექნება.

თაფლი ართრითის წინააღმდეგ

image
ვისაც ართრიტი აწუხებს, უნდა მიიღოს 1 ჭიქა თბილი წყალი 2 ჩ. კ. თაფლით და 1 პატარა ჩ. კ. დარიჩინით, დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს. მისი რეგულარული მიღება, ქრონიკულ ართრითსაც კი კურნავს.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც ექიმი პაციენტებს უნიშნავდა ნაზავს 1 ს. კ. თაფლით და 1/2 ჩ. კ. დარიჩინით, საუზმის წინ – ერთი კვირის შემდეგ, 200-დან 73-ს ტკივილი გაუქრა, ხოლო 1 თვის შემდეგ –პაციენტების უმრავლესობას, რომელიც ვერ დადიოდა ან სიარულის დროს ტკივილს გრძნობდა, სიარული შეეძლო, ტკივილის გარეშე.


თაფლი აუმჯობესებს მხედველობას
image

თაფლიან წყალს შეუძლია მხედველობის გაუმჯობესება და თვალის ანთებითი პროცესის ჩაქრობა. ამისათვის, საჭიროა 1 კოვზი თაფლის გაზავება თბილ წყალში და მისი მიღება ძილის წინ. თაფლიანი წყლის დალევა საჭიროა თბილი სახით და აუცილებლად საღამოს საათებში.


თაფლი სოუსში
imageბევრ აზიური სოუსს, საფუძვლად რთული გემოების ბალანსი უდევს: ტკბილი, მარილიანი, მწარე და ა. შ. სალათების, ხორცის და საერთოდ, ყველა სოუსის მომზადებისას, თაფლს უმატებენ, იმის გამო რომ ის კარგი ემულგატორია.

თაფლი ანეიტრალებს სუნს პირის ღრუში
imageთაფლის ანტიბაქტერიულ თვისებას შეუძლია სასიამოვნო არომატი მიანიჭოს სუნთქვას. პირში ცუდი სუნის გასანეიტრალებლად, საჭიროა: 1 ჩ. კ. თაფლის და 1/8 ჩ. კ. დარიჩინის გაზავება 0, 5 ჭიქა თბილ წყალში. ამ ხსნარის პირში გამოვლების შემთხვევაშ, სუნთქვას დარიჩინის სასიამოვნო არომატი ექნება.

თაფლი ანეიტრალებს მჟავის რეფლუქსს
imageმჟავის რეფლუქსის დროს, თაფლი ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს. ერთი კოვზი თაფლი ამშვიდებს ყელს და საყლაპავ მილს, ყოველგვარი წამლის გარეშე.

თაფლი გამოიყენება მშრალი კანის და იდაყვების დასატენიანებლად
imageმილიონობით ადამიანს აქვს იდაყვების სიმშრალე და შესაბამისად, მილიონობით დოლარი იხარჯება დამატენიანებელ კრემებზე. ძვირადღირებული კოსმეტიკური საშვალების ჩანაცვლება თაფლს შეუძლია: მშრალ კანში (იდაყვებზე, მუხლებზე და ა. შ) შეზელისა და 15-30 წუთით გაჩერების შემთხვევაში, კანი დატენიანდება და ელასტიური გახდება.

თაფლი ამცირებს დიარეს ხანგრძლივობას ბავშვევში

image«British Medical Journal»-ში გამოქვეყნდა ბავშვთა დაავადებების მკურნალობაში თაფლის გამოყენების კვლევის ახალი შედეგები. მიუხედევად იმისა, რომ თაფლის მიცემა არ შეიძლება ბავშვებისთვის 1 წლამდე, უფრო მოზრდილებისთვის, ის შეიძლება გასტროენტერიტის და მწვავე დიარეას სამკურნალოდ იყოს გამოყენებული.

ბუნებრივი «Red Bull» - ი
imageიმის გამო, რომ თაფლი გლუკოზას და ფრუქტოზას შეიცავს, პირდაპირ სისხლში ხვდება. რაც ორგანიზმში ენერგიის მოზღვავებას იწვევს. თაფლს, ამ თვისების გამო, განსაკუთრებით აფასებენ მარათონის მონაწილეები და სპორტსმენები.

თაფლი კარგად ინახავს ხილს
imageთაფლიანი წყალი, პროპორციით 1:10 კარგად ინახავს კენკრას. ეს უგემრიელესი ტკბილეულია ზამთრისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უამრავ ვიტამინს შეიცავს.

თაფლი ამსუბუქებს დისკომფორტს ფეხმძიმობის დროს
imageფეხმძიმობის დროს, გულძმარვა და გულისრევის შეგრძნება უზმოზე, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის გამო რა თქმა უნდა, ყველა ქალი დისკომფორტს განიცდის. თაფლიანი რძე ამცირებს მოჭარბებულ მჟავიანობას კუჭში და მისი ძილის წინ მიღების შემთხვევაში, გულისრევის შეგრძნებაც ქრება.


თაფლით შეიძლება ტუჩის ბალზამის მომზადება სახლის პირობებში
image
ყველამ იცის, რომ დახეთქილი და მშრალი ტუჩების დასარბილებლად, ტუჩის ბალზამი გამოიყენება. მაგრამ, შესაძლებელია ბევრმა არ იცის, რომ ასეთი ბალზამის მომზადება სახლის პირობებშიც შეიძლება.image

გთავაზობთ, სახლის პირობებში ბალზამის მომზადების რეცეპტს:

image

საწჭირო ინგრედიენტები:

image

ფუტკრის ცვილი – 20 გრ.

ქოქოსის კარაქი ან ზეთი – 30 გრ.

თაფლი – 10 გრ.

ეთერის ზეთი, არომატისთვის – 2-3 წვეთი

image

შენიშვნა: ინგრედიენტების რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მთავარი არის პროპორციების დაცვა.

image

მომზადება:

image

1. პატარა თასში მოათავსეთ კარაქი და ცვილი, დადგით წყლის აბაზანაზე და კოვზით ურიეთ.

2. როდესაც ორივე გადნება და ერთმანეთს შეერევა, გადმოდგით ცეცხლიდან და თაფლი შეურიეთ.

კარაქი ცვილს კარგად ერევა, მაგრამ თაფლს ცუდად. ამიტომ, საქმის გასაადვილებლად და კარგი ხარისხის ბალზამის მისაღებად, სათქვეფი გამოიყენეთ. ამ შემთხვევაშიც, კარაქის და თაფლის გაზავება სრულად არ მოხდება, მაგრამ შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეურიოთ.

3. სულ ბოლოს დაამატეთ ეთერის ზეთი და სწრაფად ჩაასხით ქილებში. ეს შეიძლება იყოს ერთი 50 მილიგრამიანი ან 2-3 შედარებით პატარა ზომის ქილა.

image

თაფლი ქერტლს ამარცხებს
image

თუ ადამიანს ქერტლი და მშრალი კანი აქვს, თავში 90% თაფლის და 10% წყლის ნაზავი უნდა შეიზილოს და 3 საათის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანოს. ერთი პროცედურის შემდეგ, ქავილი შემცირდება, ხოლო ერთკვირიანი მკურნალობის შედეგად, ქერტლი გაქრება.

თაფლი სლოკინს აჩერებს
image

მიუხედავად იმისა, რომ სლოკინი მთვრალ ადამიანებთან ასოცირდება, ის ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. ერთი ჩაის კოვზი თაფლი, საიმედოდ ამშვიდებს ორგანიზმის ამ არასასურველ რეაქციას.

თაფლი არასოდეს ძველდება
image

თუ ვინმეს აპოკალიფსის ეშინია და საიმედო თავშესაფარი მზად აქვს, ისღა დარჩენია თაფლი მოიმარაგოს, რადგან თაფლი ერთადერთი პროდუქტია დედამიწაზე, რომელიც არ ძველდება. გარდა ამისა, ის კალორიულიც არის.

თაფლი საპარსი კრემის ნაცვლად
image

თაფლზე დამზადებული საპარსი კრემი, ყველა სახის კანისთვის გამოდგება, არ შეიცავს არანაირ მინარევს და უფრო სასარგებლოა ვიდრე ძვირადღირებული საპარსი საშუალებები. თაფლით ბუნებრივი საპარსი კრემის მოსამზადებლად, ერთმანეთს შეურიეთ თაფლი და თბილი წყალი. მიღებული მასა პირდაპირი დანიშნულების გარდა, იცავს კანს გაღიზიანებისგან და ატენიანებს მას.

3
1287
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1287
  
2016, 10 აპრილი, 12:38
როგორ მომეწონაა !!!
2016, 8 აპრილი, 20:10
მადლობა, შეფასებისთვის. მეც არ ვიცოდი, რომ თაფლს ამდენი კარგი თვისება ჰქონდა.
2016, 8 აპრილი, 12:54
სტატიაა ძალიან ძალიან საინტერესო. ბევრი რამ მართლა არ ვიცოდი და აუცილებლად გავითვალისწინებ,. დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის.
0 1 3