x
ფენოვანი ცომი 10 წუთში. დაჭრისა და ნამცხვრის გაფორმების რამდენიმე ხერხი
21 მარტი, 10:34

image


ამ ცომის მომზადება ძალიან მარტივია, შეიძლება, 10 წუთიც კი არ იყოს საჭირო… შედეგი კი დაუჯერებელია, რბილი და ამავდროულად ხრსშუნაა, აშრეებული და გემრიელი. ამასთან, ფენების გაკეთება საჭირო არ არის. გარდა ამისა, ის კარგად ინახება მაცივარში, რამდენიმე დღის მანძილზე, პოლიეთილენის პარკით ან სამზარეულოს აპკით (საყინულეში, უფრო დიდი ხნით).

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტებით, გამოდის 4 თუნუქის ფირფიტის ხელა ფენა.


ინგრედიენტები:


მარგარინი (ოთახის ტემპერატურის) — 200 გრ.

კვერცხის გული — 1 ცალი

არაჟანი — 100 მლ.

მარილი — 1 გრ. (1 მწიკვი)

ფქვილი — 500 გრ.


მომზადება:


1. თასში მოათავსეთ ფქვილი > შეურიეთ მარილი > დაჭერით მარგარინი პატარა ნაწილებად (ძალიან პატარა) > ფქვილში ისე ჩაყარეთ და მსუბუქად ამოავლეთ, რომ ეს ნაწილები, ერთმანეთს არ მიეწებოს (ამ პროცესზე არის დამოკიდებული, ფენოვანი ცომის ხარისხი. რაც უფრო წვრილად დაჭრით მარგარინს და კარგად ამოავლებთ ფქვილში, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ, ცხობის შემდეგ).

2. ხელით შეურიეთ ერთმანეთს მარგარინი და ფქვილი. იქამდე ზილეთ, ვიდრე ფხვიერ მასას არ მიიღებთ.

3. დაამატეთ კვერცხის გული და არაჟანი > მოზილეთ ცომი ხელით, იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია. თუ ცომი წებოვანი იქნება, დაამატეთ ფქვილი.

შედეთ ცომი მაცივარში, ცხობამდე 20-30 წთ-ით (შეგიძლიათ ერთ დღეს ცომი მოამზადოთ, მეორე დღეს, გამოაცხოთ).

4. მოამზადეთ გულსართი. მაგ., მოხარშული კრემი. გულსართად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ “ნუტელა", ნებისმიერი შოკოლადის კრემი ან თუნდაც, მხოლოდ შოკოლადის ფილა.

5. გამოიღეთ ცომი მაცივრიდან ნაწილ-ნაწილ. იმდენი, რამდენსაც იმ მომენტში გააბრტყელებთ და დაჭრით.

დაჭრისა და გაფორმების ხერხები, ქვემოთ არის მოცემული.

6. თუნუქის ფირფიტაზე ფქვილი მოაფიფქეთ > დააწყეთ ნამცხვრები > გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

image

image

image

image

image

image

image

image

image

image

image


image

image

image

image

image



1999
11-ს მოსწონს
455
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
   ქართული კლავიატურა
ჩემი გული ვერ უძლებს ამდენს))) რა მაგარია და რა გემრიელი იქნებაააააა
21 მარტი, 11:53
რა სილამაზეებია :)
0 1 3
"ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო""ტროპიკანკა" - საზაფხულო ტორტი, რომელმაც ინტერნეტი "დაიპყრო"
"ტროპიკანკა" - ეს არც თუ ისე ახალი ტორტი დღეს განს...
როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)როგორ გამოაცხოთ ტორტის ბისკვიტი გაზქურაზე(ზემოდან)
როგორ გამოაცხოთ ბისკვიტი გაზქურაზე ზემოდან? ძალიან მარტივი...
როგორ გავხადოთ ყავა გემრიელიროგორ გავხადოთ ყავა გემრიელი
ყოველდღიურად მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იყენებს ყავას როგორც სტიმულატორს, რათა...
შავი ტორტი (მარტივი და გემრიელი)შავი ტორტი (მარტივი და გემრიელი)
თუ თქვენ ხართ, დამწყები დაისახლისი და ღუმელში არ გამოგდით ბისკვიტის გამოცხობა...
რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!რა განსხვავებაა ამ ორ ლიმონს შორის - ეს ბევრმა არ იცის!
ლიმონი განსაკუთრებული ხილია - იგი წარმატებით გამოიყენებ...
მზარეულის დღიური (აპრობირებული რეცეპტები)მზარეულის დღიური (აპრობირებული რეცეპტები)
ნამცხვრები რეცეპრზე დააწკაპუნეთ და შემდეგ, კიდევ ერთხელ დააწკაპ...
სამ-ფეროვანი კექსისამ-ფეროვანი კექსი
ინგრიდიენტები: კვერცხი - 5 ცალი; შაქარი - 2 ჭიქა (225 მლ.ლ ჭიქა); მარგარინი - 250 გრ; ...
როგორ გავაკეთოთ შოკოლადის ტორტი 20 წუთში!როგორ გავაკეთოთ შოკოლადის ტორტი 20 წუთში!
როგორ გავაკეტოტ შოკოლადის ტორტი 20 წუთში? ბისკვიტის: 100 გრ კარაქი ...