x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
საოცარი არსებები

მეცნიერული აღმოჩენები დღითიდღე მატულობს სხვადასხვა სფეროში, მაგალითად მედიცინაში, ტექნოლოგიების განვითარებაში, სხვადასხვა მცენარეების, ნივთიერებების და ცოცხალი ორგანიზმების აღმოჩენაში. მეცნიერების თავდაუზოგავი კვლევების შედეგად ხდება ახალი საოცარი არსებების აღმოჩენა, მაგალითად ცხოველების, ფრინველების, მწერების, წყლის ბინადრების და ა.შ.

ზოგიერთი ცხოველი უცნაური, პირდაპირ გასაოცარი საქციელით გამოირჩევა. მაგალითად არსებობენ თევზები, რომლებსაც წყლიდან ამოხტომა და ჰაერში ლივლივი შეუძლიათ, მწერები, რომლებიც თავიანთი სხეულის სიგრძეზე ორასჯერ მეტ მანძილზე ხტებიან, ფრინველები, რომლებიც ყოველ წელს დედამიწის ერთი წერტილიდან მეორე უშორეს წერტილში მიფრინავენ და შემდეგ ისევ უკან ბრუნდებიან. მეცნიერები მუდამ ეძებენ ახალ-ახალ გზებსა და ხერხებს ცხოველებისა და მათი საცხოვრებელი გარემოს შესასწავლად, მაგრამ ჯერ კიდევ უამრავი საინტერესო არსებაა გამოსაკვლევი.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ საოცარ არსებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელსაც ბადალი არ ჰყავს სირბილში. მისი მოხერხებულობა და საოცრება იმაში მდგომარეობს, რომ ის წყლის ზედაპირზე დარბის.

ხვლიკი ბასილისკუ სიმსუბუქის, გრძელი ფეხებისა და სისწრაფის წყალობით ერთადერთი ხვლიკია, რომელსაც წყლის ზედაპირზე სირბილი შეუძლია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე თავისით გაჩნდა.

თქვენ როგორ ფიქრობთ?

ეს ხვლიკიც თავისით გაჩნდა?

არიან ისეთი ცხოველები რომლებიც ჩვენთან ძალიან ახლოს ბინადრობენ და თავიანთი საოცრებებით გამოირჩევიან. მათ შესახებ შემდეგ სტატიებში მოგითხრობთ.

image

0
514
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი_კაპანადზე
გიორგი_კაპანადზე
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0