x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134475
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ესპანურ ნიჭიერში გამოსულმა ოპერის მომღერალმა ინტერნეტი დაიპყრო(ვიდეო)
imageესპანელმა ოპერის მომღერალმა ესპანური Got Talent-ის ჟიურის შოკირება გამოიწვია.იმდენად მოულოდნელი იყო მისგან განხორციელებული შემდეგი ნაბიჯი.


კრისტინა რამოსი (Cristina Ramos)გამოვიდა ჟიურის და მაყურებლების წინაშე და უნაკლოდ დაიწყო ოპერის არიის შესრულება, ერთი წუთის შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გაიძრო კაბა და წამებში როკერად გადაიქცა.

დაიწყო AC/DC-ის ცნობილი ჰიტის, "Highway To Hell"-ის შესრულება.

image


37 წლის მომღერლის გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ "ოქროს ზუმერს" დააჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამოსი გამოტოვებს კონკურსის შემდეგ რაუნდს და პირდაპირ გადავა "live shows"-ზე.


ვიდეო 3 დღის წინ დაიდო You tube-ზე და 1, 4 მილიონი ნახვა აქვს.



ამასობაში კი ლეგენდარული AC / DC მორიგი საკონცერტო ტურნეს წინ ეძებს ახალ სოლისტს იმისთვის, რომ შეცვალოს ბრაიან ჯონსონი.68 წლის მომღერალს ექიმებმა აუკრძალეს სცენაზე გამოსვლა სმენის პრობლემების გამო.თუ გააგრძელებს მომღერალი მოღვაწეობას შესაძლოა მთლიანად დაყრუვდეს.




0
385
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0