x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!


ანაკონდა — მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს

მთელ ტროპიკულ სამხრეთ ამერიკაში: აღმოსავლეთით კორდილიერებიდან

კუნძულ ტრინიდადამდე. გვიანის, ბრაზილიისა და ჩრდილო-აღმოსავლეთ

პერუს წყალსატევების სანაპიროებზე. სხეულის საშუალო ზომა ზრდასრული
ანაკონდისა 5-6 მეტრია, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გვხვდება


10 მეტრიანი ეგზემპლარებიც. ყველაზე გრძელი ანაკონდა, რომელიც

აღმოსავლეთ კოლუმბიაში დაიჭირეს და გაზომეს, სიგრძეში 11 მეტრსა

და 43 სანტიმეტრს აღწევდა, თუმცა ამ უნიკალური ეგზემპლარის შენახვა

ვერ მოხერხდა. ანაკონდა საცხოვრებელ ადგილად ირჩევს მდორე მდინარეებს

და ტბებს. ანაკონდა არც თუ იშვიათად ამოდის ხმელეთზე
და იღებს მზის აბაზანებს, თუმცა წყლიდან ძალიან შორს არ მიდის.
ანაკონდა კვერცხცოცხლადმშობია. დედალი დებს 28-42 კვერცხს, საიდანაც

იბადებიან 50-80 სანტიმეტრი სიგრძის წიწილები, შესაძლოა მან ცოცხალი

ნაშიერებიც შობოს. ტყვეობაში ანაკონდები ცოცხლობენ 5-6 წელიწადს,

მაქსიმუმ 28 წელს. ტყვეობაში ანაკონდა განსაკუთრებული აგრესიულობით

გამოირჩევა.










image


BBC-ის პროგრამისტი გორდონ ბიუკენენი, ეკვადორში მონადირე ტომთან ერთად,

ანაკონდა შენიშნა. ანაკონდას ზომა 5 მეტრს აღწევდა.


image


BBC 2-ის ტელეარხზე "ახალი აღმოჩენების" გადაცემისთვის, გორდონ ბიუკენენი ეკვადორს ესტუმრა. ადგილობრივ მონადირე ტომთან - Waorani

ერთად 5 მეტრიან ანაკონდაზე დაიწყო ნადირობა.


image


ბიუკენენი მონადირეებთან ერთად საკმაოდ ხალისობდა, ამაზონის ტყეებში

ველურ კადრებს აფიქსირებდა, მაშინ როდესაც მის თვალწინ შემთხვევით

გიგანტური ზომის ანაკონდამ გაისრიალა.


image


ანაკონდა ამაზონის ტყის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ბინადარია. ბიუკენენის

ანაკონდას სიგრძე 5 მეტრია, რაც ერთ-ერთ საუკუეთესო აღმოჩენად ითვლება.


image


ბიუკენენის დოკუმენტურ ფილმისთვის დაჭერილ ანაკონდაში რათქმაუნდა

მთავარი წვლილი მონადირებს ეკუთვნით, რომლებიც Waorani-ს ტომის

წარმომადგენლები არიან.


image


მონადირე ტომების თვალსაზრისით, თუ ანაკონდას დაიჭერ და შემდეგ მას

გაანთავისუფლებ, ეს დიდ ძალა-უფლებას ნიშნავს. Waorani-ს ტომის

წარმომადგენლები ანაკონდას "დიდებულ ცხოველს" უწოდებენ.


image






ვინაიდან თემა ანაკონდას ეხება, კიდევ მინდა გავიხსენო ერთი საინტერესო

ფაქტი რისკიან ადამიანზე, რომელმაც ანაკონდას დაფიქსირებისთვის

სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო. ეს მოხდა ბრაზილისს სამხრეთით, მატო გროსოს

ტერიტორიაზე. შვეიცარიელ ფოტოგრამფა, ფრანკო ბანფიმ გიგანტური ანაკონდას

ფოტოები დააფიქსირა და + ვიდეო გადაუღო.


image


ფოტოგრაფი აშკარად "გადაჭარბებულად" მამაცი იყო, მან მდინარის გიგანტურ

ბინადარს, რომელიც სიგრძეში 8 მეტრას აღწევდა, რამოდენიმე ფოტო გადაუღო.


imageimageimageimageimageimageimageimage





ნახეთ ვიდეო











მადლობა ყურადღებისთვის!

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი















6
1568
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1568
  
2016, 19 მარტი, 12:02
აა ხოო შემეშალა ბოდიში.:P
2016, 19 მარტი, 12:01
საყვარელი არა... უსაყვარლესი :D
2016, 19 მარტი, 11:42
მესმის
2016, 19 მარტი, 11:41
საყვარელი ცხოველია ძალიან...მადლობა ლელა
2016, 19 მარტი, 11:41
გამაჯრიალა
2016, 19 მარტი, 11:40
უკომენტაროდ... გავაზიარე :)
0 1 6