x
მეტი
  • 22.09.2017
  • სტატია:69478
  • ვიდეო:322037
  • სურათი:423037
ეს გოგო ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ადამიანის შესაძლებლობები მის ძალებს აღემატება

ორი წლის წინ, შობამდე რამოდენიმე დღით ადრე ბრაზილიელი მოდელის Paola Antonini-ს ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ჰაერზე სეირნობის დროს მას მოულოდნელად დაეჯახა ავტომობილი და გაუარესებული მდგომარეობის გამო ექიმებს მისი მარცხენა ფეხის სრული ამპუტირება მოუხდათ. ძალიან ბევრი მის ადგილას მყოფი ეცემა დეპრესიას და ეჯაჭვება ეტლს, თუმცა პაოლას შემთხვევაში ასე არ მოხდა. მან მთელს მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ჩვენი შესაძლებლობები იმაზე მეტია ვიდრე გვგონია რომ გაგვაჩნია. მიუხედავად ამპუტირებული ფეხისა პაოლამ გადალახა ეს ცხოვრებისეული სირთულე და დღემდე სავსეა ბედნიერი ემოციებით და თავგადასავლების სურვილებით.


ეს გოგო ცოცხალი მაგალითია იმისა, რომ ცხოვრებაში უფრო დიდი დაბრკოლება არსებობს, ვიდრე ჩვეულებრივი დღეები, სამსახური, პირადი ურთიერთობა თუ წარსულის გამოუსწორებელი შეცდომები, ამიტომ არ ღირს ამ ყველაფერზე განწყობის გაფუჭება და დაბრკოლების ბარიერად გახდა, ცხოვრება ხომ ასე ხანმოკლე და მშვენიერია და ყველა პაოლასავით უნდა ეცადოს გახდეს მოცემული მომენტებით მოსარგებლე და შეცვალოს საკუთარი ბედი უკეთესობისკენ, ვიდრე ის არის.


instagrame-ზე ატვირთული პაოლას პირადი ფოტოები მოწმობს, რომ მისი ცხოვრება სავსეა ნათელი დღეებით. ის ცდილობს არ დაკარგოს ფიზიკური ფორმები და აქტიურად მიყვება ცეკვას, ფიტნესს, ცხენოსნობას, ერთობა სკეიტბორდზე და ბევრს მოგზაურობს. გარდა ამისა კი სამოდელო კარიერას წერტილი არ დაუსვა, კვლავ აგრძელებს კონტრაქტით მუშაობას უმსხვილეს ბრენდულ კომპანიებთან. ხოლო რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის აქტიურად ერევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცხოვრებაში და შთააგონებს მათ, რომ არასოდეს დანებდნენ.


მოდით ერთად გადავხედოთ ამ არაჩვეულებრივი პიროვნების პირად ცხოვრებას იმ საშინელი დღის შემდეგ.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


P.S. არასოდეს მიეცეთ დეპრესიას წვრილმანების გამო და ძალიან რთულ სიტუაციაშიც კი პაულა გაიხსენეთ, დაე ის იყოს თქვენი მაგალითი ბედნიერი ცხოვრების საწინდრად.

4
311
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
311
  
2016, 20 მარტი, 11:05
ულამაზესია
2016, 19 მარტი, 15:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 19 მარტი, 12:07
მადლობა ლეელ :*
2016, 19 მარტი, 11:52
ძალიან ემოციური სტატიაა, ბევრისთვის მაგალითი უნდა იყოს – უმნიშვნელო რამეზე რომ ჰგონიათ ქვეყანა თავზე ექცევათ. გავაზიარე რა თქმა უნდა
0 1 4