x
"საქორწილო" კაბები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან
19 მარტი, 9:37

ქორწილი- ეს ხომ მნიშვნელოვანი მოვლენაა თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის. დღე, სადაც მანდილოსანი თავს დედოფლად გრძნობს საკუთარი რჩეულის გვერდით და მათი ბედი კვეთს ერთმანეთს. დღე, როდესაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ეძლევა დედოფალს საშუალება საკურთხეველზე ასვლისა და მეტად განცდისა ამ მარადიული სიხარულის. თუმცაღა, მხოლოდ სიხარულთან არ ასოცირდება ეს დიდებული დღე, სანერვიულო და საზრუნავი გაცილებით მეტია ქორწილის თარიღის მოახლოვებასთან ერთად, იმატებს ფიქრი იმაზე თუ როგორი კაბა, ვარცხნილობა, ფეხსაცმელი, აქსესუარი, თაიგული თუ დეკორაცია შევარჩიოთ, განსაკუთრებული ყურადღება ხომ მაინც პატარძალს ექცევა.


image


ბევრ ქვეყანაში გოგონებს ამ დაუვიწყარ ცერემონიაზე ძირითადად თეთრი კაბები აცვიათ, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რწმენისა და ტრადიციების გამო ქალბატონებს რელიგიური შეხედულებების მიხედვით ერჩევათ კაბები. დღევანდელ სტატიაში სწორედ, რომ საქორწილო კაბები მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა ფოტოები ამ გოგონების ქორწილის დღესაა გადაღებული.



1. ბულგარეთი. (Stoyan Nenov) ტრადიციულ, ბულგარულ საქორწილო სამოსში.

image



2. თურქეთი. (Umit Bektas) თურქული ტრადიციების მიხედვით, სანამ გოგო დატოვებს მამის სახლს, ძმა ან ბიძა წელზე- კაბის გარშემო აბამს წითელ ლენტს, რაც სიხარულისა და წარმატების საწინდარია. ის ასევე ასახავს გოგონას უმანკოებას.

image



3. შრი-ლანკა. (Dinuka Liyanawatte) შრი-ლანკაში პატარძლის სამოსი მოიცავს აღმოსავლეთის და დასავლეთის გაერთიანებულ ტრადიციებს- კაბა უხვად ნაქარგი აბრეშუმის ქსოვილისგანაა, თავსაბურავი კი ევროპული მოდის სტანდარტებით შერჩეული. სამკაულებზე არსებული ქვები კი უნდა იყოს აუცილებლად კენტი, რადგან მათი ტრადიციების თანახმად კენტი რიცხვი ბედნიერების მომტანია.

image



4. ინდონეზია. (Beawiharta) ინდონეზიის თითოეულ კუნძულზე საქორწილო კაბის საკუთარი მოდა არსებობს, თუმცა ძირითადად კაშკაშა კაბებია მძიმე ნაქარგებით.

image



5. პაკისტანი. (Akhtar Soomro) პაკისტანელი პატარძლის საქორწილო სამოსს წარმოადგენს მუქი- წითელი, იისფერი ან ვარდისფერი კაბა. ნეფესაც და დედოფალსაც კი თავსაბურავად აქვს ყვავილებისგან, ბამბისა და მძივებისგან შექმნილი ე.წ. გირლანდები.

image



6. ინდოეთი. (Anindito Mukherjee) ყოველი ინდოელი პატარძალი ირჩევს ტრადიციულ ინდურ საქორწილო სამოსს ლეხენგა-ჩოლის, ძირითადად წითელ ფერს და სოლახ შრინგარის კანონის თანახმად თავიდან-ფეხამდე იმკობიან 16 სამკაულით.

image



7. ნუბია. (Noor Khamis) ნუბიაში პატარძალი აუცილებლად ატარებს თავზე ჭრელ მანდილს, გამჭვირვალე პირბადესა და თეთრ თავსაბურავს.

image



8. ერიტრეა. (Finbarr O’Reilly) ტრადიციულ სამოსს ერიტრეაში ქორწილის დროს წარმოადგენს ხავერდის მუქი მეწამულისფერი გვირგვინი და კაბა ოქროსფერი ნაქარგებით. ნეფე-დედოფალი შეხამებულად იკერავს ამ სამოსს.

image



9. ტუვას რესპუბლიკა- რუსეთი. (Ilya Naymushin) ტუვას ეროვნული საქორწილო სამოსი ამ ხალხის ტრადიციების მატარებელია. არ ზღუდავს მოძრაობას თვით ცხენზე ჯირითის შემთხვევაშიც და დამზადებულია მსუბუქი, ფერადი, უხვად მორთული ქსოივილისგან.

image



10. ტიბეტი. (Damir Sagolj) ტიბეტში ქორწილამდე ერთი დღით ადრე პატარძლისთვის კაბა და სპეციალური დეკორაციები საქმროს მიაქვს. აქსესუარში შედის თავსაბურავი ვერცხლის მონეტით ან განსაზღვრული სიდიდის მეტალის ბუდას ქანდაკებით.

image



11. პალესტინა. (Mohammed Salem) პალესტინის საქორწილო ტრადიციული სამოსია თეთრი კაბა, თუმცა დედოფალს კიდევ უნდა ჰქონდეს მეორე კაბა, რომელსაც სპეციალურად ქორწილისთვის საკუთარი დედა ხელით უკერავს.

image



12. პერუ. (Lucero Del Castillo) პერუს დედაქალაქ ლიმაში საქორწილო ტრადიციული კაბა შავი-წითელში ფერისაა.

image



13. იორდანია. (AlA Jarekji) დასავლურმა მოდამ როგორც ჩანს იორდანიაშიც გაჟონა და ტრადიცულ საქორწილო სამოსს თეთრი კაბები წარმოადგენს, საიუველირო მორთულობებს კი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები. თავსაბურავი ხშირად მწვანე ფერისაა, რაც მათი თქმით ჰარმონიასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

image



14. მალი. (Juan Medina) მალში პატარძლის სამოსს პიჯაკს ეძახიან და ირჩევა სასიძოს სამოსის შესაბამის ფერებში. ძირითადად ვხვდებით თეთრს, თუმცა ზოგჯერ იასამნის ან ლავანდის ფერებში.

image



15. კორეა. უკვე მრავალი წელია კორეულ საპატარძლო მორთულობას ეწოდება ჰანბოკი, რომელიც შედგება ზედატანისა და ბამბის ან აბრეშუმის გრძელი ქვედატანისაგან.

image



16. იაპონია. იაპონური საქორწილო კაბა- კიმონო არის თეთრი ფერის, ასევე მისი განუყოფელი ელემენტია აბრეშუმის თავსაბურავი ცუნოკაკუში, რომელიც ქმრის მორჩილების სიმბოლოს წარმოადგენს.

image



17. ნიგერია. (Akintunde Akinleye) ნიგერიელი პატარძლის სამოსი გამორჩეულია ნათელი, მაქმანიანი მორთულობითა და ნაქარგებით, რომელიც ძირითადად ინდური ქსოვილისგან იკერება. მარჯნისფერი მძივები და ქუდი კი ასრულებს მის მორთულობას.

image



18. ჩეჩნეთი. (Musa Sadulayev) ჩეჩენი პატარძლის თეთრ კაბას გულსა და წელს უფარავენ სპეციალურად გულსაბნევითა და ქამრებით, რაც ხაზს არ გაუსვამს მის სილუეტს. თავზე კი აუცილებლად თეთრი მანდილი უნდა ეხუროთ.

image



19. ერაყი. (Bakr al-Azzawi) ერაყში ტრადიციული ქორწილი საპატარძლო კაბებში რეკორდს ხსნის, რადგან ქორწილის მსვლელობის პერიოდში პატარძალი შვიდჯერ იცვლის მას და შვიდივე სხვადასხვა- ცისარტყელის ფერებშია.

image



20. იტალია. (reuters) იტალიელი პატარძლების განსაზღვრულ ნაწილს სჯერა, რომ მწვანე წარმატებისა და გამრავლების მომტანი ფერია, ამიტომ იქ აუცილებლად შეხვდებით დედოფალს მწვანე კაბით, თუმცა უმეტესი მათგანი მაინც თეთრ კაბას ანიჭებს უპირატესობას.

image




P.S. ეს კი ჩვენი, ქართული ტრადიციული ქორწილი.


image



311
18-ს მოსწონს
60
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
0 1 1
სახის იაპონური ნიღაბი– კანის 10 წლით გაახალგაზრდავება!სახის იაპონური ნიღაბი– კანის 10 წლით გაახალგაზრდავება!
დაფიქრებულხართ , რატომ გამოიყურებიან იაპონელი ქალები ას...
ულამაზესი ქართველი პატარძლებიულამაზესი ქართველი პატარძლები
ქორწილი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი დღეა. წყვილისთვის ეს დღე ყველაზე მ...
სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული საპატარძლო კაბებისხვადასხვა ქვეყნების ტრადიციული საპატარძლო კაბები
როგორ უნდა გამოიყურებოდეს პატარძალი ქორწილში? პასუხი ერთმნიშვ...
ახალი მსოფლიო რეკორდი! თვალებს არ დაუჯერებთ!ახალი მსოფლიო რეკორდი! თვალებს არ დაუჯერებთ!
გინესის მსფოლიო რეკორდები ნამდვილად მრავალფეროვანია. დღევანდელ სტა...
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტომი - ომო!მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ტომი - ომო!
მდინარე ომოს ხეობა ეთიოპიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს....
ანფისა ჩეხოვა საქართველოს საოცრებათა ქვეყანად გადააქცევს!ანფისა ჩეხოვა საქართველოს საოცრებათა ქვეყანად გადააქცევს!
ახალი რეალითი შოუ Анфиса в стране чудес , რომლის წამ...
საბჭოთა ბავშვის ცხოვრებასაბჭოთა ბავშვის ცხოვრება
1987 წელს იაპონურმა ჟურნალმა, კაისეისიამ წამოიწყო პროექტი სახელწოდებით: მსოფლიოს ბავშ...