x
15 სულისშემძვრელი ფოტოსურათი, რომელთა უკან სასტიკი ისტორიული სინამდვილე დგას
19 მარტი, 23:28

ეს ფოტოსურათები ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშია გადაღებული. ისინი გვიამბობენ საშინელებაზე, რომლის ნახვა და მოსმენა ცრემლებისა და გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მათი ნახვაც აუცილებელია, რათა მომავალში არასოდეს განმეორდეს ასეთი ტრაგედიები ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე, რათა ვისწავლოთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.



1. ეს ფოტო ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რაა აღბეჭდილი მასზე


image

ვიეტნამელი ბუდისტი ბერი თავს იწვავს პროტესტის ნიშნად ვიეტნამის ხელისუფლების მიერ ბუდისტების დისკრიმინაციის წინააღმდეგ.


2. ჰიტლერელების მიერ მოკლული პოლონელი ჯარისკაცის დედა იძულებულია სამხედრო მისალმება გააკეთოს


image

ნაცისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ყველა ადამიანი ვალდებული იყო მხედრულად მისალმებოდა ჰიტლერს, თუმცა უმეტესი მათგანი ამას სიამოვნებით როდი აკეთებდა.


3. ეს პატარა გოგონა მშობლებს მოწყვიტეს, თუმცა ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო


image

1938 წლიდან დიდმა ბრიტანეთმა თავის ტერიტორიაზე გერმანელებისაგან დევნილი ათასობით ებრაელი ბავშვი შეიფარა, ოპერაციას სახელად "კინდერტრანსპორტი'' ეწოდებოდა.


4. ეს ფოტოსურათი ნათლად გვიჩვენებს, რა რთული იყო სამუშაოს პოვნა დიდი დეპრესიის პერიოდში


image

ყველაზე კვალიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტებიც კი ძალიან ძნელად პოულობდნენ ამ წლებში სამუშაოს.


5. ჰიტლერმაც კი ვერ მოახერხა მთლიანად ამოეგლიჯა ადამიანურობა გერმანელი ჯარისკაცების გულიდან


image

ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ უყოფს პურს გერმანელი ჯარისკაცი დამშეულ რუს ბავშვს.


6. ეს ფოტოსურათი არის ისტორიული დოკუმენტი იმისა, თუ როგორ დაბომბეს იაპონელებმა შანხაი 1937 წელს


image

პატარა ჩინელი ბიჭუნა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მთელი მისი ოჯახი დაბომბვას შეეწირა.


7. მთა, რომელიც მთლიანად შედგება ამერიკული ბიზონების თავის ქალებისაგან


image

ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დაუნდობელმა და უანგარიშო ნადირობამ ამერიკული ბიზონები გადაშენების პირას მიიყვანა. აი, შედეგი ადამიანების უსულგულო ქცევისა.


8. ეს ფოტო გვიხატავს ვიეტნამის სამოქალაქო ომის მთელ საშინელებას, თუმცა ბევრმა არ იცის, რაა მასზე აღბეჭდილი


image
ფოტოზე ასახულია, თუ როგორ სჯის სიკვდილით გენერალი ვიეტკონგოელს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა... დიახ, ეს ფოტო ამ გენერალს თან სდევდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე.


9. ეს დოროტი ქაუნტსია, პირველი შავკანიანი სტუდენტი გოგონა


image

სურათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ დასცინის და აბუჩად იგდებს მას ბრბო. ისინი შავკანიან გოგონას ნაგავს და სიბინძურეს ესროდნენ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე.


10. გერმანელ სამხედრო ტყვეებს იძულებით აყურებინებენ ვიდეოს საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარ საშინელებებზე


image

ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ბევრი მათგანი შეძრწუნებულია ნანახით, მაგრამ რთულია იმის თქმა, თუ რას ფიქრობენ დანარჩენები.


11. სახლში დაბრუნებულმა გერმანელმა ჯარისკაცმა შეიტყო, რომ მის ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არაა და სახლიც დამწვარია


image

ომი სასტიკი წესებით იმართება და ხშირად აგრესორს უკან უბრუნდება მის მიერ ჩადენილი ბოროტება.


12. "სევდიანი ჯამბაზი" ემეტ კელი ცდილობს ჰარდფორდის ცირკის შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას


image

ხანძრის შედეგად 167 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესი ნაწილი მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ.


13. ეს ფოტო გადაღებულია ნაგასაკიში ატომური ბომბის აფეთქებიდან ზუსტად ორი წამის შემდეგ


image

ხიროსიმაში სამი დღის წინ ჩამოაგდო ამერიკამ ატომური ბომბი, თუმცა ნაგასაკის მცხოვრებლებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მათაც ეს მწარე ხვედრი ელოდათ.


14. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ავსტრალიელ აბორიგენებს ადამიანებად არ თვლიდნენ...


image

და მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს.


15. ანტარქტიდის სამეცნიერი ექსპედიციის დროს რუს ქირურგ ლეონიდ როგოზინს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა აპენდიციტზე


image

ის ერთადერთი ექიმი იყო ექსპედიციის წევრებს შორის, ამიტომ იძულებული გახდა საკუთარი თავისთვის თვითონ გაეკეთებინა ოპერაცია.



როგოზინის და კიდევ რამოდენიმე ექიმის მიერ საკუთარ თავზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაას შესაძლებელია გაეცნოთ სტატიაში:


http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/70810/126/







859
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
   ქართული კლავიატურა
20 მარტი, 11:09
მართალი ხარ..ცხოველებიც კი როგორ უფრთხილდებიან და იცავენ შვილებს და ადამიანს რა ემართება ნეტა :(
20 მარტი, 11:04
ყველა ადამიანად არ იბადება მანჩო,მხოლოდ ვიზუალური მსგავსება არ ნიშნავს ,რომ პიროვნება სულითაც ადამიანია
20 მარტი, 11:02
და როცა მესმის, რომ დედამ შვილი მოკლა, შეძრწუნებული ვარ...ასე რამ უნდა გადაგიტრიალოს ქალს გონება, რომ ეს გააკეთო? :(
20 მარტი, 10:51
ჩემს შვილს წარმოვიდგენ ხოლმე და სული მეწვის :(
ახლახან წავაწყდი ფილმს აბორიგენებზე გალია ბოცვრებისთვის ჯერ არ მინახავს მაგრამ ზუსტად ამ თემაზეა როგორ ართმევენ დედებს შვილებს :(
20 მარტი, 10:48
არ ვიცი, ინ...რამხელა ტრაგიზმია ამ ბავშვის თვალებში, დააკვირდი? :(
20 მარტი, 10:46
გადასარევი სტატიაა,ნეტა ოპერაცია კინდერტრასპორტერზე ფილმი არაფერი მოიპოვება?
0 1 6
რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!რისკზე მეტი, ანაკონდას დასაჭერად!
ანაკონდა მსოფლიოში ყველაზე დიდი გველი, რომელიც ბინადრობს მთელ ტროპიკულ სა...
რომელი ბრენდი, რომელ ქვეყანას ეკუთვნის?რომელი ბრენდი, რომელ ქვეყანას ეკუთვნის?
ავტომობილების შესახებ შესაძლოა ბევრი რამ იცოდეთ, მაგრამ არ მოგაწყენთ უ...
ანატომიური სასწაულები: 25 ყველაზე  უცნაური ადამიანი მსოფლიოშიანატომიური სასწაულები: 25 ყველაზე უცნაური ადამიანი მსოფლიოში
დედამიწაზე შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დ...
ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მესამე ნაწილი)ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (მესამე ნაწილი)
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ძალიან საინტერესო ცნობარს, რომელიც...
7 გულისამრევი საკვები, რომლებსაც ალბათ არასოდეს არ შეჭამთ!7 გულისამრევი საკვები, რომლებსაც ალბათ არასოდეს არ შეჭამთ!
სანამ სტატიას გახსნით, გაფრთხილებთ, რომ თუ სუსტი ო...
ცნობილი ლამაზმანები ძალიან ღრმა დეკოლტეთიცნობილი ლამაზმანები ძალიან ღრმა დეკოლტეთი
დეკოლტე (ფრ. Dcollet - საყელოს გარეშე) თანამედროვე გაგებით, XIV საუკ...