x
"ეს მელანდება თუ მართლა ხდება..." - სააკაშვილის სკანდალური აღიარება ფულის შოვნის მისეულ ხერხზე
18 მარტი, 17:23

imageმიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთი საჯარო გამოსვლისას გაამხილა, როგორ ავსებდნენ საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ხაზინას ფულით და იგივე უკრაინის ხელისუფლებასაც შესთავაზა. ამ "მეთოდმა" ბევრი აღაშფოთა, მათ შორის საქართველოს დღევანდელი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი, რომელიც ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.


"ეს მელანდება თუ მართლა ხდება, ღმერთო შენ დაიფარე უკრაინა.

რა ბედნიერებაა ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრობლემა რომ აღარ არის!

"მოვედით ხელისუფლებაში და ფული საერთოდ არ გვაქვს, რა ვქნათ? მაგალითად, მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა. ჩვენ დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე იყო პასუხისმგებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით. ან თუნდაც, ჩვენ არ გვქონდა სარკინიგზო სტრუქტურა, ყველა ვაგონი გაყიდული იყო. ჩვენ ციხეში ჩავსვით რკინიგზის მმართველი. მან ერთი კაცისთვის განკუთვნილ კამერაში 2-3 დღის ფიქრის შემდეგ საკმარისი თანხა მოგვცა, რათა შეგვეკეთებინა ვაგონები უკრაინიდან. ან კიდევ, ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო (მხედველობაში აქვს "მაგთიკომი"). პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები. თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას. და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ფული გადაიხადეს", - ყვება სააკაშვილი“, - ვკითხულობთ თინათინ ხიდაშელის ფეისბუქის პირად გვერდზე.



იხ. სააკაშვილის გამოსვლის ამსახველი ვიდეომასალა:



image


1018
10-ს მოსწონს
1-ს არა
4
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0
სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!სკანდალური ინფორმაცია მერაბიშვილზე - რა ხდება "ნაცმოძრაობაში"?!
დათა ახალაიას მიერ სოციალურ ქსელ facebook-ით გა...
ათი ყველაზე ლამაზი სხეულიათი ყველაზე ლამაზი სხეული
ახლა ჩვენ გავეცნობით დედამიწაზე ათი ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალების სიას ...
ვანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირავანო მერაბიშვილის წერილმა "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები აატირა
ამ დღეებში, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმ...
ყველაზე სექსუალური ქალები საქართველოშიყველაზე სექსუალური ქალები საქართველოში
ჟურნალ "ბომონდისა" და ინტერნეტსაიტ მარაო-ჯის ჩატარებული გამოკითხვის მიხ...
ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!ოქრუაშვილს "ობიექტივი" და მერაბიშვილი ლობირებს?!
რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი, ამ საკითხზე საზოგადოებაში მაღალი ი...
დიდი "ფულაობა" თბილისის მერიაშიდიდი "ფულაობა" თბილისის მერიაში
ელიტარული კორუფციის ვირტუალური სახეები ძმები შარანგიები, ბოლო დრომდე ასრულებდნ...
რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?რა ბედი ეწიათ საბჭოთა ბელადების შვილიშვილებს?
ამ დღეებში პოსტსაბჭოთა ინტერნეტქსელი დაიპყრო სტალინის შვილიშვილის...