x
"პრეზიდენტი მსხვერპლს გადაეფარა, მრისხანება თავისკენ მიმართა...მისი ქცევა იყო ზექრისტიანული"
18 მარტი, 14:30

imageროგორც ცნიბილია, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ცოტა ხნის წინ ფარული ვიდეო კადრების გავრცელებას გამოეხმაურა:


"სექსი და სექსუალური ცხოვრება არ არის სამარცხვინო! მე პირადად მაქვს სექსუალური ცხოვრება, მქონია სექსუალური ცხოვრება ძალიან მდიდარი და მექნება მომავალში. იცოდეთ, ყოველთვის დაგიცავთ თქვენ და ამ თემას ყოველთვის მოვაშორებ უაზრო, შავბნელ სტიგმას.


ახლა იმ შავბნელებს, ვინც აპირებთ, რომ აშანტაჟოთ ჩემი მოსახლეობა და ჩვენი საზოგადოება - თითოეულს გიპოვით და ვერ გაიტანთ საქართველოში ადამიანების შეშინებას, ძალადობას და ტერორს! თქვენი ამ შავაბნელი იდეებით, არასდროს ცხოვრობდა ქართველი. ქართველი, რომელიც იყო თავისუფალი!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


აღნიშნულ განცხადებას საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ე.წ. მორალის დამცველებმა ახლა უკვე პრეზიდენტის გაკრიტიკება დაიწყეს ვითომდა "სექსუალური აღვირახსნილობის პროპაგანდის" გამო. აღნიშნულ სიტუაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ცნობილია თავისი საინტერესო პოსტებით საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე.


"აღარ ვფიქრობდი ამ თემასთან დაბრუნებას, მაგრამ თვალში მომხვდა ორგანიზებული შეტევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე მისი "სექსუალური განცხადების" გამო. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის სიტყვა იყო მსოფლიო პოლიტიკის სტილისგან სრული და ლაღი გადახვევა, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და სკამმოყვარეობის შიშებისგან თავისუფალი, პრეზიდენტის ქცევა იყო ზექრისტიანული.


აწ უკვე მწამებლებისგან სტრატეგიულად დაგეგმილი, ადამიანის განგრძობით დროში წამების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, მრისხანების დიდი წილი მან თავის თავისკენ მიმართა, პრაქტიკულად ადამიანს გადაეფარა, არა გმირს, არამედ მსხვერპლს.
პრეზიდენტი, რომელსაც არ სურს იყოს ადამიანის გათელვის მომსწრე და მზადაა ყოველი მოქალაქის დასაცავად, არის იშვიათი და უდიდესი კაცთმოყვარეობის მაგალითის მიმცემი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკა და ქვეყანა გახადოს ისეთი ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული, როგორსაც ყველა ვინატრებდით.


მძიმე მარხვის დღეებია. კიდევ უკეთ გამიგებთ, ვფიქრობ."- წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.


image

348
8-ს მოსწონს
გასაჩივრება
მომწონს
 
 
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
   ქართული კლავიატურა
20 მარტი, 19:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

20 მარტი, 19:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

19 მარტი, 9:24
ჩვენი პრეზიდენტი ისეა ქვეყანაში, როგორც მკვდარზე "ვენოკი".
19 მარტი, 1:39
საქართველოს წმინდა მეფეების ქადაგებებს და ბერი გაბრიელის ერისმიერ ქადაგებას არ ჩამოუვარდება დღევანდელი ჩვენი მხედართმთავრის ნაქადაგარი ჩვენს სოციალურ ყოფაზე (((:. ბატონო პრეზიდენტო მარტო გადაღებების დროს პატრიარქის გვერდით დგომა იოლია ანთებული სანთლით ხელში. რთული ის სავარძელია, რომელიც ერის მწყემსობაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლებებს განიჭებს და რომელსაც თავისი უმძიმესი ჯვარი ახლავს თან. ბატონო პრეზიდენტო თქვენ მიხვდებით აქცენტს თქვენი უმაღლესი განათლებიდან გამომდინარე. ღმერთმა მაპატიოს თუ რაიმე იმაზე ზედმეტი მოვითხოვე რაც ჩემს მიერ არჩეულ პრეზიდენტს მოეთხოვება.
0 1 5
არ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვებიარ დაუშვათ შეცდომა! - ვწეროთ სწორი ქართული სიტყვები
ძვირფასო მომხმარებლებო თქვენთვის ინტერნეტში მოვიძიეთ იმ სიტ...
ინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებითინფორმაცია თანხის ჩარიცხვასთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი ავტორების საყურადღებოდ, ვისაც უკვე გაფორმებული აქვს ...
რატომ აირჩია ჰიტლერმა სვასტიკის სიმბოლო?რატომ აირჩია ჰიტლერმა სვასტიკის სიმბოლო?
სვასტიკა - თანამედროვე დასავლურ საზოგადოებაში იგი ასოცირდება ეშმაკთან,...
ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5ვის აჩუქა ლაშა შავდათუაშვილმა BMW X5
20 წლის მოჭიდავემ _ ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქ...
კარგი ამბები ინტერმედიაზე!კარგი ამბები ინტერმედიაზე!
ძვირფასო მომხმარებლებო საიტზე სიახლეები გვაქვს! კერძოდ კი სიახლე ტელევიზიების ...
მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნითმან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით
იმედი მაქვს, რომ ისინი, ვინც ეხლა ამ სტატიას კითხულობთ, მეტ...
შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...
ხშირად აძლევთ ახლობელ ადამიანებს დაპირებებს, მაგრამ არ უსრულებთ?...