x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ანჟელიკას წყევლა: რა ბედი ეწია ლეგენდარული როლის უმშვენიერეს შემსრულებელს
image

მისი ამაყი გმირის თავბრუდამხვევი სილამაზე თავგზას ურევდა მამაკაცებს და აღფრთოვანებას იწვევდა ქალებში. შეძლო თუ არა მიშელ მერსიემ უმშვენიერესი ანჟელიკას არაჩვეულებრივი თავგადასავლები თავის რეალურ ცხოვრებაშიც განეხორციელებინა?


image


ანჟელიკაზე გადაღებული ფილმები, ულამაზესი მსახიობით მთავარ როლში, საკმაოდ დიდხანს რჩებოდა დიდების საეკრანო ზღაპრის და კოსტუმირებული კინოსურათების ეტალონად, ხოლო მსახიობის სახელი-მიშელ მერსიე მაყურებლის წარმოსახვას ათასგვარ ფანტაზიას უღვიძებდა. მაინც როგორ წარიმართა საბედისწერო ანგელოზების მარკიზას მთავარი როლის შემსრულებლის ბედი?



image


ჟოსლინ ივონ რენე მერსიე (მიშელ მერსიეს სრული სახელი და გვარი) დაიბადა 1939 წლის 1 იანვარს ნიცაში, სამხრეთ საფრანგეთში, ფარმაცევტების ოჯახში. გოგონა ბავშვობის ადრეული წლებიდანვე გულდაგულ ვარჯიშობდა ბალეტში, უარი თქვა რა საოჯახო ბიზნესზე და შემოქმედებითი გზა აირჩია.


image


პროდიუსერებთან და რეჟისორთან მოულოდნელმა შეხვედრამ, რომლებიც ახალგაზრდა ჟოსლინის სილამაზემ და გრაციოზულობამ მოხიბლა, გოგონა გადასაღებ მოედანზე მიიყვანა, მანამდე ის ამაოდ ცდილობდა კინოს სამყაროში ფეხის შედგმას.


ჟოსლინმა სამსახიობო სახელად მიშელ მერსიე აირჩია მის უმცროსი დის პატივსაცემად, რომელიც მას ძალიან უყვარდა. გოგონა სულ პატარა წავიდა ამ ქვეყნიდან.


image


მიშელი შესანიშნავად საუბრობდა ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე, რამაც მას საშუალება მისცა უამრავ უცხოურ ფილმში გადაეღოთ. მან 50-ზე მეტი როლი ითამაშა, მაგრამ ყველა მათგანი დაჩრდილა ეკრანზე გაცოცხლებულმა ანჟელიკამ. ამაყი ლამაზმანის თავგავდასავლების საგას მერსიეს მიერ შესრულებული ვერცერთი სხვა როლი ვერ შეედრება.


უმშვენიერესი ქალბატონი ცხოვრებაშიც უამრავ მამაკაცს იზიდავდა, მაგრამ ის აღიარებდა, რომ ერთადერთი მამაკაცი ამქვეყნად, რომელსაც მისი ყველაზე კარგად ესმოდა, ეს მისი მამა იყო. ყველა დანარჩენი მასში ხედავდა ეკრანიდან გადმოსულ იდეალურ ქალს: "ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ჩემს დასაუფლებლად, შემდეგ კი არ იცოდნენ, როგორ მომქცეოდნენ. მათ არ გაუმართლათ..და არც მე", - გულახდილად უზიარებდა თავის გულისტკივილს მიშელი ჟურნალისტებს. ჩვეულებრივი ქალი, მისი პრობლემებითა და მოთხოვნილებებით, მიშელში, სამწუხაროდ, ვერცერთმა მისმა პარტნიორმა ვერ დაინახა.


image


მიშელ მერსიე ოთხჯერ იყო დაქორწინებული, თუმცა მის ცხოვრებას იღბლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. მიშელის პირველმა ქმარმა ვერაფრით ვერ დაინახა ანჟელიკას გმირში ქალი, რომელსაც თბილი კერა, ოჯახი და მოსიყვარულე ქმარი ყველაფერს ერჩივნა. მეორე ქმარი შემოქმედი ადამიანი იყო, თავს ცნობილ მხატვრად ასაღებდა, მან მიშელს მოჰპარა მთელი ფული, რაც კი გააჩნდა და მიიმალა.


image


შემდეგ მიშელი შეხვდა ბიზნესმენ ადრიანს, რომელთანაც გაატარა თავის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები, მზრუნველად უვლიდა რა ქმარს და მის უკვე კარგად წამოზრდილ შვილებს. საუბედუროდ, ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა -მამაკაცი სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა უკურნებელი სენით.


უკანასკნელი ცდა, ღირსებოდა ოჯახურ ბედნიერებას, მიშელს იტალიელ პრინცთან ჰქონდა, მაგრამ მან ძალიან მალე მიატოვა ქალი. ამის შემდეგ მიშელი უკვე ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და მას ფართო საზოგადოება ძალზე იშვიათად ხედავდა. მსახიობი ხშირად იმეორებდა, რომ მას თან სდევდა ანჟელიკას წყევლა და რომ ის ვერასოდეს ვერ იქნებოდა ბედნიერი, რადგან ყველა მამაკაცი მასში მხოლოდ ეკრანიდან გადმოსულ გმირს ხედავდა და ჩვეულებრივ ქალად მას ვერავინ აღიქვამდა.


image


ეს კი მიშელია XXI საუკუნეში - ჯერ კიდევ საკმაოდ ლამაზი და ... მარტოსული.


image


მიუხედავად მისი ხანგრძლივი და წარმატებული კინოკარიერისა, მსახიობმა ვერ მოახერხა ფულის დაგროვება: "ანჟელიკას წარმატებას ჩემთვის სიმდიდრე არ მოუტანია, კონტრაქტის თანახმად, მე მოგების არანაირ პროცენტს არ მიხდიდნენ, ჩემი იყო მხოლოდ ჰონორარი და ისიც საკმაოდ მწირი", -ამბობდა მიშელი. ამიტომ მსახიობს უხდება მოხუცებულობის წლები საკმაოდ ღარიბულად გაატაროს.


image


მიუხედავად იმისა, რომ ფილმს მერსიესათვის მილიონები არ მოუტანია, მან მსახიობს უფრო ძვირფასი რამ მისცა - მაყურებლის სიყვარული. ფილმის თითოეულ სერიაში მთავარი როლის შემსრულებლისათვის 40-50 კოსტიუმი იკერებოდა და ყველა მათგანში ანჟელიკა შეუდარებელი იყო.


image


დღეს უკვე ძნელია რომელიმე სხვა მსახიობის წარმოდგენა ანჟელიკას როლში, თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ მთავარი როლის შემსრულებელს საკმაოდ დიდხანს ეძებდნენ: კანდიდატებს შორის იყო ბრიჯიდ ბარდო, კატრინ დენიოვი, როლი შესთავაზეს ჯეინ ფონდასა და მონიკა ვიტის, თავდაპირველად როლზე მარინა ვლადიც კი დაამტკიცეს, თუმცა მიშელის მიერ მორგებულმა როლმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ასეთივე დარჩა ის მაყურებლის მეხსიერებაში - "ანჟელიკა- ანგელოზების მარკიზა".



10
3200
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3200
  
2016, 19 მარტი, 23:30
გაიხარე, ჩემო კარგო...მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი ამ ქალით :)
2016, 19 მარტი, 14:15
ახლანდელმა სურათმა აღმაფრთოვანა!!!! გადასარევი სტატიაა!!!!
2016, 19 მარტი, 10:09
საბედნიეროდ ჯერ წიგნი წავიკითხე მერე ვნახე ფილმი :)
სწორედ ისეთი იყო ორივე მიშელიც და რობერტიც როგორიც წარმომედგინა :)
არ უყურო დამიჯერე ახალს,გული გაგიტყდება,განსაკუთრებით ჟოფრეის როლის შემსრულებელს
2016, 18 მარტი, 23:18
არც მინახავს ეგ რიმეიქი, არ მინდა პირველი შთაბეჭდილება წამიხდეს. წიგნის ბოლო ნაწილი ყველაზე მეტად მომწონს..."ანჟელიკა ახალ სამყაროში"- ესეც გექნება წაკითხული :)
2016, 18 მარტი, 23:17
ერთი მხრივ მართალი ხართ..მაგრამ მრავალი სიყვარულით დაკავშირებული წყვილი ვიცი, რომელთა სიყვარული დაფერფლილა ცხოვრებისეული პრობლემების, თუნდაც ფინანსური სიდუხჭირის გამო..ასე რომ, მთლად ისე არა წვიმს, როგორც ქუხს:)
2016, 18 მარტი, 16:07
ვგიჟდები წიგნზეც და ფილმზეც,რაც.
ამ ფილმის რიმეიქი გადაირეს სამი წლის წინ და საშინლად არ მომეწონა,მიშელი შეუდარებელია
2016, 18 მარტი, 14:17
აუ მაგარი ქალია რ, იყო თავის დროზე
2016, 18 მარტი, 11:57
არსებობს სხვაობა „მე მჭირდება“-ს და „მე მინდა“-ს შორის. ბევრი ადამიანი ეფლობა კრედიტებში და მათ ხელში მხოლოდ ბოლო მოდელის გაჯეტი უჭირავთ. სინამდვილეში კი ჩვენ არც ისე ბევრი გვჭირდება: საკვები, წყალი, ცოტაოდენი ტანსაცმელი, ჭერი თავზე და საყვარელი ადამიანი გვერდით. ყველაფერი დანარჩენი – უბრალოდ ბონუსია.
2016, 18 მარტი, 11:56
ცოდოა, ფულიც ქონდა, დიდებაც, ცნობილიც იყო, იყო ბედნიერი? არა. ესე იგი რა ჯობია გქონდეს ყველაფერი და უბედური იყო თუ იცხოვრო სადმე ბუნებაში, სოფელში იმასთAნ ერთად ვინც გიყვარს და იყო ბედნიერი? გამეცით პასუხი
2016, 18 მარტი, 11:53
კარგი იყო))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10